დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 151 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.023984 |
|
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2019, 010110020.10.003.021410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილების ამოქმედებამდე „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მოქმედი რედაქციით (გარდა ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ1“, „ვ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლისა) გათვალისწინებული ღონისძიებების/ვალდებულებების განხორციელება დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში ასაშენებელ რძის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით.“. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები