ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023982
149
11/04/2023
ვებგვერდი, 18/04/2023
240110000.10.003.023982
ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2023 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №198 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტიორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური)  პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები , მიზნები , მოქმედების სფერო , ტერმინთა განმარტებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური რეგლამენტიორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ (შემდგომშიტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს ორგანული წარმოების პრინციპებს, ადგენს ორგანულ წარმოებასთან, სერტიფიცირებასთან, ეტიკეტირებისა და რეკლამირებისას ორგანული წარმოების აღმნიშვნელი ნიშანდების გამოყენებასთან, ორგანული წარმოების და ორგანული პროდუქტების კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით წესებს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცოცხალი ან გადაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მათ შორის თესლისა და მცენარის სხვა რეპროდუქციული მასალის, გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, რომლებიც მოიხმარება როგორც სურსათი და ცხოველის საკვები, სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპსურსათის ეროვნული სააგენტო ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 2. ორგანული წარმოების მიზნები

ორგანული წარმოების ზოგადი მიზნებია:

) გარემოსა და კლიმატის დაცვის ხელშეწყობა;

) ნიადაგის ნაყოფიერების გრძელვადიანი შენარჩუნება;

) ბიომრავალფეროვნების მაღალი დონის დაცვის ხელშეწყობა;

) არატოქსიკური გარემოს არსებობისათვის მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა;

) ცხოველთა კეთილდღეობის მაღალი სტანდარტების დაცვის ხელშეწყობა, ცხოველთა სახეობების შესაბამისი ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების დაკმაყოფილება;

) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი და ადგილობრივი ჯიშების/სახეობების შენარჩუნების წახალისება;

) ორგანული სოფლის მეურნეობის მიზნებსა და სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული მცენარეთა გენეტიკური მასალის მარაგების განვითარების ხელშეწყობა;

) ბიომრავალფეროვნების მაღალი დონის შენარჩუნების ხელშეწყობა ისეთი მრავალფეროვანი მცენარეთა გენეტიკური მასალის გამოყენებით, როგორიცაა ორგანული ჰეტეროგენული მასალა და ორგანული წარმოებისთვის ვარგისი ორგანული ჯიშები

) ორგანული სექტორისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური პერსპექტივის შექმნის მიზნით, ორგანულ მცენარეთა ჯიშების გამოყვანის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.

მუხლი 3. მოქმედების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, მათ შორის აკვაკულტურისა და მეფუტკრეობის პროდუქტებზე, ასევე ამ პროდუქტებისგან წარმოებულ პროდუქტებზე, რომლებშიც ისინი გამოიყენება ან გამიზნულია მათ საწარმოებლად, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტები დამზადებულია, ეტიკეტირებულია, ექვემდებარება დისტრიბუციას, განთავსებულია ბაზარზე, იმპორტირებულია ან ექსპორტირებულია როგორც ორგანული პროდუქტი. ეს პროდუქტებია:

) ცოცხალი ან გადაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, მათ შორის თესლი და მცენარის სხვა რეპროდუქციული მასალა;

) გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც მოიხმარება, როგორც სურსათი;

) ცხოველის საკვები.

2. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ასევე ზოგიერთ სხვა პროდუქტზე, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სოფლის მეურნეობას იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტები მზადდება, ეტიკეტირებულია, ექვემდებარება დისტრიბუციას, განთავსებულია ბაზარზე, იმპორტირებული ან ექსპორტირებულია, როგორც ორგანული პროდუქტი. ეს პროდუქტებია:

) სურსათში და ცხოველის საკვებში გამოყენებული საფუვრები;

) მატე (მარადმწვანე პარაგვაული ჩაის გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები), სიმინდის შაქარი, ვაზის ფოთლები, პალმის გული, სვიის ყლორტები და მცენარეების საჭმელად ვარგისი სხვა მსგავსი ნაწილები, ასევე მათგან წარმოებული პროდუქტები;

) სურსათისა და ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილი ზღვის მარილი და სხვა მარილები;

) აბრეშუმის ჭიის პარკი, განკუთვნილი ამოსახვევად;

) ბუნებრივი ფისები და გუმფისები;

) ფუტკრის ცვილი;

) ეთერზეთები;

) ბუნებრივი კორპის საცობები, აგლომერაციის გარეშე, რომლებიც არ შეიცავენ შემაკავშირებელ ნივთიერებებს;

) ბამბაგაუჩეჩავი, გაუპენტავი;

) მატყლიგაუჩეჩავი, გაუპენტავი;

) პირველადად დაუმუშავებელი (ნედლი) ტყავი და დაუმუშავებელი ბეწვი;

) მცენარეული წარმოშობის ტრადიციული ბალახეული პრეპარატები.

3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა იმ ოპერატორებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების წარმოების, დამუშავების, მომზადების, დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპთან.

4. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე, ასევე პირადი და ოჯახური წარმოებისათვის განკუთვნილი ორგანული პროდუქტების წარმოებაზე.

5. დაუშვებელია ორგანული წარმოების ნიშანდების (ლოგოს) გამოყენება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დამზადებული პროდუქტების ეტიკეტირების, წარდგენისა და რეკლამირებისას.

6. ორგანული პროდუქტი, რომელზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული კოდექსით, ტექნიკური რეგლამენტის – „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) ადგილობრივი სახეობა აკვაკულტურის ენდემური სახეობა, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ განსაზღვრულ ადგილზე და აქვს ენდემურ ტერიტორიაზე არსებობის შემგუებლობა ;

  ) ადიუვანტი ნივთიერება ან პრეპარატი, რომელიც შედგება თანაფორმულანტებისაგან ან პრეპარატებისაგან, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ თანაფორმულანტს (co – ფორმულანტი) იმ ფორმით, რომლითაც ის მიეწოდება მომხმარებელს და განთავსებულია ბაზარზე მომხმარებლის მიერ მცენარეთა დაცვის საშუალებებში შესარევად და რომელიც აძლიერებს მის ეფექტიანობას ან სხვა პესტიციდურ თვისებებს;

) აკვაკულტურა წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის განმავლობაშიგამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;

  ) აკვაკულტურის პროდუქცია აკვაკულტურის სუბიექტის მიერ კულტივირებული ნებისმიერი ჰიდრობიონტი (წყლის ცოცხალი ორგანიზმი), სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპზე, ან მათგან მიღებული პროდუქტი;

) აკვაკულტურის ცხოველი წყლის ნებისმიერი ცხოველი, მისი სიცოცხლის ყველა ეტაპზე, მათ შორის კვერცხი და სპერმა/გამეტა, გამოზრდილი ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში, მათ შორის ველურ გარემოში მობინადრე ნებისმიერი წყლის ცხოველი, რომელიც განკუთვნილია ფერმისთვის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალისთვის;

) ანტიდოტი ნივთიერება ან პრეპარატი, რომელიც ემატება მცენარეთა დაცვის საშუალებებს გარკვეულ მცენარეებზე მცენარეთა დაცვის პროდუქტის ფიტოტოქსიკური ეფექტების აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად;

) არაორგანული ( არაბიოლოგიური ) საწარმოო ერთეული საწარმოო ერთეული, რომლის მართვა არ ხორციელდება ორგანული წარმოებისათვის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

) არახელსაყრელი კლიმატური მოვლენა ამინდის პირობები, მათ შორის ყინვა, შტორმი, სეტყვა, თოვლი, ძლიერი წვიმა ან ძლიერი გვალვა, რომელიც შეიძლება გაუთანაბრდეს სტიქიურ უბედურებას;

) აუდიტი სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა საქმიანობა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული შედეგები დასახულ გეგმებს, მოხდა თუ არა ამ გეგმების ეფექტიანად განხორციელება და რამდენად შესაფერისია ისინი მიზნების მისაღწევად

) ბაზარზე განთავსება ოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური პროდუქტის, მცენარეული პროდუქტის, რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება;

) ბაკი შემოღობილი ადგილი, რომელშიც ცხოველი დაცულია არახელსაყრელი გარემო პირობების ზემოქმედებისაგან;

) ბიოდინამიური პრეპარატი ბიოდინამიურ მეურნეობაში ტრადიციულად გამოყენებული ნარევები;

) გადამუშავება ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს (მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, გახმობა, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაწურვა, ექსტრაქცია, ექსტრუზია ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია); გადამუშავება მოიცავს ასევე ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნივთიერებების გამოყენებასაც, მაგრამ არ მოიცავს შეფუთვა/დაფასოებას და ეტიკეტირებას;

) გადამუშავებული პროდუქტი პროდუქტი, რომელიც მიიღება გადაუმუშავებელი პროდუქტის გადამუშავების შედეგად. გადამუშავებული პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია მის საწარმოებლად ან მისთვის სპეციფიკური თვისებების მისანიჭებლად და არ მოიცავს შეფუთვასა და ეტიკეტირებას;

) გადაუმუშავებელი პროდუქტი პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავება და რომელიც დაიკლა, გატყავდა, დანაწილდა, დაიჩეხა, დანაწევრდა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები, დაიფქვა, დაქუცმაცდა, გაიწმინდა, მოიჭრა, მოსცილდა ხაოიანი ნაწილი, გაიფცქვნა, გაცივდა, გაიყინა, სწრაფად გაიყინა ან გალღვა და არ მოიცავს შეფუთვასა და ეტიკეტირებას;

) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია ენერგია ისეთი განახლებადი არანამარხი წყაროებიდან, როგორიცაა ქარი, მზის ენერგია, გეოთერმული ენერგია, მოქცევის ტალღა, მოქცევის ენერგია, ჰიდროენერგეტიკული ძალები, ნაგავსაყრელის გაზები, და გაზები, რომლებიც გამოიყოფა ჩამდინარე წყლის და ბიოგაზების გაწმენდისას;

) გენერაცია / თაობა მცენარეთა ჯგუფი, რომლებიც ქმნიან ერთ საფეხურს მცენარეთა ნათესაურ ხაზში;

) გენეტიკურად მოდიფიცირებული / გენმოდიფიცირებული ორგანიზმი – ( შემდგომ- გმო), ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

) გმო - დან წარმოებული გმო-დან სრულად ან ნაწილობრივ მიღებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს გმო- ან არ შედგება გმო-სგან;

) გმო - თი წარმოებული პროდუქტი, რომელიც მიღებულია წარმოების პროცესში ბოლო ცოცხალ ორგანიზმად გმო-ის გამოყენებით, მაგრამ რომელიც არ შედგება ან არ შეიცავს გმო- და არ არის წარმოებული გმო-დან;

) დამზადება / მომზადება ორგანული ან კონვერსიული პროდუქტის პრესერვაცია/შენახვა ან გადამუშავება, ან სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება გადაუმუშავებელ პროდუქტზე საწყისი პროდუქტის შეცვლის გარეშე, მათ შორის დაკვლა, დაჭრა, გაწმენდა ან დაქუცმაცება/დაფქვა, ასევე შეფუთვა, ეტიკეტირება ან ორგანულ წარმოებასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანა ეტიკეტირებაში;

) დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც უშუალოდ არ მოიხმარება სურსათად/ცხოველის საკვებად, თუმცა სპეციალურად გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების ან მათი ინგრედიენტების გადამუშავების ან დამუშავებისას განსაზღვრული ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად და რომლის ნარჩენი რაოდენობა ან წარმოებულები (გარდაქმნის პროდუქტები) შესაძლებელია საბოლოო პროდუქტში აღმოჩნდეს არაწინასწარგანსაზღვრული, მაგრამ ტექნიკურად გარდაუვალი რაოდენობით, იმ პირობით, რომ იგი არ წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობის რისკს და საბოლოო პროდუქტზე არ მოახდენს არანაირ ტექნოლოგიურ ზეგავლენას;

) დაფასოებული სურსათი საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებამდე წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული, რომელიც მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტს, რომელიც შედგება სურსათისა და შესაფუთი მასალისაგან და რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე. დაფასოებულ სურსათს არ განეკუთვნება სურსათი, რომლის შეფუთვა ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყონებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით;

) ეკოლოგიური ინციდენტი გარემოს კონკრეტული დაბინძურება, დასნებოვნება და ხარისხის გაუარესება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოვლენასთან და აქვს გავრცელების კონკრეტული გეოგრაფიული არეალი, მაგრამ არ მოიცავს ზოგად ეკოლოგიურ რისკებს, რომლებიც არ უკავშირდება ამ კონკრეტულ მოვლენას, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან ატმოსფერული დაბინძურება;

) ეტიკეტი პროდუქტის შეფუთვაზე ან ტარაზე (კონტეინერზე) ან თანდართულ დოკუმენტში წერილობითი, ბეჭდური, შაბლონის, აღნიშნული ან ამოტვიფრული სახით განთავსებული იარლიყი, თანდართული ან მიმაგრებული ნებისმიერი იარლიყი (ბირკა), სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), სავაჭრო ნიშანი (მარკა), გრაფიკული ან სხვა აღწერილობითი გამოსახულება;

) ეტიკეტირება ნებისმიერი სიტყვა, მონაცემი, სავაჭრო ნიშანი, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), გრაფიკული გამოსახულება, აღწერილობითი გამოსახულება ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია პროდუქტის ნებისმიერ შეფუთვაზე, ეტიკეტზე, ბეჭედზე ან საყელოზე ან მოცემულია თანდართულ დოკუმენტში;

) ეკვივალენტურობა ერთი და იმავე მიზნებისა და პრინციპების მიღწევა ისეთი წესების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისობის გარანტიის ერთსა და იმავე დონეს;

) ვარია – Gallus gallus-ის სახეობის ახალგაზრდა ფრინველი, რომლის ასაკი 18 კვირაზე ნაკლებია;

) ვერანდა ფრინველის სათავსის დამატებითი, გადახურული, არაიზოლირებული გარეთა ნაწილი, რომლის ყველაზე გრძელ მხარეზე, როგორც წესი, გაჭიმულია მავთულიანი ღობე ან ბადე, რითაც სათავსში უზრუნველყოფილია სუფთა ჰაერის შეღწევა; აქვს ბუნებრივი და, საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური განათება და საფენიანი იატაკი;

) ვეტერინარული მკურნალობა კონკრეტული დაავადების წარმოქმნისას სამკურნალო ან პრევენციული მკურნალობის განხორციელების ყველა კურსი;

) ვეტერინარული სამკურნალო საშუალება / ვეტერინარული პრეპარატი ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური ეფექტის მქონე ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკისათვის ან დაავადების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ცხოველთა სასიცოცხლო და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღსადგენად ან/და შესაცვლელად;

) თანაფორმულანტი (co – ფორმულანტი ) ნივთიერება ან პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია მცენარეთა დაცვის საშუალებებში ან ადიუვანტში გამოსაყენებლად, მაგრამ არ წარმოადგენს არც მოქმედ ნივთიერებას, არც სინერგისტს და არც დამცავ საშუალებას (ანტიდოტს);

) ინგრედიენტი ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, მათ შორის არომატიზატორი, საკვებდანამატი, საკვები ფერმენტი და, ასევე, შედგენილი ინგრედიენტის ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყენება სურსათის წარმოებისა და დამზადებისას და მზა სურსათში არსებობს საწყისი ან/და შეცვლილი ფორმით. ნარჩენები არ მიეკუთვნება ინგრედიენტს;

1 ) ინკუბატორი სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე აკვაკულტურის ცხოველების მოშენების, გამოჩეკის და გამოზრდის ადგილი, კერძოდ, მდინარის თევზების, მოლუსკებისა და კიბოსნაირებისათვის;

2 ) კარგი წარმოების პრაქტიკა (GMP – Good Manufacturing Practice) ხარისხის გარანტიის ასპექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მასალებისა და საგნების უწყვეტ წარმოებასა და კონტროლს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიმართ დადგენილ წესებთან და მათი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა, ისე რომ არ შეექმნას საშიშროება ადამიანის ჯანმრთელობას, ან არ გამოიწვიოს სურსათის შემადგენლობის არასასურველი ცვლილებები ან ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუარესება;

3 ) კატასტროფული მოვლენა ბიოტიკური ან აბიოტიკური ხასიათის გაუთვალისწინებელ მოვლენას, რომელიც გამოწვეულია ადამიანის მოქმედებით, რაც იწვევს მნიშვნელოვან დარღვევებს სოფლის მეურნეობის წარმოების სისტემებში ან ტყის სტრუქტურებში, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობის ან სატყეო სექტორებს;

4 ) კომპეტენტური ორგანო სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი;

5 ) კონვერსია არაორგანული წარმოებიდან ორგანულ წარმოებაზე გადასვლა დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც გამოიყენება ორგანული წარმოებისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მეთოდები (წესები);

6 ) კონვერსიული საწარმოო ერთეული ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის საწარმოო ერთეული, რომლის მართვა ხორციელდება ორგანული წარმოებისათვის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ის შესაძლებელია მოიცავდეს მიწის ნაკვეთებს ან სხვა აქტივებს, რომელთათვისაც კონვერსიის პერიოდი იწყება სხვადასხვა დროს;

7 ) კონვერსიული პროდუქტი პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული კონვერსიული პერიოდის განმავლობაში;

8 ) მავნებელი პათოგენური აგენტის, ცხოველის ან პარაზიტი მცენარის ნებისმიერი სახეობა, შტამი ან ბიოტიპი, რომელიც მავნეა მცენარისა ან მცენარეული პროდუქტებისათვის;

9 ) მაიონიზირებელი გამოსხივება ენერგია, რომელიც გადაეცემა ნაწილაკებით ან 100 ნანომეტრი ან ნაკლები ტალღის სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღებით, (სიხშირე 3 x 1015 ჰერცი ან მეტი), რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოქმნან იონები;

10 ) მაკონტროლებელი ორგანო იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური ორგანოს მიერ სრულად ან ნაწილობრივ დელეგირებული აქვს ორგანული წარმოების ინსპექტირებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება და, რომელსაც კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი;

11 ) მეკვერცხული ფრინველი Gallus gallus-ის სახეობის ცხოველები, რომლებიც დებენ მოხმარებისთვის განკუთვნილ კვერცხს და და რომელთა ასაკი არანაკლებ 18 კვირას შეადგენს

12 ) მემცენარეობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქტების წარმოება კომერციული მიზნებისთვის, ველური მცენარეების შეგროვების ჩათვლით;

13 ) მეურნეობა / ჰოლდინგი ყველა საწარმო ერთეული, რომელიც მუშაობს მართვის ერთიანი სისტემით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გადამუშავებელი და გადაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მათ შორის აკვაკულტურისა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებისათვის, გარდა ეთერზეთებისა და საფუვრისა;

14 ) მეცხოველეობა ხმელეთზე მცხოვრები შინაური ან მოშინაურებული ცხოველების წარმოება, მწერების ჩათვლით;

15 ) მიკვლევადობა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნებისმიერი პროდუქტის, სურსათის, ცხოველის საკვების და მათში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;

16 ) მცენარე ცოცხალი მცენარეები და მცენარეების ცოცხალ ნაწილები ახალი ხილის, ბოსტნეულისა და თესლის ჩათვლით;

17 ) მცენარეთა დაცვის საშუალება პრეპარატი, რომელიც დაფასოებულია ისეთი სახით, როგორითაც ის მიეწოდება მომხმარებელს, შედგება ან შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, ანტიდოტებს ან სინერგისტებს და გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის: მცენარეების ან მცენარეული პროდუქტების ნებისმიერი მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ან ასეთი ორგანიზმების ზემოქმედების პრევენციის მიზნით, თუ ამ პრეპარატის ძირითადი მიზანია მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების დაცვა და არა ჰიგიენური გამოყენება; მცენარის სასიცოცხლო პროცესებზე ზემოქმედებისთვის, მაგ., ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ მათ ზრდაზე, გარდა საკვები ნივთიერებებისა და ბიოსტიმულატორებისა; მცენარეული პროდუქტების დაცვისათვის, იმ შემთხვევაში, თუ მათზე არ ვრცელდება კონსერვანტებისთვის განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნები; არასასურველი მცენარეებისა და მცენარეთა არასასურველი ნაწილების განადგურებისათვის, გარდა წყალმცენარეებისა, თუ პრეპარატი არ გამოიყენება ნიადაგზე ან წყალში მცენარეთა დაცვისათვის; მცენარეთა არასასურველი ზრდის კონტროლის ან პრევენციისათვის, გარდა წყალმცენარეებისა, თუ პრეპარატი არ გამოიყენება ნიადაგზე ან წყალში მცენარეთა დაცვისათვის;

18 ) მცენარეთა რეპროდუქციული მასალა მცენარეები და მცენარის ყველა ნაწილი, მათ შორის თესლი, ზრდა-განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, რომელთაც უნარი აქვთ და განკუთვნილია სრულყოფილი მცენარის მოსაყვანად;

19 ) მცენარეული პროდუქტი გადაუმუშავებელი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები ან პროდუქტები, რომლებმაც გაიარეს მარტივი მომზადება, როგორიცაა: დაქუცმაცება, გამოშრობა ან დაწნეხვა;

20 ) ოპერატორი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია მის კონტროლქვემდებარე წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე;

21 ) ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების სანდოობა ფაქტი, რომ ამ პროდუქტთან არ არის დაკავშირებული შეუსაბამობები, რომლებიც:

) პროდუქტის წარმოების, დამზადება-გადამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე გავლენას ახდენს პროდუქტის ორგანულ წარმოშობაზე, ან

) არის განმეორებითი ან წინასწარგანზრახული;

22 ) ორგანული საწარმოო ერთეული საწარმოო ერთეული, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის საწარმოო ერთეულისა, რომლის მართვა ხორციელდება ორგანული წარმოებისათვის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

23 ) ორგანული პროდუქტი ( ბიოლოგიური , ეკოლოგიური პროდუქტი ) პროდუქტი, რომელიც მიღებულია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მეთოდების გამოყენებით, გარდა კონვერსიის პერიოდში წარმოებული პროდუქტისა. გარეული ცხოველების ნადირობით ან თევზჭერით მიღებული პროდუქტები არ შეიძლება ჩაითვალოს ორგანულ პროდუქტად;

24 ) ორგანული წარმოება ( ბიოლოგიური , ეკოლოგიური წარმოება ) ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მეთოდების გამოყენება, მათ შორის კონვერსიის პერიოდში, წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;

25 ) ორგანული წარმოებისთვის ვარგისი ორგანული ჯიში ჯიში, რომლის ცალკეულ რეპროდუქციულ ერთეულებს ახასიათებს მაღალი გენეტიკური და ფენოტიპური მრავალფეროვნება და რომელიც მიიღება ორგანულ პირობებში განხორციელებული სელექციური ღონისძიებებით, რომელიც მიმართულია გენეტიკური მრავალფეროვნების გაუმჯობესებაზე და ეფუძნება ბუნებრივ რეპროდუქციულ თვისებებს, ასევე აგრონომიულ მახასიათებლებს, დაავადებათა მიმართ გამძლეობას და სხვადასხვაგვარი ადგილობრივი ნიადაგური და კლიმატური პირობების მიმართ ადაპტაციას;

26 ) ორგანული ჰეტეროგენული მასალა ერთ, ცნობილ ბოტანიკური ტაქსონში გაერთიანებული უმდაბლესი საფეხურის მცენარეთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ საერთო ფენოტიპური მახასიათებლები, ხასიათდებიან ცალკეული რეპროდუქციული ერთეულების მაღალი ფენოტიპური და გენოტიპური მრავალფეროვნებით, ისე რომ მცენარეთა ასეთი ჯგუფები მთლიანობაში, და არა მისი ცალკეული ერთეული, წარმოადგენს რეპროდუქციულ მასალას, არ წარმოადგენს ჯიშს, ჯიშთა ნარევს და მიღებულია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

27 ) ოფიციალური სერტიფიკატი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ქაღალდის ან ელექტრონული დოკუმენტი, რითაც დადასტურებულია, რომ შესაბამისობის დადასტურების მიზნით, განხორციელებულია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;

28 ) პოლიკულტურა აკვაკულტურის ერთსა და იმავე ერთეულში ორი ან მეტი სხვადასხვა სახეობის თევზის ერთდროული კულტივირება (გამოზრდა-მოშენება). როგორც წესი, ასეთი თევზები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ალიმენტარულ (ტროფიკულ) დონეებს;

29 ) პრევენციული ზომები ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს ოპერატორის მიერ წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, რათა შენარჩუნებული იქნეს ბიომრავალფეროვნება, ნიადაგის ხარისხი; ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციას და ასევე ზომები, რომელიც მიღებული უნდა იქნეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვისათვის;

30 ) რეკლამა საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

31 ) სადედე მცენარე იდენტიფიცირებული მცენარე, საიდანაც ხდება მცენარის რეპროდუქციული მასალის აღება ახალი მცენარეების გამრავლება/კვლავწარმოებისათვის;

32 ) საზოგადოებრივი კვების ობიექტი ნებისმიერი დაწესებულება, სატრანსპორტო საშუალებების, სტაციონარული, მობილური ჯიხურის (ფარდული, სავაჭრო დახლი) ჩათვლით (მაგალითად, რესტორანი, სასადილო, სკოლა, საავადმყოფო და სარესტორნო მომსახურება (სურსათის მომზადებისა და მიწოდების სერვისი), სადაც სავაჭრო -საწარმოო საქმიანობით ხდება საბოლოო მომხმარებლისათვის მზა სურსათის დამზადება;

33 ) საკვებდანამატი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათად, მაგრამ, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კვებითი ღირებულება, ემატება სურსათს წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტი სურსათის ინგრედიენტი ხდება;

34 ) სასარგებლო არეალი / ფართობი მეკვერცხული ფრინველისთვის განკუთვნილი სივრცე, რომლის სიგანე არანაკლებ 30 სმ-ია, იატაკის დახრილობა არ აღემატება 14%-, ხოლო სიმაღლე არანაკლებ 45 სმ-ია;

35 ) სასოფლო - სამეურნეო ნედლეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია პრესერვაციის/შენახვის ან გადამუშავების რაიმე ეტაპი;

36 ) სასოფლო - სამეურნეო არეალი / ფართობი ნებისმიერი სივრცე, არეალი, ფართობი, რომელიც უკავია სახნავ მიწებს, მუდმივ სათიბებსა და საძოვრებს ან მრავალწლიან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს;

37 ) სასოფლო - სამეურნეო კულტურის მოყვანა ნიადაგში სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოება ნიადაგში ან ცოცხალ ნიადაგში, რომელშიც შერეულია ან განოყიერებულია იმ მასალებითა და პროდუქტებით, რომლებიც ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანულ წარმოებაში ქვენიადაგებსა (ნიადაგის მესამე ფენა, სადამდეც ფესვთა სისტემა აღწევს) და ქანებთან (ქანები, რითაც ნიადაგის ქვედა ფენა იქმნება) კავშირისათვის;

38 ) სასურსათო ( საკვები ) ფერმენტი მცენარის, ცხოველის ან მიკროორგანიზმისგან ან მათი პროდუქტებისგან მიღებული, ან მიკროორგანიზმ(ებ)ის გამოყენებით გამოწვეული ფერმენტაციის პროცესში მიღებული პროდუქტი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ფერმენტისაგან, რომელსაც აქვს სპეციფიკური ბიოქიმიური რეაქციების კატალიზის უნარი და სურსათში მისი ტექნოლოგიური დანიშნულებით დამატება ხდება ნებისმიერ ეტაპზე წარმოების, გადამუშავების, მომზადების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს;

39 ) საფრინველე ფრინველთა გუნდის განსათავსებელი სტაციონარული ან მობილური შენობა, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის გადახურულ სივრცეს, მათ შორის, ვერანდას; საფრინველე შეიძლება დაყოფილი იქნეს სხვადასხვა ნაწილად, სადაც თითოეულში განთავსებულია ერთი გუნდი;

40 ) საწარმოო ერთეული მეურნეობის ყველა აქტივი, მათ შორის პირველადი წარმოების შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთები, საძოვრები, ღია საჰაერო სივრცეები, სათავსოები და სათავსოების ნაწილები შინაური ცხოველებისათვის, სკები, თევზის მოსაშენებელი ტბორები, სისტემები და ადგილები აკვაკულტურის ცხოველებისა და წყალმცენარეების შემოსაკავებლად, გამოსაზრდელი ერთეულები, ნაპირზე ან ზღვის ფსკერზე განთავსებული კონცესიები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მცენარეული პროდუქტების, წყალმცენარეების პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ნედლეულისა და ნებისმიერი სხვა მსგავსი რესურსების შესანახი ნაგებობები, რომელთა მართვა ხორციელდება ამ მუხლის“, „ 6 და 22 ქვეპუნქტების შესაბამისად;

41 ) საშენი ადგილი, სადაც აკვაკულტურის წარმოების შუალედური სისტემა გამოიყენება ინკუბაციისა და მოშენების ეტაპებს შორის. საშენის ეტაპი სრულდება საწარმოო ციკლის პირველი მესამედის განმავლობაში, გარდა იმ სახეობებისა, რომლებიც სმოლტიფიკაციის (მტკნარი წყალში არსებობის შემდეგ მარილიან წყალთან შეგუების პროცესი) პროცესს გადიან;

42 ) სინერგისტი ნივთიერება ან პრეპარატი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არააქტიურია ან მხოლოდ სუსტი აქტიურობით ხასიათდება, შეუძლია მცენარეთა დაცვის საშუალების მოქმედ ნივთიერებას მიანიჭოს მაღალი/გაძლიერებული აქტივობა;

43 ) სინთეზური / ხელოვნური ნანომასალა ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი მასალა, რომლის ზომები 100 ნმ ან ნაკლებია, ან რომელიც შედგება დისკრეტული ფუნქციონალური ნაწილებისგან, რომელთა შიდა ან ზედაპირული ზომები 100 ნმ-ია ან 100 ნმ-ზე ნაკლებია, მათ შორის ისეთი სტრუქტურები, როგორებიცაა აგლომერატები ან აგრეგატები, რომელთა ზომა შესაძლებელია 100 ნმ- აღემატებოდეს, მაგრამ ინარჩუნებდეს ნანოშკალისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ეს თვისებებია: თვისებები, რომელიც დაკავშირებულია მასალების დიდ სპეციფიკურ ზედაპირულ ფართობთან და კონკრეტული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რომელიც განასხვავებს მათ ამავე მასალის არანანოფორმის თვისებებისაგან;

44 ) სიფრთხილის ზომები ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს ოპერატორების მიერ წარმოების, დამზადებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული იმ პროდუქტებით ან ნივთიერებებით დაბინძურება, რომელთა გამოყენება, ორგანულ წარმოებაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად არ არის დასაშვები და ასევე ორგანული პროდუქტებისა და არაორგანული პროდუქტების შერევა;

45 ) სურსათი ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს (გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის), მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;

46 ) სტიქიური უბედურება („ ბუნებრივი კატასტროფა “) ბუნებრივი, ბიოტიკური ან აბიოტური ხასიათის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვან დარღვევებს იწვევს სოფლის მეურნეობის წარმოების სისტემებში ან ტყის სტრუქტურებში, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობის ან სატყეო სექტორებს;

47 ) ფერმერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ჯგუფი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა, რომლებიც ეწევიან სოფლის მეურნეობას;

48 ) შეუსაბამობა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

49 ) ჩაკეტილი რეცირკულირებადი აკვაკულტურა / რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა წყლის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების კულტივირებისთვის ან/და გამოზრდისთვის განკუთვნილი სისტემა, რომელშიც ხდება ტექნოლოგიური წყლის მრავალჯერ აღდგენა და განმეორებით გამოყენება;

50 ) ჩასმის სიმჭიდროვე მოშენების ეტაპზე, ნებისმიერ დროს, ერთ კუბ.მეტრ (1 3 ) წყალში აკვაკულტურის ცხოველების ცოცხალი მასა, კამბალასა და კრევეტებისათვის კი ცოცხალი მასა ერთ კვ. (1 2 ) ზედაპირზე;

51 ) ცხოველთა დაავადება ცხოველებში ინფექციის ან ინვაზიის წარმოქმნა კლინიკური ან პათოლოგიური გამოვლინებებით ან მათ გარეშე, რომელიც გამოწვეულია დაავადების ერთი ან რამდენიმე გამომწვევით;

52 ) ცხოველის კეთილდღეობა ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას;

53 ) ცხოველის საკვები ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება ან პროდუქტი საკვებდანამატის ჩათვლით;

54 ) ცხოველის საკვების დანამატი ნივთიერებები, მიკროორგანიზმები ან პრეპარატები, ცხოველთა საკვების მასალებისა და პრემიქსების გარდა, რომლებიც მიზანმიმართულად ემატება ცხოველის საკვებს ან წყალს, რათა ხელსაყრელი გავლენა იქონიოს ცხოველის საკვებზე ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, დააკმაყოფილოს ცხოველთა კვებითი მოთხოვნები, ხელსაყრელი გავლენა იქონიოს მეცხოველეობის ეკოლოგიურ შედეგებზე, განსაკუთრებული ხელსაყრელი გავლენა იქონიოს ცხოველთა პროდუქტიულობასა და კეთილდღეობაზე, ან აქვს კოკციდიოსტატიკური ან ჰისტომონოსტატიკური მოქმედების ეფექტი;

55 ) ცხოველის საკვების მასალა მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი, ახალი ან დაკონსერვებული და საწარმოო გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტი, ორგანული ან არაორგანული სუბსტანციები (მასში ცხოველის საკვების დანამატების შემცველობის მიუხედავად), რომელიც გამიზნულია ცხოველის პერორალურ კვებაში გამოსაყენებლად, რათა დაკმაყოფილდეს ცხოველის ბუნებრივი კვებითი მოთხოვნილება უშუალოდ ასეთი საკვებით ან მათი გადამუშავების შემდეგ ან კომბინირებული საკვების მომზადებით ან პრემიქსების დამატებით;

56 ) წარმოების , გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები პროცესის ყოველი ეტაპი, ორგანული პროდუქტის პირველადი წარმოებიდან მის შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირების, რეალიზაციის ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების, საჭიროების შემთხვევაში, ეტიკეტირების, რეკლამის, ექსპორტ-იმპორტის ჩათვლით;

57 ) წარმოების / საწარმოო ციკლი აკვაკულტურის ცხოველის ან წყალმცენარის სიცოცხლის ხანგრძლიობა სიცოცხლის ყველაზე ადრეული სტადიიდან (აკვაკულტურის ცხოველების შემთხვევაშიგანაყოფიერებული ქვირითიდან) მოსავლის აღებამდე;

58 ) წყლის დაბინძურება ადამიანის საქმიანობის შედეგად, ნივთიერებების ან სითბოს (ენერგიის), ასევე ზღვის წყალქვეშა ანთროპოგენური ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი მოხვედრა წყალში, მათ შორის ზღვის წყალში, რომელიც იწვევს ან შესაძლებელია გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება წყლის ეკოსისტემაზე, მათ შორის ბიომრავალფეროვნებაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, თევზჭერაზე, ტურიზმსა და დასვენებაზე, რაც ზიანს აყენებს და აუარესებს წყლის მართლზომიერ, მდგრად გამოყენებას;

59 ) ჰიდროპონური წარმოება წარმოების მეთოდი, რომლის დროსაც მცენარის ფესვები იზრდება მინერალური ნივთიერებებისსაკვები ელემენტების შემცველ სითხეში ან ინერტულ მასაში ან მასაზე

 

თავი II

ორგანული წარმოების პრინციპები

მუხლი 5. ზოგადი პრინციპები

ორგანული წარმოება წარმოადგენს მეურნეობის მართვის მდგრად სისტემას, რომელიც ეფუძნება შემდეგ ზოგად პრინციპებს:

) ბუნებრივი სისტემებისა და ციკლების დაცვა, ნიადაგის, წყლისა და ჰაერის, მცენარეთა სიჯანსაღისა და ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მათ შორის ბალანსის შენარჩუნება და გაუმჯობესება;

) ლანდშაფტის ბუნებრივი ელემენტების, როგორიცაა ბუნებრივი დაცული ტერიტორიების შენარჩუნება;

) ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის, ნიადაგის, ორგანული ნივთიერებებისა და ჰაერის გონივრული გამოყენება;

) მრავალფეროვანი მაღალი ხარისხის სურსათის, სხვა სასოფლო-სამეურნეო და აკვაკულტურის პროდუქციის წარმოება, რომლებიც პასუხობენ მომხმარებელთა მოთხოვნებს და რომელთა წარმოება ხდება ისეთი პროცესების გამოყენებით, რომელიც ზიანს არ აყენებს გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეთა სიჯანსაღეს, ცხოველთა ჯანმრთელობას და კეთილდღეობას;

) ორგანული წარმოების მთლიანობის (უწყვეტობის) უზრუნველყოფა სურსათის და ცხოველის საკვების წარმოების, დამზადება/მომზადების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე;

) ეკოლოგიურ სისტემებზე დაფუძნებული და მართვის სისტემის ფარგლებში არსებული შიდა ბუნებრივი რესურსების გამოყენებით ბიოლოგიური პროცესების სათანადო დაგეგმვა და მართვა ისეთი მეთოდებით, რომელიც მოიცავს:

.) ცოცხალი ორგანიზმებისა და წარმოების მექანიკური მეთოდების გამოყენებას;

.) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა ნიადაგში და მიწასთან დაკავშირებული მეცხოველეობას ან წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების შესაბამისად აკვაკულტურის წარმოებას;

.) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან გმო-დან, ან გმო-თი წარმოებული პროდუქტების გამოყენების გამორიცხვას/აკრძალვას, გარდა ვეტერინარული სამკურნალო საშუალებებისა;

.) ეფუძნება რისკების შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, სიფრთხილის და პრევენციული ზომების განხორციელებას;

) გარე რესურსების გამოყენების შეზღუდვა. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხდება გარე რესურსები ან არ არსებობს ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის მეთოდები, გარე რესურსების გამოყენება უნდა მოხდეს შეზღუდულად. მათ შორის:

.) ორგანული წარმოებიდან მიღებული საწარმოო საშუალებებით. მცენარის რეპროდუქციული მასალისათვის ისეთ ჯიშებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომლებიც შეესაბამება ორგანული სოფლის მეურნეობის მიზნებსა და კონკრეტულ საჭიროებებს;

.) ბუნებრივი ნივთიერებები ან ბუნებრივად წარმოქმნილი/მიღებული ნივთიერებებით;

.) ნაკლებად ხსნადი მინერალური სასუქებით;

) საჭიროების შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საწარმოო პროცესის ადაპტაცია სანიტარიული პირობების, ეკოლოგიური ბალანსის რეგიონალური თავისებურებების, კლიმატური და ადგილობრივი პირობების, განვითარების ეტაპებისა და მეურნეობის სპეციფიკური პრაქტიკის გათვალისწინებით;

) სრულ ორგანულ სასურსათო ჯაჭვში ცხოველების კლონირების, ხელოვნურად ინდუცირებული პოლიპლოიდური ცხოველების და მაიონიზებელი გამოსხივების გამორიცხვა;

) ცხოველთა კეთილდღეობის მაღალი სტანდარტების დაცვა სახეობებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

მუხლი 6. სასოფლო - სამეურნეო საქმიანობასთან და აკვაკულტურასთან დაკავშირებული სპეციფიკური პრინციპები

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და აკვაკულტურის ორგანული წარმოების სპეციფიური პრინციპებია:

) ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერებისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ნიადაგის სტაბილურობა, მასში წყლის შეკავების უნარისა და ნიადაგია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ნიადაგის ორგანული ნივთიერებების დაკარგვის, ნიადაგის გამკვრივებისა და ეროზიის პრევენცია და მართვა, ასევე მცენარეთა კვება ძირითადად ნიადაგის ეკოსისტემიდან;

) არაგანახლებადი რესურსების გამოყენების შეზღუდვა და გარე რესურსების გამოყენების მინიმუმამდე შემცირება;

) მცენარეული და ცხოველური ნარჩენებისა და გვერდითი/თანმდევი პროდუქტების გადამუშავება და მემცენარეობასა და მეცხოველეობაში გამოყენება;

) მცენარეთა სიჯანსაღის შენარჩუნება სათანადო პრევენციული ზომების გატარებით, მათ შორის მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშების, სახეობებისა და ჰეტეროგენული მასალის შერჩევა, კულტურების სათანადო თესლბრუნვა, მექანიკური და ფიზიკური მეთოდების გამოყენება და მავნებლების ბუნებრივი მტრების დაცვა;

) მაღალი გენეტიკური მრავალფეროვნების, დაავადებების მიმართ მედეგი და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის მქონე სათესლე მასალისა და ცხოველების გამოყენება;

) ორგანული წარმოების სისტემების თავისებურებების გათვალისწინება მცენარეთა ჯიშების შერჩევისას, განსაკუთრებით აგრონომიული მახასიათებლები, დაავადებების მიმართ გამძლეობა, მრავალფეროვან ადგილობრივ ნიადაგთან და კლიმატურ პირობებთან ადაპტაციის უნარი და შეჯვარების ბუნებრივი ბარიერების გათვალისწინება;

) ორგანული მცენარის რეპროდუქციული მასალის, მათ შორის ორგანული ჰეტეროგენული მასალის, ორგანული რეპროდუქციული მასალისა და ორგანულ წარმოების შესაბამისი ჯიშების გამოყენება;

) ორგანული ჯიშების წარმოება ბუნებრივი რეპროდუქციული უნარების გამოყენებით და ბუნებრივი შეჯვარების ბარიერების დაცვის გათვალისწინებით;

) ორგანული წარმოების კონკრეტულ პირობებთან ადაპტირებული გენეტიკური რესურსების განვითარების მიზნით, საკუთარი მეურნეობიდან მიღებულ მცენარის რეპროდუქციული მასალის გამოყენების შესაძლებლობა;

 ) ცხოველების ჯიშების შერჩევა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

.) მაღალი გენეტიკური მრავალფეროვნება;

.) ადგილობრივ პირობებთან ცხოველის ადაპტაციის უნარი;

.) სანაშენე ღირებულება;

.) სიცოცხლის ხანგრძლივობა და სიცოცხლისუნარიანობა;

.) დაავადებებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ გამძლეობა;

) კონკრეტულ ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული და მიწასთან დაკავშირებული მეცხოველეობის მეურნეობის პრაქტიკა;

) მეცხოველეობის ისეთი პრაქტიკის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველების იმუნური სისტემის გაუმჯობესებას და დაავადებებისგან დაცვის ბუნებრივი მექანიზმების გაძლიერებას, მათ შორის, რეგულარულ გაყვანას სუფთა ჰაერზე (მოციონს) და ღია სივრცეებსა და საძოვრებზე წვდომას;

) ცხოველთა კვებისათვის ორგანული წარმოებიდან მიღებული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტებისაგან და ასევე ბუნებრივი არასასოფლო-სამეურნეო ნივთიერებებისაგან შემდგარი ცხოველის საკვების გამოყენება;

) დაბადებიდან ან გამოჩეკიდან ორგანულ მეურნეობაში გაზრდილი ცხოველებისგან მიღებული ორგანული მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება;

) წყლის გარემოს სიჯანსაღისა და მიმდებარე წყლისა და ხმელეთის ეკოსისტემების ხარისხის/კეთილსაიმედოობის შენარჩუნება;

) წყლის ორგანიზმების კვება მდგრადი თევზსარეწებიდან მიღებული საკვებით ან ისეთი ორგანული საკვებით, რომელიც შედგება ორგანული წარმოებიდან, მათ შორის ორგანული აკვაკულტურისაგან მიღებული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტებისაგან და ბუნებრივი არასასოფლო-სამეურნეო ნივთიერებებისაგან;

) ორგანული წარმოების შედეგად წარმოქმნილი შესაძლო საშიშროების თავიდან აცილება იმ სახეობებისთვის, რომლებიც დაცვის ინტერესს წარმოადგენს.

მუხლი 7. ორგანული სურსათის გადამუშავებისას გამოყენებული სპეციფიკური პრინციპები

გადამუშავებული ორგანული სურსათის წარმოების სპეციფიკური პრინციპებია:

) ორგანული სურსათის წარმოება უნდა განხორციელდეს ორგანული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების გამოყენებით;

) უნდა შეზღუდოს საკვებდანამატების, ძირითადად ტექნოლოგიური და სენსორული ფუნქციების მქონე არაორგანული ინგრედიენტების, საკვები მიკროელემენტებისა და დამხმარე ტექნოლოგიური დანამატების გამოყენება. მათი მინიმალური რაოდენობით გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური საჭიროების ან კონკრეტული კვებითი მიზნისათვის;

) არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ნივთიერებები და დამუშავების მეთოდები, რომელმაც შეიძლება ეჭვი გააჩინოს პროდუქტის ნამდვილ ბუნებასთან დაკავშირებით;

 ) ორგანული სურსათი უნდა გადამუშავდეს ფრთხილად, უპირატესია ბიოლოგიური, მექანიკური და ფიზიკური მეთოდების გამოყენება;

) ისეთი სურსათის გამორიცხვა, რომელიც შეიცავს ან შედგება სინთეზური ნანომასალებისგან.

მუხლი 8. ორგანული ცხოველის საკვების გადამუშავებისას გამოყენებული სპეციფიკური პრინციპები

გადამუშავებული ორგანული ცხოველის საკვების წარმოების სპეციფიკური პრინციპებია:

) ორგანული ცხოველის საკვების წარმოება უნდა განხორციელდეს ორგანული მასალების გამოყენებით;

) უნდა შეიზღუდოს ცხოველის საკვების დანამატების და დამხმარე ტექნოლოგიური დანამატების გამოყენება. მათი მინიმალური რაოდენობით გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ან ზოოტექნიკური საჭიროების ან კონკრეტული კვებითი მიზნისათვის;

) არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ნივთიერებები და დამუშავების მეთოდები, რომელმაც შეიძლება ეჭვი გააჩინოს პროდუქტის ნამდვილ ბუნებასთან დაკავშირებით;

 ) ორგანული ცხოველის საკვები უნდა გადამუშავდეს ფრთხილად, უპირატესია ბიოლოგიური, მექანიკური და ფიზიკური მეთოდების გამოყენება.

 

თავი III

ორგანული წარმოების წესები

მუხლი 9. წარმოების ზოგადი წესები

1. ოპერატორმა უნდა დააკმაყოფილოს ამ მუხლით განსაზღვრული წარმოების ზოგადი წესები და მეურნეობის მართვა განახორციელოს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ორგანული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ორგანულ წარმოებაში დასაშვებია შემდეგი პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენება იმ პირობით, თუ ისინი ავტორიზებულია/დაშვებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად:

) ანტიდოტები, სინერგისტები და არამოქმედი ნივთიერებები (co – ფორმულანტი), როგორც მცენარეთა დაცვის საშუალებების კომპონენტები;

) ადიუვანტები, რომლებიც ერევა მცენარეთა დაცვის საშუალებებს.

3. ორგანულ წარმოებაში დასაშვებია პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენება სხვა მიზნებით, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულისა, იმ პირობით, თუ მათი გამოყენება ხდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 და მე-5-მე-8 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

4. დაუშვებელია ორგანული სურსათის ან ცხოველთა საკვების, ასევე ორგანულ სურსათსა და ცხოველის საკვებში გამოყენებული ნედლეულის დასამუშავებლად მაიონიზირებელი გამოსხივების გამოყენება.

5. აკრძალულია ცხოველების კლონირება და ხელოვნურად ინდუცირებული პოლიპლოიდური ცხოველების მოშენება.

6. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს პრევენციული და სიფრთხილის ზომები წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, მეურნეობა შესაძლებელია მკაფიოდ და ეფექტიანად დაყოფილი იქნეს ორგანულ, კონვერსიულ და არაორგანულ საწარმოო ერთეულებად, თუ არაორგანული საწარმო ერთეულისათვის უზრუნველყოფილია შემდეგი პირობები:

 ) მოშენებულია შინაური ცხოველის სხვადასხვა/განსხვავებული სახეობები;

 ) მოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, რომელთა დიფერენცირება ადვილად არის შესაძლებელი;

) დასაშვებია წყალმცენარეებისა და აკვაკულტურების ცხოველების ერთი და იგივე სახეობის მოშენება, თუ საწარმოო ადგილები და ერთეულები მკვეთრად და ეფექტიანად არის გამიჯნული.

8. მრავალწლიანი კულტურებისათვის, რომელთა კულტივირების პერიოდი არანაკლებ 3 წელს შეადგენს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს კულტურათა სხვადასხვა ჯიშები, რომელთა ადვილად დიფერენცირება შეუძლებელია, ან/და ერთი და იგივე ჯიშები იმ პირობით, რომ აღნიშნული წარმოება კონვერსიის გეგმაშია და ამ წარმოების ბოლო საწარმო ერთეულის ორგანულ წარმოებად გარდაქმნა დაწყებული უნდა იქნეს რაც შეიძლება სწრაფად და დამთავრდეს არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში:

 ) ფერმერმა უნდა მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაცია თითოეული პროდუქტის მოსავლის აღების დაწყების შესახებ, სულ მცირე, მოსავლის აღების დაწყებამდე 48 საათით ადრე

) მოსავლის აღების დასრულების შემდეგ ფერმერმა უნდა შეატყობინოს კომპეტენტურ ორგანოს ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელ ორგანოს, შესაბამისი საწარმო ერთეულებიდან აღებული მოსავლის ზუსტი რაოდენობა და ასევე ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიიღეს პროდუქტების გასაცალკევებლად;

) კონვერსიის გეგმა და ეფექტიანი, მკვეთრი განცალკევების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ზომები ყოველწლიურად დადასტურებული უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ კონვერსიის გეგმის განხორციელების დაწყების შემდეგ.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, სხვადასხვა სახეობასთან და ჯიშთან დაკავშირებით, არ ვრცელდება კვლევით და საგანმანათლებლო ცენტრებზე, სასათბურე მეურნეობებზე, მეთესლეობის მეურნეობებსა და სანაშენე მეურნეობებზე

10. თუ ამ მუხლის მე-7- მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მეურნეობის ყველა საწარმოო ერთეული არ იმართება ორგანული წარმოების წესებით, ოპერატორი ვალდებულია:

) ორგანული და კონვერსიული საწარმოო ერთეულებისთვის გამოყენებული პროდუქტები შეინახოს არაორგანული საწარმოო ერთეულისთვის გამოყენებული პროდუქტებისგან განცალკევებულად;

) ორგანული, კონვერსიული და არაორგანული წარმოების ერთეულებში მიღებული პროდუქტები შეინახოს ერთმანეთისგან განცალკევებულად;

) აწარმოოს სათანადო ჩანაწერები/აღრიცხვიანობა, რათა დაადასტუროს საწარმოო ერთეულებისა და პროდუქტების ეფექტიანი განცალკევება.

მუხლი 10. კონვერსია

1. ფერმერი ან ოპერატორი, რომელიც აწარმოებს წყალმცენარეებს ან აკვაკულტურის ცხოველებს, ვალდებულია დაიცვას კონვერსიის პერიოდი. კონვერსიის მთელი პერიოდის განმავლობაში მათ ასევე უნდა დაიცვან ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ორგანული წარმოების წესები, მათ შორის ამ მუხლით და მე-12-50- მუხლებით განსაზღვრული კონვერსიასთან დაკავშირებული წესები.

 2. კონვერსიის პერიოდი იწყება ფერმერის ან ოპერატორის მიერ, რომელიც აწარმოებს წყალმცენარეებს ან აკვაკულტურების ცხოველებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შეტყობინების გაგზავნისთანავე იმ კომპეტენტური ორგანოსათვის, რომლის კონტროლს ექვემდებარება ფერმერი ან ოპერატორის მეურნეობა

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული კონვერსიის დაწყების წინა პერიოდი კონვერსიის პერიოდად აღიარებული იქნება მხოლოდ ერთ-ერთ შემთხვევაში, თუ:

) ოპერატორის მიწის ნაკვეთში გატარდა პროგრამით დადგენილი ისეთი ღონისძიებები, რომელთა განხორციელების მიზანი იყო მოცემულ მიწის ნაკვეთებზე მხოლოდ ორგანულ წარმოებაში ავტორიზებული/დაშვებული პროდუქტებისა ან ნივთიერებების გამოყენება

) ოპერატორს შეუძლია დაადასტუროს, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ბუნებრივ ან ისეთ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს, რომელიც, სულ მცირე, ბოლო 3 წლის განმავლობაში არ დამუშავებულა იმ პროდუქტებით ან ნივთიერებებით, რომლებიც არ არის დაშვებული/ავტორიზებული ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად.

4. დაუშვებელია კონვერსის პერიოდში წარმოებული პროდუქტების, როგორც ორგანული ან როგორც კონვერსიული პროდუქტების გაყიდვა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის პროდუქტი, დასაშვებია რეალიზებული იქნეს როგორც კონვერსიული პროდუქტი, მათ შორის:

  ) მცენარის რეპროდუქციული მასალა, თუ, სულ მცირე, 12-თვიანი კონვერსიის პერიოდი დაცულია;

  ) მცენარეული წარმოშობის სურსათი და მცენარეული წარმოშობის ცხოველთა საკვები, თუ პროდუქტი შეიცავს მხოლოდ ერთ სასოფლო-სამეურნეო კულტურას და მოსავლის აღებამდე დაცულია არანაკლებ 12-თვიანი კონვერსიის პერიოდი.

მუხლი 11. გმო - გამოყენების აკრძალვა

1. დაუშვებელია ორგანულ წარმოებაში გმო-, გმო-დან ან გმო-თი წარმოებული პროდუქტების გამოყენება ორგანული წარმოების სურსათში ან ცხოველის საკვებში, ასევე მათი გამოყენება სურსათად, ცხოველის საკვებად, დამხმარე ტექნოლოგიური დანამატის, მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქის, ნიადაგის მელიორანტის, მცენარის რეპროდუქციული მასალის, მიკროორგანიზმების ან ცხოველების სახით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ოპერატორს შეუძლია პროდუქტის ეტიკეტის ან სხვა თანმხლები დოკუმენტების საშუალებით, რომელიც მიმაგრებულია ან თან ახლავს პროდუქტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოპერატორებს მიეწოდებათ სხვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაბამისი პროდუქტების ეტიკეტირება ან თანმხლები დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. ოპერატორმა, რომელიც იყენებს მესამე მხარისგან შესყიდულ არაორგანულ პროდუქტს, უნდა მოსთხოვოს მომწოდებელს, დაადასტუროს, რომ პროდუქტები არ არის წარმოებული გმოს-გან ან გმო-თი.

 

თავი IV

ორგანული მემცენარეობის წესები და მოთხოვნები

მუხლი 12. ზოგადი მოთხოვნები

ოპერატორმა, რომელიც აწარმოებს ორგანულ მცენარეებსა ან მცენარეულ პროდუქტებს, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9-მე-11 მუხლებით განსაზღვრული წესებისა, ასევე უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი ზოგადი მოთხოვნები:

) ორგანული სასოფლო-სამეურნეო კულტურები, გარდა იმ კულტურებისა, რომლებიც ბუნებრივად იზრდება წყალში, მოყვანილი უნდა იქნეს მხოლოდ ცოცხალ ნიადაგში ან იმ მასალებითა და პროდუქტებით გაჯერებულ ან განოყიერებულ ცოცხალ ნიადაგში, რომლებიც ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად, და კავშირშია ქვენიადაგთან და იმ ქანებთან, რომლებიც წარმოქმნიან ნიადაგის ქვედა ფენას;

) აკრძალულია ჰიდროპონიკული წარმოება;

) გარდა ამ მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა:

.) დასაშვებია აღმოცენებული თესლის, რომელსაც მიეკუთვნება მორჩები/ყლორტები, ღივები და სასალათე აღმონაცენი, რომლებიც ცოცხლობენ უშუალოდ თესლში არსებული სამარაგო ნივთიერებების ხარჯზე, მათი დატენიანებით სუფთა წყალში, გამოყენება, იმ პირობით, რომ თესლი არის ორგანული. დაუშვებელია საკვები არის გამოყენება, გარდა ინერტული არისა, რომელიც განკუთვნილია თესლის სინოტივის შენარჩუნებისათვის იმ პირობით, რომ ამ ინერტული არის კომპონენტები ავტორიზებულია/დაშვებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

.) დასაშვებია ღივების წარმოება და არდის (სასალათე ვარდკაჭკაჭა – Cichorium individa L.) თავების მიღება თესლის დატენიანებით ან თესლის სუფთა/გამჭვირვალე წყალში ჩაძირვით/ჩაყურსვით, იმ პირობით, თუ მცენარის რეპროდუქციული მასალა არის ორგანული. საკვები არის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი კომპონენტები დაშვებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

) დასაშვებია:

.) დეკორატიული მცენარეებისა და ჩითილების წარმოებისათვის, მცენარეების გაზრდა ქოთნებში, თუ მათი მიწოდება საბოლოო მომხმარებლისათვის ხდება ქოთნით;

.) ჩითილების ან ნერგების გამოზრდა კონტეინერებში, მათი შემდგომი გადარგვის მიზნით;

) მცენარეების წარმოების ყველა გამოყენებული მეთოდი უნდა უზრუნველყოფდეს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას ან მინიმუმამდე შემცირებას.

მუხლი 13. კონვერსიასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ოპერატორმა, რომელიც აწარმოებს ორგანულ მცენარეებსა ან მცენარეულ პროდუქტებს, კონვერსიასთან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი ზოგადი მოთხოვნები:

) ამ რეგლამენტით დადგენილი კონვერსიასთან დაკავშირებული მოთხოვნები ნიადაგთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა იქნეს დათესვამდე არა ნაკლებ ორი წლის განმავლობაში; საძოვრების ან მრავალწლიანი საკვები კულტურების შემთხვევაშიმათი ცხოველებისათვის ორგანულ საკვებად გამოყენებამდე არანაკლებ ორი წლის განმავლობაში; მრავალწლიანი კულტურებისათვის, გარდა მრავალწლიანი საკვები კულტურებისაარანაკლებ სამი წლის განმავლობაში, ორგანული პროდუქტის პირველი მოსავლის აღებამდე;

) თუ მიწა ან მისი ერთი ან მეტი ნაკვეთი დაბინძურებულია პროდუქტებით ან ნივთიერებებით, რომელთა გამოყენება აკრძალულია ორგანულ წარმოებაში, კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება გადაწყვიტოს ამ მიწის ნაკვეთ(ებ)ისათვის ამ მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის გახანგრძლივება;

) თუ მიწა ან მისი ერთი ან მეტი ნაკვეთი დამუშავდა ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად აკრძალული პროდუქტით ან ნივთიერებით, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოითხოვოს კონვერსიის ახალი პერიოდის ათვლა ამ მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ეს პერიოდი შეიძლება შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში:

.) აკრძალული პროდუქტით ან ნივთიერებით დამუშავება წარმოადგენს მავნებლების ან სარეველების, მათ შორის, საკარანტინო ორგანიზმების ან ინვაზიური სახეობების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ნაწილს, რომელიც განსაზღვრულია კომპეტენტური ორგანოს მიერ;

.) აკრძალული პროდუქტით ან ნივთიერებით დამუშავება წარმოადგენს კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებულ სამეცნიერო კვლევების ნაწილს;

) ამ მუხლისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

 .) შესაბამისი პროდუქტის ან ნივთიერების დაშლის პროცესმა უნდა უზრუნველყოს კონვერსიის პერიოდის დასრულებისას ნარჩენების უმნიშვნელო დონე ნიადაგში, ხოლო მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვისმცენარეში;

.) დამუშავების შემდეგ მიღებული მოსავალი არ შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, როგორც ორგანული ან კონვერსიული პროდუქტი;

) ორგანულ წარმოებაში აკრძალული პროდუქტით ან ნივთიერებით დამუშავებისას ამ პუნქტის.ქვეპუნქტი არ გამოიყენება;

  ) ორგანული მეცხოველეობის წარმოებასთან დაკავშირებული მიწისათვის:

.) კონვერსიის წესები ვრცელდება საწარმოო ერთეულის მთელ იმ ფართობზე, რომელზედაც მზადდება ცხოველის საკვები;

.) კონვერსიის პერიოდი შეიძლება შემცირდეს ერთ წლამდე იმ საძოვრებისა და ღია ფართობებისათვის, რომლებსაც იყენებენ არაბალახისმჭამელი ცხოველებისათვის.

მუხლი 14. მცენარეთა და მცენარეთა რეპროდუქციული მასალის წარმოშობასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ოპერატორმა, მცენარეთა და მცენარის რეპროდუქციული მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით, უნდა დააკმაყოფილოს ამ მუხლით განსაზღვრული შემდეგი მოთხოვნები:

) მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების წარმოებისათვის, გარდა მცენარის რეპროდუქციული მასალისა, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ორგანული მცენარეთა რეპროდუქციული მასალა;

) ორგანული მცენარეთა რეპროდუქციული მასალის მისაღებად, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტების წარმოებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ მცენარის რეპროდუქციულ მასალას, საწყისი (დედა) მცენარე, და აუცილებლობის შემთხვევაში სხვა მცენარეები, რომლებიც განკუთვნილია მცენარის რეპროდუქციული მასალის წარმოებისათვის, სულ მცირე ერთი თაობა მოყვანილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისათვისსულ მცირე ერთი თაობა ორი ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში;

  ) ორგანული რეპროდუქციული მასალის შერჩევისას ოპერატორებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ორგანული სოფლის მეურნეობისთვის შესაფერის ორგანულ მცენარის რეპროდუქციულ მასალას;

  ) ორგანული წარმოებისთვის ვარგისი მცენარე ორგანული ჯიშების გამოყვანისას, ორგანული სელექციური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ორგანულ პირობებში და მიმართული უნდა იქნეს გენეტიკური მრავალფეროვნების გაუმჯობესებაზე, ბუნებრივი რეპროდუქციული უნარების გამოყენებაზე, ასევე აგრონომიულ მახასიათებლებზე, დაავადებათა მიმართ გამძლეობაზე და სხვადასხვაგვარი ადგილობრივი ნიადაგური და კლიმატური პირობების მიმართ ადაპტაციაზე;

  ) გამრავლების ყველა მეთოდი, გარდა მერისტემული კულტურისა, (მერისტემული კულტურა – in vitro მერისტემული ქსოვილის საკვებ არეზე მოთავსება, მისი დაყოფა/გამრავლება, მცენარის შემდგომი ზრდა-განვითარების მიზნით) უნდა განხორციელდეს ორგანულ, სერტიფიცირებულ მიწათმოქმედების პირობებში;

) მცენარის კონვერსიული რეპროდუქციული მასალების და მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალების გამოყენება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

.) გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის 61- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემთა ბაზების და სისტემების მონაცემებით, მცენარის ორგანული რეპროდუქციული მასალა ვერ აკმაყოფილებს ოპერატორისათვის საჭირო ხარისხობრივ და რაოდენობრივ მოთხოვნებს, ოპერატორს შეუძლია გამოიყენოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის ან ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მცენარის რეპროდუქციული მასალა. გარდა ამისა, ორგანული ნერგების არარსებობის შემთხვევაში, „კონვერსიული ნერგები“, რომელიც გაყიდვაშია ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ერთ-ერთი მოთხოვნის გათვალისწინებით:

..) თესლიდან საბოლოო ნერგებამდე ციკლი შეადგენს არანაკლებ 12 თვეს, ნაკვეთზე, რომელმაც იმავე პერიოდის განმავლობაში დაასრულა კონვერსიის პერიოდი და რომელიც შეადგენს არანაკლებ 12 თვეს;

..) ორგანულ მიწის ნაკვეთზე ან მიწის ნაკვეთზე, რომელიც იმყოფება კონვერსიის პერიოდში, ან კონტეინერებში, რომელზედაც ვრცელდება მე-12 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული გამონაკლისები, იმ პირობით, რომ ჩითილი წარმოებულია იმ თესლიდან, რომელიც იმყოფებოდა კონვერსიის პერიოდში და ეს თესლები მიღებულია იმ მცენარეებიდან, რომლებიც იზრდებოდა ისეთ მიწის ნაკვეთზე, სადაც კონვერსიის პერიოდი დასრულებული იქნა არანაკლებ 12 თვის წინ;

..) თუ მცენარის ორგანული რეპროდუქციული მასალა ან კონვერსიის სტადიაზე მყოფი მცენარის რეპროდუქციული მასალა, რომელიც ავტორიზებულია/დაშვებულია ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს ოპერატორისათვის საჭირო ხარისხობრივ და რაოდენობრივ მოთხოვნებს, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია დაუშვას ოპერატორის მიერ კონვერსიის პერიოდის ან მცენარის არაორგანულირეპროდუქციული მასალის გამოყენება, ამ მუხლის პირველი პუნქტის..ქვეპუნქტების განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთ-ერთ შემთხვევაში:

...) თუ სახეობა/ჯიში, რომელიც ოპერატორს სურს რომ მიიღოს, არ არის რეგისტრირებული მონაცემთა ბაზაში ან სისტემაში ამ ტექნიკური რეგლამენტის 61- მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

...) თუ არცერთ ოპერატორს, რომელიც ბაზარზე განათავსებს მცენარის რეპროდუქციულ მასალას არ შეუძლია დროულად მიაწოდოს შესაბამისი ორგანული ან კონვერსიის სტადიაზე მყოფი მცენარის რეპროდუქციული მასალა თესვის ან დარგვის ვადების გათვალისწინებით, იმ პირობით, რომ მცენარის რეპროდუქციული მასალა შეკვეთილია წინასწარ, რათა მიმწოდებელს საკმარისი დრო ჰქონოდა ორგანული ან კონვერსიული მცენარის რეპროდუქციული მასალის მოსამზადებლად და მისაწოდებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

...) თუ ჯიში, რომელიც სჭირდება ოპერატორს, არ არის რეგისტრირებული ამ ტექნიკური რეგლამენტის 61- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზაში ან 61- მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სისტემაში, როგორც ორგანული ან კონვერსიული მცენარის რეპროდუქციული მასალა ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და ოპერატორს შეუძლია დაამტკიცოს, რომ იმავე სახეობის რეგისტრირებულ მასალებს შორის, მისი მეურნეობის აგრონომიული ან ნიადაგურ-კლიმატური პირობებისთვის ან წარმოების ტექნოლოგიისათვის არ არის არცერთი შესაფერისი, და ამდენად, ავტორიზაცია მისი წარმოებისთვის მნიშვნელოვანია;

...) თუ გამოყენება დასაბუთებულია კვლევისთვის, მცირე მასშტაბიანი საველე ცდებისთვის, ჯიშის კონსერვაციისათვის ან ახალი პროდუქტის მიღებისათვის და შეთანხმებულია კომპეტენტურ ორგანოსთან;

..) ავტორიზაციის მოთხოვნამდე, ოპერატორმა ამ ტექნიკური რეგლამენტის 61- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემთა ბაზებში და სისტემებში უნდა შეამოწმოს ავტორიზებულია თუ არა ორგანული ან კონვერსიის სტადიაზე მყოფი მცენარის რეპროდუქციული მასალა ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, შეამოწმოს მათი არსებობა და, შესაბამისად, განსაზღვროს არის თუ არა მათი მოთხოვნა საფუძვლიანი;

.) ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა:

..) მესამე ქვეყნის ოპერატორს შეუძლია გამოიყენოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული კონვერსიის სტადიაზე მყოფი მცენარის რეპროდუქციული მასალა ან მცენარის რეპროდუქციული მასალა, რომელიც ავტორიზებულია ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის თანახმად, როცა დადასტურებულია, რომ სათანადო რაოდენობის და ხარისხის ორგანული მცენარის რეპროდუქციული მასალა არ არის ხელმისაწვდომი იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირებს ოპერატორი;

..) მაკონტროლებელ ორგანოს შეუძლია მესამე ქვეყნის ოპერატორს დართოს ნება, საწარმო ერთეულში გამოიყენოს არაორგანული და კონვერსიის სტადიაზე მყოფი მცენარის რეპროდუქციული მასალა იმ შემთხვევაში, თუ ორგანული ან კონვერსიის სტადიაზე მყოფი მცენარის რეპროდუქციული მასალა, ან მცენარის რეპროდუქციული მასალა, რომელიც ავტორიზებულია ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად, არ არის საკმარისი რაოდენობის და ხარისხის იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირებს ოპერატორი ამ მუხლის პირველი პუნქტის.“, „.“, „.და .ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით;

.) არაორგანული მცენარის რეპროდუქციული მასალა შეიძლება დამუშავდეს მოსავლის აღების შემდეგ მხოლოდ მცენარეთა დაცვის იმ საშუალებებით, რომლებიც ავტორიზებულია/დაშვებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ან ფიტოსანიტარიული მიზნებისათვის კომპეტენტური ორგანოების მიერ განსაზღვრული საშუალებებით, ყველა ჯიშისთვის და მოცემული სახეობის ჰეტეროგენული მასალისათვის იმ ტერიტორიაზე, სადაც მცენარის რეპროდუქციული მასალა უნდა იქნეს გამოყენებული. თუ მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალა დამუშავებულია ასეთი ქიმიური საშუალებით, გამოყენებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც იზრდება დამუშავებული მცენარის რეპროდუქციული მასალა, სადაც მიზანშეწონილია, ექვემდებარება კონვერსიას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

.) მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალის გამოყენების ავტორიზაცია მიღებული უნდა იქნეს სასოფლო-სამეურნეო კულტურის დათესვამდე ან დარგვამდე;

.) არაორგანული მცენარის რეპროდუქციული მასალის გამოყენების ავტორიზაცია უნდა მიეცეს ცალკეულ მომხმარებლებს ერთჯერადად, ერთი სეზონის განმავლობაში და ავტორიზაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა კომპეტენტურმა ორგანომ ან მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა შეიმუშაოს სია ავტორიზებული მცენარის რეპროდუქციული მასალის რაოდენობებისათვის;

.) კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შექმნან იმ სახეობების, ქვესახეობების და ჯიშების (სადაც მიზანშეწონილია დაჯგუფებული სახით) სია, რომელთათვის დადგენილია, რომ მათი ორგანული ან მცენარის კონვერსიული რეპროდუქციული მასალა ხელმისაწვდომია საკმარი რაოდენობით და შესაბამისი ჯიშებისათვის მათი გავრცელების ტერიტორიაზე. სიაში შეყვანილი სახეობებისათვის, ქვესახეობებისათვის და ჯიშებისათვის არ უნდა გაიცეს ავტორიზაცია ქვეყნის ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის.ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ ავტორიზაცია არ არის დასაბუთებული. თუ სიაში ჩამოთვლილი სახეობების, ქვესახეობების და ჯიშების ორგანული ან მცენარის კონვერსიული რეპროდუქციული მასალის რაოდენობა ან ხარისხი აღმოჩნდება არასაკმარისი ან შეუსაბამო, განსაკუთრებული გარემოებების გამო, კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ამოიღონ სახეობები, ქვესახეობები და ჯიშები სიიდან კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განაახლონ ეს სია ყოველწლიურად და უზრუნველყონ მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობა;

.) გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის.ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს ყოველწლიურად, ყველა ოპერატორზე გასცეს საერთო ავტორიზაცია, რათა გამოიყენონ:

..) მოცემული სახეობა ან ქვესახეობა, როდესაც და რამდენადაც მისი არცერთი ჯიში არ არის დარეგისტრირებული ამ ტექნიკური რეგლამენტის 61- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზაში ან 61- მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სისტემაში;

..) მოცემული სახეობა, როდესაც დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის....“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები;

..) საერთო ავტორიზაციის საფუძველზე მოქმედებისას, ოპერატორებმა უნდა აწარმოონ გამოყენებული რაოდენობის შესახებ ჩანაწერები, ხოლო კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეადგინოს ავტორიზებული მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალის სახეობების, ქვესახეობების და ჯიშების ყოველწლიურად განახლებადი სია და გაასაჯაროოს ის;

.) კომპეტენტური ორგანოები არ გასცემენ ავტორიზაციას არაორგანული ჩითილების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ მათი კულტივაციის ციკლი დასრულებულია ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, ჩითილის გადარგვიდან პირველი მოსავლის მიღებამდე;

) კომპეტენტურმა ორგანომ ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელმა ორგანოებმა შეიძლება ოპერატორებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად განკუთვნილ მცენარის რეპროდუქციულ მასალას, გასცენ ავტორიზაცია, რათა გამოიყენონ არაორგანული მცენარის რეპროდუქციული მასალა, იმ შემთხვევაში, როდესაც დედა მცენარეები ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მცენარეები, რომლებიც განკუთვნილია მცენარის რეპროდუქციული მასალის წარმოებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის მიხედვით, არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი რაოდენობით ან ხარისხით და ასეთი მასალის ბაზარზე განთავსებისთვის ორგანული წარმოებაში გამოსაყენებლად დაცულია შემდეგი პირობები:

.) მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალა, მოსავლის აღების შემდეგ დამუშავებული იყო მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებით, რომლებიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლის პირველი პუნქტით და იმ ნივთიერებებით, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოყენებული იქნა ფიტოსანიტარიული ღონისძიებებისათვის ყველა ჯიშისა და ამ სახეობის ჰეტეროგენული მასალისათვის ზონაში, სადაც გამოყენებული უნდა იქნეს მცენარის რეპროდუქციული მასალა. ამგვარად დამუშავებული არაორგანული რეპროდუქციული მასალის გამოყენების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი, სადაც იზრდება მცენარე, საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება კონვერსიას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

.) მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალა არ წარმოადგენს იმ სახეობების ჩითილებს, რომელთა კულტივაციის ციკლი დასრულდა ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, ჩითილის გადარგვიდან პირველი მოსავლის მიღებამდე;

 .) მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალის კულტივაცია განხორციელდა მცენარეთა ორგანული წარმოების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

.) მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალის გამოყენებაზე ავტორიზაცია მიღებული იქნა ამ მასალის დათესვამდე ან დარგვამდე;

.) მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალის გამოყენების ავტორიზაცია უნდა მიეცეს ცალკეულ მომხმარებლებს ერთჯერადად, ერთი სეზონის განმავლობაში და ავტორიზაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა კომპეტენტურმა ორგანომ ან მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა შეიმუშაოს სია ავტორიზებული მცენარის რეპროდუქციული მასალის რაოდენობებისათვის;

 .) კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ასევე ყოველწლიურად გასცეს ცალკეული სახეობის, ქვესახეობის ან მცენარის არაორგანული რეპროდუქციული მასალის გამოყენებაზე ავტორიზაცია და შექმნას მათი სიები, რომლებიც ყოველწლიურ განახლებას დაექვემდებარება. ამ სიებში მოცემული უნდა იქნეს ინფორმაცია ავტორიზებული არაორგანული რეპროდუქციული მასალის რაოდენობის შესახებ.

2. ორგანული ჰეტეროგენული მასალისგან მიღებული მცენარის რეპროდუქციული მასალის ბაზარზე განთავსება უნდა განხორციელდეს შემდეგი სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად:

) დასაშვებია ორგანული ჰეტეროგენული მასალისგან მიღებული მცენარის რეპროდუქციული მასალა ბაზარზე განთავსებულ იქნეს რეგისტრაციის მოთხოვნების ან წინასაბაზისო, საბაზისო, სერტიფიცირებული მასალის ან სხვა კატეგორიის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე;

) ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანული ჰეტეროგენული მასალისგან მიღებული მცენარის რეპროდუქციული მასალა ბაზარზე შესაძლებელია განთავსებულ იქნეს მას შემდეგ, რაც ორგანული ჰეტეროგენული მასალის მომწოდებელი კომპეტენტურ ორგანოს გაუგზავნის შეტყობინებას დოსიეს სახით, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

.) განმცხადებლის საკონტაქტო მონაცემებს;

.) ორგანული ჰეტეროგენული მასალის ჯიშს და დასახელებას;

.) ძირითადი აგრონომიული და ფენოტიპური მახასიათებლების აღწერას, რომლებიც დამახასიათებელია ამ მცენარეთა ჯგუფისთვის, მათ შორის სელექციის მეთოდებს, ამ მახასიათებლებზე ჩატარებული გამოცდის შედეგებს, ინფორმაციას წარმოების ქვეყნისა და გამოყენებული საწყისი მასალის შესახებ;

.) განმცხადებლის დეკლარაციას ამ პუნქტის.“, „.და.ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის უტყუარობის შესახებ;

.) რეპრეზენტატიულ ნიმუშს;

) შეტყობინება უნდა გაიგზავნოს რეგისტრირებული წერილის სახით ან ოფიციალური ორგანოებისთვის მისაღები კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. მიღების დადასტურება უნდა იყოს მოთხოვნილი;

) მიღების დადასტურების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში, თუ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა არ იქნა მოთხოვნილი, ან დოსიეს არასრულყოფილად წარდგენის, ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის 48ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის შესახებ ოფიციალური უარი არ გაიგზავნა მომწოდებელთან, ითვლება, რომ პასუხისმგებელმა ორგანომ დაადასტურა დოსიე და მისი შინაარსი;

) შეტყობინების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღების დადასტურების შემდეგ პასუხისმგებელ ოფიციალურ ორგანოს უკვე შეუძლია დაიწყოს ამ ორგანული ჰეტეროგენული მასალის შესახებ ინფორმაციის შეტანა ჩამონათვალში (რეესტრი), რომელიც მომწოდებლისთვის უფასო იქნება;

) ორგანული ჰეტეროგენული მასალის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

.) ორგანული ჰეტეროგენული მასალის აღწერა, მათ შორის სელექციის და წარმოების მეთოდები, ასევე გამოყენებული საწყისი მასალა;

.) თესლის პარტიის ხარისხის მიმართ მინიმალური მოთხოვნები, მათ შორის იდენტურობა, სიწმინდე, აღმოცენების სიჩქარე და სანიტარიული ხარისხი;

.) შეფუთვა და ეტიკეტირება;

.) ინფორმაცია და საწარმო ნიმუშები, რომლებიც ექვემდებარება შენახვას პროფესიონალი ოპერატორის მიერ;

.) საჭიროების შემთხვევაში, ორგანული ჰეტეროგენული მასალის შენახვა/დაცვა.

3. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იქნეს დამატებითი მოთხოვნები.

მუხლი 15. ნიადაგის მართვა და განაყოფიერება

1. ორგანულ მემცენარეობაში ნიადაგის დამუშავებისა და კულტივაციისათვის გამოყენებული მეთოდები უნდა უზრუნველყოფდეს ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შენარჩუნებას ან ზრდას, აუმჯობესებდეს მის მდგრადობას, ბიომრავალფეროვნების ზრდასა და ნიადაგის ეროზიისა და გამკვრივებისაგან დაცვას.

2. აუცილებელია ნიადაგის ნაყოფიერებისა და მისი ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნება და გაზრდა, შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

) გარდა სათიბ-საძოვრების ან მრავალწლიანი საფურაჟე კულტურებისა, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თესლბრუნვა, რომელშიც სავალდებულოა პარკოსნების როგორც ძირითად, ისე საფარ კულტურებად ჩართვა და სხვა სასიდერაციო კულტურების გამოყენება;

) სათბურებში ან მრავალწლიანი კულტურებისა შემთხვევებში, გარდა საკვები კულტურებისა, მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე სასიდერაციო კულტურების და პარკოსნების, ასევე სხვადასხვა მცენარის გამოყენება

) ყველა შემთხვევაში ნაკელის ან ორგანული ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც უმჯობესია იყოს კომპოსტირებული, ორგანული წარმოებიდან მიღებული.

3. თუ მცენარეთა კვებისათვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მიიღწევა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებებით, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული სასუქები და ნიადაგის მელიორანტები, რომლებიც ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად და მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭირო რაოდენობით. ოპერატორმა უნდა აწარმოოს ამ პროდუქტების გამოყენების აღრიცხვიანობის შესახებ ჩანაწერები. მათ შორის მიუთითონ თითოეული პროდუქტის გამოყენების თარიღი ან თარიღები, პროდუქტის დასახელება, გამოყენებული რაოდენობა და დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო კულტურა და ნაკვეთები.

4. ნაკელის მთლიანი მოცულობა, რომელიც გამოიყენება ორგანულ საწარმო ერთეულში ან კონვერსიულ საწარმო ერთეულში, სასოფლო-სამეურნეო ფართობის ერთ ჰექტარზე, არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 170 კგ აზოტს. ეს ზღვარი ვრცელდება მხოლოდ მეურნეობის ნაკელის, მეურნეობის გადამწვარი ნაკელის, ფრინველის გამომშრალი სკორეს, ცხოველთა კომპოსტირებული ექსკრემენტების, მათ შორის ფრინველის სკორეს, მეურნეობის კომპოსტირებული ნაკელისა და ცხოველების თხევადი ექსკრემენტების გამოყენების მიმართ.

  5. დასაშვებია მეურნეობის ოპერატორმა წერილობითი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ იმ სხვა მეურნეობის ოპერატორთან, რომელიც აკმაყოფილებს ორგანული წარმოების წესებს, ამ მეურნეობაში არსებული ჭარბი ნაკელის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარი გამოითვლება ამ თანამშრომლობაში ჩართული ორგანული წარმოების ყველა მონაწილე ორგანული საწარმოო ერთეულის საფუძველზე.

6. მიკრორგანიზმების პრეპარატები დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ნიადაგის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ან ნიადაგში ან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

7. კომპოსტის გასააქტიურებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი მცენარეული პრეპარატები და მიკროორგანიზმების პრეპარატები.

8. დაუშვებელია მინერალური აზოტოვანი სასუქების გამოყენება.

9. დასაშვებია ბიოდინამიკური პრეპარატების გამოყენება.

მუხლი 16. მავნებლებისა და სარეველების მართვა

1. მავნებლებისა და სარეველებისგან მიყენებული ზიანის პრევენცია უნდა ეფუძნებოდეს:

) ბუნებრივი მტრების გამოყენებას;

) ჯიშების, სახეობების და ჰეტეროგენული მასალების შერჩევას;

) თესლბრუნვას;

) კულტივაციის მეთოდებსბიოფუმიგაცია, მექანიკური და ფიზიკური მეთოდები;

) თერმულ პროცესებსსოლარიზაცია, ხოლო დაცული გრუნტის კულტურებისათვის, ნიადაგის ზედაპირული დამუშავება ორთქლით (მაქსიმალური სიღრმე 10 სმ).

2. თუ მცენარეთა სათანადო დაცვა მავნებლებისგან ვერ ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეთოდებით, ან თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის არსებობს დადასტურებული საფრთხე, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და 59- მუხლებით განსაზღვრული სასუქები და ნიადაგის მელიორანტები, რომლებიც ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად და მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭირო რაოდენობით. ოპერატორმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები ამ პროდუქტების გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

3. მახეებში(დამჭერებში) ან დისპენსერებში გამოყენებულმა პროდუქტებმა და ნივთიერებებმა, გარდა ფერომონებისა, ხელი არ უნდა შეუწყონ ამ პროდუქტებისა და ნივთიერებების გარემოში გავრცელებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და ამ პროდუქტებსა და/ან ნივთიერებებს შორის კონტაქტს. გამოყენების შემდეგ ყველა მახე(დამჭერი,) მათ შორის, ფერომონის მახეც(დამჭერი), უნდა შეგროვდეს და უსაფრთხოდ განადგურდეს.

მუხლი 17. დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის გამოყენებული პროდუქტები

  ორგანულ მემცენარეობაში დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით ავტორიზებული/დაშვებული პროდუქტების გამოყენება. ოპერატორებმა უნდა აწარმოონ ჩანაწერები ამ პროდუქტების გამოყენების შესახებ, თითოეული პროდუქტის გამოყენების თარიღის ან თარიღების, პროდუქტის დასახელების, მისი აქტიური ნივთიერებებისა და მისი გამოყენების ადგილის ჩათვლით.

მუხლი 18. ჩანაწერების წარმოება

ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ჩანაწერები დამუშავებული მიწის ფართობებისა და მოსავლის მოცულობის შესახებ. კერძოდ, ოპერატორებმა უნდა აწარმოონ ჩანაწერები მეურნეობის გარედან მიღებულ ყველა საწარმოო საშუალების გამოყენებაზე, ნაკვეთების მიხედვით და სადაც მიზანშეწონილია, შეინახონ ხელმისაწვდომად დოკუმენტური თანხმობა წარმოების წესებიდან ნებისმიერი გამონაკლისის შესახებ, რომელიც მიღებული იქნება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის მეორე პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 19. გადაუმუშავებელი პროდუქტების დამზადება / დამუშავება

თუ საწარმოში ხორციელდება სხვა ოპერაციები, გარდა მცენარეთა გადამუშავებისა, მეურნეობაში დამზადება-დამუშავების ოპერაციების განხორციელებისას, ამ ტექნიკური რეგლამენტის 42- მუხლის მე-2 მე-5 პუნქტებით და 43- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა შესრულდეს mutatis mutandis – შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით/გარემოებიდან გამომდინარე ცვლილებებით.

მუხლი 20. სოკოს წარმოების სპეციფიკური წესები

1. ორგანული სოკოს წარმოება უნდა განხორციელდეს ამ მუხლით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

2. სოკოების წარმოებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს სუბსტრატები, რომლებიც შედგება მხოლოდ შემდეგი კომპონენტებისგან:

) მეურნეობის ნაკელისა და ცხოველების ექსკრემენტისგან ერთ-ერთ შემთხვევაში:

.) თუ ისინი მიღებულია ორგანული საწარმოო ერთეულიდან ან კონვერსიის მეორე წელში მყოფი კონვერსიული საწარმო ერთეულიდან;

.) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის.ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი, იმ პირობით, რომ მეურნეობის ნაკელი და ცხოველების ექსკრემენტი არ აღემატება სუბსტრატის მთლიანი კომპონენტების წონის 25%-, რომელიც არ მოიცავს საფარ მასალასა და კომპოსტირებამდე დამატებულ წყლის რაოდენობას;

) ორგანულ საწარმოო ერთეულებიდან მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის პროდუქტები, გარდა ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა;

) ტორფი, რომელიც არ არის დამუშავებული ქიმიური ნივთიერებებით;

) ხის მასალა, რომელიც მოჭრის შემდეგ არ არის დამუშავებული ქიმიური ნივთიერებებით;

) მინერალური პროდუქტები, რომლებიც განსაზღვრულია მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით, წყალი და ნიადაგი.

მუხლი 21. ველურად მზარდი მცენარეების შეგროვებასთან დაკავშირებული წესები

1. ველურად მზარდი მცენარეებისა და მათი ნაწილების შეგროვება, რომლებიც ბუნებრივად იზრდება ბუნებაში, ტყეებსა და სასოფლო-სამეურნეო ადგილებში, ორგანულ წარმოებად ითვლება იმ პირობით, თუ:

) შეგროვებამდე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში, ეს ადგილები არ ყოფილა დამუშავებული სხვა პროდუქტებით ან ნივთიერებებით, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და 59- მუხლებით განსაზღვრული ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად ავტორიზებული/დაშვებული პროდუქტების ან ნივთიერებებისა;

) შეგროვება გავლენას არ ახდენს ბუნებრივი გარემოს სტაბილურობაზე, ან ამ ტერიტორიაზე სახეობათა შენარჩუნებაზე.

2. ოპერატორებმა უნდა აწარმოონ შეგროვების პერიოდის და ადგილმდებარეობის, შესაბამისი სახეობებისა და შეგროვებული ველური მცენარეების რაოდენობის შესახებ ჩანაწერები.

 

თავი V

ორგანული მეცხოველეობის მოთხოვნები და წესები

მუხლი 22. მოქმედების სფერო

ოპერატორმა, რომელიც საქმიანობს ორგანული მეცხოველეობის სფეროში, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 – მე-11 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, უნდა დააკმაყოფილოს ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები.

მუხლი 23. ზოგადი მოთხოვნები

1. გარდა მეფუტკრეობისა, აკრძალულია მეცხოველეობა მიწის გარეშე, როდესაც ფერმერი, რომელსაც განზრახული აქვს ორგანული ცხოველების წარმოება, არ მართავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და არა აქვს თანამშრომლობის წერილობითი ხელშეკრულება სხვა ფერმერთან, თავისი ცხოველებისათვის ამ ფერმერის ორგანული საწარმოო ერთეულის ან კონვერსიული საწარმოო ერთეულების გამოყენების თაობაზე.

2. ოპერატორებმა უნდა შეინახონ ხელმისაწვდომი დოკუმენტური მტკიცებულება მეცხოველეობის წარმოების წესებიდან ნებისმიერი გადახრის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 25- მუხლის მე-5 პუნქტისდაქვეპუნქტების, 29- მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, 33- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის და 34- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 24. კონვერსიასთან დაკავშირებული წესები

1. თუ საწარმოო ერთეულის, მასში შემავალი საძოვრის ან ცხოველის კვებისთვის გამოყენებული სხვა მიწის ნაკვეთის, და ამ საწარმოში მყოფი ცხოველებისთვის, რომლებიც, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლისდა.ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, უკვე იმყოფებოდნენ ამ ერთეულში, კონვერსიის პერიოდი ერთდროულად იწყება, ცხოველები და ცხოველური პროდუქტები შეძლება ჩაითვალოს ორგანულად, საწარმოო ერთეულის კონვერსიის პერიოდის დასრულებისთანავე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაბამისი სახეობის ცხოველისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ეს საწარმოო ერთეულისთვისაა დადგენილი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთდროული კონვერსიის შემთხვევაში, საწარმოო ერთეულის კონვერსიის პერიოდის განმავლობაში, ამ ერთეულში კონვერსიის დაწყებისთანავე არსებული ცხოველების კვება შესაძლებელია ცხოველის საკვებით, რომელიც მიღებულია კონვერსიის პერიოდში მყოფი საწარმო ერთეულიდან კონვერსიის პირველი წლის განმავლობაში მიღებული საკვებით და /ან ამ ტექნიკური რეგლამენტის 26- მუხლის მე-3 პუნქტის“, „დაქვეპუნქტებით განსაზღვრული საკვებით და/ან ორგანული საკვებით.

3. კონვერსიულ საწარმოო ერთეულში არაორგანული ცხოველების შეყვანა, კონვერსიის პერიოდის დაწყების შემდეგ, შესაძლებელია 25- მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

4. ცხოველის სახეობის მიხედვით კონვერსიის პერიოდია:

) 12 თვემეხორცული მსხვილფეხა საქონლისა და ცხენისებრთათვის, მაგრამ მათი სასიცოცხლო ციკლის არანაკლებ სამი მეოთხედისა;

) 6 თვეცხვრის, თხის, ღორისა და მერძეული ცხოველებისათვის;

) 10 კვირამეხორცული ფრინველისთვის, გარდა პეკინური იხვისა, რომელიც საწარმო ერთეულში შეყვანილია 3 დღის ასაკის მიღწევამდე;

) 7 კვირაპეკინური იხვებისთვის, რომლებიც საწარმო ერთეულში შეყვანილი იქნა 3 დღის ასაკამდე;

) 6 კვირაკვერცხისმდებელი ფრინველისთვის, რომელიც საწარმო ერთეულში შეყვანილი იქნა 3 დღის ასაკამდე;

) 3 თვებოცვრებისთვის;

) 12 თვეირმისებრთათვის;

) 12 თვეფუტკრისთვის. ამასთანავე:

.) კონვერსიის პერიოდში ცვილი უნდა ჩანაცვლდეს ორგანული მეფუტკრეობიდან მიღებული ცვილით. არაორგანული ცვილის გამოყენება დასაშვებია, თუ:

..) ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი ორგანული მეფუტკრეობის ცვილი;

..) დადასტურებულია, რომ ცვილი არ არის დაბინძურებული პროდუქტებით ან ნივთიერებებით, რომელთა გამოყენება ორგანულ მეფუტკრეობაში აკრძალულია;

..) მიღებულია ფუტკრის სკიდან.

მუხლი 25. ცხოველთა წარმოშობა

1. ორგანული ცხოველი უნდა დაიბადოს ან გამოიჩეკოს და გაიზარდოს ორგანულ საწარმოო ერთეულში, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ორგანულ მეცხოველეობაში ცხოველთა მოშენება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

) აღწარმოებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ბუნებრივი მეთოდები, თუმცა, დასაშვებია, ხელოვნური განაყოფიერებაც (დათესვლა);

) დაუშვებელია აღწარმოების სტიმულაცია ან მისი დაბრკოლება /შეფერხება ჰორმონების ან სხვა ანალოგიური ეფექტის მქონე ნივთიერებების გამოყენებით, გარდა ცალკეული ცხოველის მიმართ ჩატარებული ვეტერინარული თერაპიული მკურნალობისა;

  ) დაუშვებელია ხელოვნური აღწარმების სხვა ფორმების, კერძოდ კლონირების და ემბრიონის ტრანსპლანტაციის გამოყენება;

  ) ჯიშების შერჩევა უნდა განხორციელდეს ორგანული წარმოების პრინციპების შესაბამისად, უზრუნველყოფდეს ცხოველთა კეთილდღეობის მაღალი სტანდარტების დაცვას და ხელს უწყობდეს ცხოველის ნებისმიერ ტანჯვის და დაზიანება/დასახიჩრების თავიდან აცილებას.

  3. ჯიშების ან მათი ხაზების შერჩევისას ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ და უპირატესობა მიანიჭონ მაღალი გენეტიკური მრავალფეროვნების მქონე ისეთ ჯიშებს ან ხაზებს, რომელთაც ახასიათებთ ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციის უნარი, ჯიშის გენეტიკურ პოტენციალის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, სიცოცხლისუნარიანობის, დაავადებებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ მდგრადობის მაღალი ხარისხი ისე, რომ არ მოხდეს ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გაუარესება.

  4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ჯიშების ან მათი ხაზების შერჩევა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტენსიურ წარმოებაში გამოყენებულ ზოგიერთ ჯიშთან ან მათ ხაზებთან დაკავშირებული ისეთი სპეციფიკური დაავადებები ან ჯანმრთელობის პრობლემები, როგორებიცაა ღორის სტრესის სინდრომი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ღია შეფერილობა, რბილი, ექსუდაციური (PSE- Pale, Soft, Exudative) ხორცის ნიშნები, მოულოდნელი სიკვდილი, სპონტანური აბორტი და გართულებული მშობიარობა, რომელიც საჭიროებს საკეისრო კვეთას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივ ჯიშებსა და მათ ხაზებს. ჯიშების და ხაზების შერჩევისას ოპერატორებმა უნდა გამოიყენონ ამ ტექნიკური რეგლამენტის 61- მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სისტემაში არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

  5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან, გამონაკლისის სახით, დასაშვებია არაორგანული ცხოველების გამოყენება, მხოლოდ შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

) ცხოველის საჯიშედ გამოყენების მიზნით შესაძლებელია არაორგანული წესით გაზრდილი ცხოველების მიღება ორგანულ საწარმოო ერთეულში იმ შემთხვევაში, თუ ჯიშები გადაშენების საფრთხის წინაშეა. ამ შემთხვევაში, ამ ჯიშის ცხოველები არ არის აუცილებელი, რომ იყოს უშობელი ცხოველები;

) ორგანულ საფუტკრეში ერთ წელიწადში შესაძლებელია დედა ფუტკრებისა და ნაყარის 20%-ის განახლება არაორგანული დედა ფუტკრებით და ნაყარით იმ პირობით, რომ დედა ფუტკრებსა და ნაყარს მოათავსებენ ორგანული საწარმოო ერთეულებისგან მიღებულ ფიჭიან ან ხელოვნურ ფიჭიან სკებში. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ წელიწადში შესაძლებელია ერთი ნაყარის ან დედა ფუტკრის ჩანაცვლება არაორგანული ნაყარით ან დედა ფუტკრით;

) გუნდის პირველად ჩამოყალიბების, განახლების ან აღდგენისას, თუ შეუძლებელია ფერმერების ხარისხობრივი და რაოდენობრივი საჭიროებების დაკმაყოფილება, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია დაუშვას ორგანული მეფრინველეობის საწარმოო ერთეულში არაორგანული წესით გამოზრდილი ფრინველის მიღება, თუ მეკვერცხული და მეხორცული წარმოებისთვის განკუთვნილი ვარიები 3 დღემდე ასაკისაა. მათგან მიღებული პროდუქტი შეიძლება ჩაითვალოს ორგანულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის 24- მუხლით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდი დაცულია;

) თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის 61- მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სისტემაში არსებული ინფორმაციით შეუძლებელია დაკმაყოფილდეს ფერმერის ორგანულ ცხოველებთან დაკავშირებული ხარისხობრივი და რაოდენობრივი საჭიროებები, კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება დაუშვას ორგანულ საწარმოო ერთეულში არაორგანული ცხოველების მიღება იმ პირობით, თუ სრულდება შემდეგი მოთხოვნები:

.) ცხოველის საჯიშედ გამოყენების მიზნით არაორგანული ახალგაზრდა ცხოველების მიღება შესაძლებელია ჯოგის ან გუნდის პირველად ჩამოყალიბებისას. ძუძუს მოშორებისთანავე ისინი უნდა გამოზარდონ ორგანული წარმოების წესების შესაბამისად. გარდა ამისა, ჯოგში ან გუნდში ამ ცხოველების მიღების თარიღთან დაკავშირებით უნდა გავრცელდეს შემდეგი შეზღუდვები:

..) მსხვილფეხა საქონელი, ცხენისებრი და ირმისებრი ცხოველები უნდა იყვნენ არაუმეტეს 6 თვემდე ასაკისა;

..) ცხვარი და თხისებრი ცხოველები უნდა იყვნენ არაუმეტეს 60 დღემდე ასაკისა;

..) შინაური ღორი უნდა იწონიდეს არაუმეტეს 35 კგ-;

..) ბოცვრები უნდა იყვნენ არაუმეტეს 3 თვემდე ასაკისა.

.) საჯიშედ გამოყენებისათვის შესაძლებელია არაორგანული ზრდასრული მამრი და უშობელი მდედრი ცხოველების მიღება ჯოგის ან გუნდის განახლებისთვის. მიღების შემდეგ ისინი უნდა გამოზარდონ ორგანული წარმოების წესების შესაბამისად. გარდა ამისა, მდედრი ცხოველების რაოდენობა უნდა ექვემდებარებოდეს შემდეგ შეზღუდვებს ყოველწლიურად:

 ..) დასაშვებია არაუმეტეს 10%-მდე ზრდასრული ცხენისებრი და მსხვილფეხა საქონლის, 20%-მდე ზრდასრული ღორის, ცხვრის, თხისებრი, ბოცვრების ან ირმისებრი ცხოველების შეყვანა;

..) ისეთი საწამოო ერთეულებისთვის, რომლებშიც 10 სულზე ნაკლები ცხენისებრნი, ირმისებრნი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ან ბოცვერი, 5 სულზე ნაკლები ღორი, ცხვარი ან თხისებრი ცხოველია, განახლება უნდა განისაზღვროს წელიწადში არაუმეტეს ერთი ცხოველით;

.) დასაშვებია ამ მუხლის მე-5 პუნქტის.ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცენტული ზღვარი გაიზარდოს 40%-მდე, თუ კომპეტენტური ორგანო დაადასტურებს ერთ-ერთი პირობის შესრულებას:

..) მნიშვნელოვნად გაფართოვდა მეურნეობა;

..) ერთი ჯიში მეორე ჯიშით ჩანაცვლდა;

..) მეურნეობამ წამოიწყო მეცხოველეობის ახალი მიმართულება;

.) ამ მუხლის მე-5 პუნქტის.“, „.და.ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, არაორგანული ცხოველები შეიძლება ჩაითვალოს ორგანულად, თუ დაცულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 24- მუხლით განსაზღვრული კონვერსის პერიოდთან დაკავშირებული მოთხოვნები. 24- მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდი უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, კონვერსიულ საწარმოო ერთეულში ცხოველების მიღებისთანავე;

.) ამ მუხლის მე-5 პუნქტის.“, „.“, „.და.ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, არაორგანული ცხოველები უნდა განთავსდნენ სხვა ცხოველებისგან განცალკევებულად ან შესაძლებელი უნდა იყოს მათი იდენტიფიცირება, ამ მუხლის მე-5 პუნქტის.ქვეპუნქტით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის დასრულებამდე;

) ოპერატორებმა უნდა აწარმოონ ცხოველების წარმოშობის შესახებ ჩანაწერები ან დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებშიც, შესაბამისი სისტემით (ინდივიდუალური ცხოველის ან ჯგუფის/ფარას/სკის მიხედვით) შესაძლებელია ცხოველების იდენტიფიცირება, აგრეთვე მეურნეობაში შემოყვანილ ცხოველთა შესახებ ვეტერინარული ჩანაწერები, მათი შემოყვანის თარიღი და გარდამავალი პერიოდი.

მუხლი 26. ცხოველთა კვებასთან და ძოვებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ცხოველის კვებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი ზოგადი მოთხოვნები

 ) ცხოველის კვებისთვის გამოყენებული საკვები უპირატესად მიღებული უნდა იქნეს იმავე სასოფლო-სამეურნეო მეურნეობიდან, რომელშიც იმყოფებიან ცხოველები, ან იმავე რეგიონში მდებარე მეურნეობების ორგანულ ან კონვერსიულ საწარმოო ერთეულებიდან;

) ცხოველების კვება უნდა განხორციელდეს ორგანული ან კონვერსიული საკვებით, რომელიც აკმაყოფილებს ცხოველთა კვებით მოთხოვნებს განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესაბამისად; მეცხოველეობაში დაუშვებელია შეზღუდული კვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ვეტერინარული თერაპიული მკურნალობის მიზეზით არის განპირობებული;

 ) დაუშვებელია ცხოველთა ისეთ პირობებში შენახვა ან ცხოველთა ისეთი კვება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია;

) სუქების პრაქტიკა ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ცალკეული სახეობისთვის დამახასიათებელ კვების თავისებურებებს და ზრდის ცალკეულ ეტაპზე ცხოველთა კეთილდღეობას. დაუშვებელია იძულებითი კვება;

) ღორების, ფრინველებისა და ფუტკრების გარდა, ცხოველებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ საძოვრებზე წვდომა, როდესაც პირობები ამის საშუალებას იძლევა, ან მუდმივად უნდა ჰქონდეთ წვდომა უხეშ საკვებზე;

) ზრდის სტიმულატორები და სინთეზური ამინომჟავები არ უნდა იქნეს გამოყენებული;

) ახალშობილი ძუძუმწოვრები უმჯობესია იკვებებოდნენ დედის რძით. ამ პერიოდში დაუშვებელია ქიმიურად სინთეზირებული ან მცენარეული წარმოშობის კომპონენტების შემცველი რძის შემცვლელების გამოყენება. ახალშობილი ძუძუმწოვრები უმჯობესია იკვებებოდნენ დედის რძით სულ მცირე:

.) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 3 თვე;

.) წვრილფეხა პირუტყვი – 45 დღე;

.) გოჭი – 40 დღე;

) ცხოველის საკვები მასალა, წარმოშობილი მცენარეებიდან, წყალმცენარეებიდან, ცხოველებიდან ან საფუვრიდან, უნდა იყოს ორგანული;

) არაორგანული წარმოშობის მცენარეებიდან, წყალმცენარეებიდან, ცხოველებიდან ან საფუვრიდან მიღებული, ასევე მიკრობული ან მინერალური წარმოშობის ცხოველის საკვები მასალის, ცხოველის საკვების დანამატების და დამხმარე ტექნოლოგიური დანამატების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ცხოველების ძოვებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

) ორგანული ცხოველები უნდა ძოვდნენ ორგანულ მიწის ნაკვეთებზე. ამასთან, არაორგანული ცხოველებისათვის დასაშვებია წლის განმავლობაში შეზღუდული პერიოდით ორგანული საძოვრების გამოყენება იმ პირობით, თუ ისინი გამოზრდილი არიან გარემოსათვის უვნებელი მეთოდებით და ორგანულ საძოვარზე ერთდროულად არ იმყოფებიან ორგანულ ცხოველებთან ერთად;

) დასაშვებია ორგანული ცხოველების ძოვება საერთო საძოვრებზე შემდეგი პირობების დაცვით:

.) თუ საერთო მიწა/საძოვარი არ არის დამუშავებული ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად აკრძალული პროდუქტებით ან ნივთიერებებით სულ მცირე ბოლო სამი წლის განმავლობაში;

.) ყველა ის არაორგანული ცხოველი, რომლებიც საერთო საძოვარზე ძოვს, გამოზრდილი არიან გარემოს დამზოგველი მეთოდებით;

.) ნებისმიერი ცხოველური პროდუქტი, რომელიც მიღებულია ორგანული ცხოველების საერთო საძოვარზე ძოვების პერიოდში, არ ჩაითვლება ორგანულ პროდუქტად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია დადასტურდეს არაორგანული ცხოველებისგან მათი სათანადო განცალკევება;

) მომთაბარეობის პერიოდში, როდესაც ხდება ცხოველების გადარეკვა ერთი საძოვრიდან მეორეზე, ორგანული ცხოველები შეიძლება ძოვდნენ არაორგანულ მიწის ნაკვეთზე. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანული ცხოველები სხვა ცხოველებისგან განცალკევებულად უნდა იმყოფებოდნენ. ძოვების პერიოდში არაორგანული საკვების მიღება, ბალახისა და სხვა მცენარეების სახით, დასაშვებია ერთ-ერთ შემთხვევაში:

.) არაუმეტეს 35 დღის განმავლობაში საძოვრებამდე და უკან დასაბრუნებელი დროის ჩათვლით;

.) მთელი წლის განმავლობაში საერთო საკვები რაციონის არაუმეტეს 10%-ისა, რომელიც გამოითვლება სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის საკვების მშრალი ნივთიერების პროცენტული რაოდენობის მიხედვით.

  3. ორგანული მეცხოველეობის მეურნეობებში, ცხოველთა კვებისათვის კონვერსიული საკვების გამოყენება უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

) დასაშვებია ცხოველის კვების რაციონში გამოყენებული საკვების შემადგენლობის 25 %-მდე წარმოდგენილი იქნეს კონვერსიის პერიოდის მეორე წელს მიღებული კონვერსიული საკვებით. ეს პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 100%-მდე, თუ კონვერსიული საკვები მიღებულია იმ მეურნეობაში, რომელშიც ცხოველი იმყოფებოდა

) ცხოველის საკვების საერთო საშუალო რაოდენობის 20%, რომელიც გამოიყენება ცხოველთა კვებისათვის, შეიძლება იქნეს მიღებული საძოვრებზე ძოვებით ან მუდმივი საძოვრებიდან დამზადებული საკვებით, ორგანული მართვის წესით დათესილი მრავალწლიანი საფურაჟე ან ცილოვანი კულტურებიდან, რომელიც მიღებულია კონვერსიის პერიოდის პირველი წლის ნაკვეთებიდან, იმ პირობით, თუ ყველა ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთი ამავე მეურნეობის შემადგენლობაში შედის;

) თუ ცხოველის საკვებად ერთდროულად გამოიყენება ამ პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული ორივე ტიპის საკვები, მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელს;

) ამ პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული მაჩვენებლების გამოთვლა ხდება ყოველწლიურად, მცენარეული წარმოშობის საკვებში მშრალი ნივთიერების პროცენტული რაოდენობის მიხედვით.

4. ოპერატორებმა უნდა აწარმოონ კვების რეჟიმის და, სადაც მიზანშეწონილია, ძოვების პერიოდის შესახებ ჩანაწერები. კერძოდ, მათთან უნდა ინახებოდეს ჩანაწერები, სადაც მითითებულია საკვების დასახელება, მათ შორის, გამოყენებული საკვების ნებისმიერი ფორმის (მაგ. კომბინირებული საკვების), რაციონში შემავალი სხვადასხვა საკვები მასალის პროპორციები, საკუთარი მეურნეობიდან ან იმავე რეგიონიდან მიღებული საკვების პროპორციები და, სადაც მიზანშეწონილია, საძოვრებზე წვდომის პერიოდები, მთა-ბარობის პერიოდები, სადაც მოქმედებს შეზღუდვები და აგრეთვე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულები.

მუხლი 27. დაავადებების პრევენცია და ვეტერინარული მკურნალობა

1. დაავადებების პრევენცია უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) ჯიშებისა და მათი ხაზების შერჩევა, მეცხოველეობის მართვის კარგი პრაქტიკის დანერგვა, მაღალი ხარისხის და უვნებელი საკვების, ფიზიკური აქტივობის (მოციონის), სადგომში ცხოველების სათანადო სიმჭიდროვისა და ჰიგიენური პირობების შენარჩუნების გათვალისწინება;

  ) დასაშვებია იმუნოლოგიური ვეტერინარული საშუალებების გამოყენება;

  ) დაუშვებელია დაავადებების პრევენციისათვის სინთეზური ალოპათიური ვეტერინარული საშუალებების, მათ შორის ანტიბიოტიკებისა და სინთეზური ალოპათიური ქიმიური მოლეკულების ბოლუსების გამოყენება;

  ) დაუშვებელია ზრდის ან აღწარმოების მასტიმულირებელი ნივთიერებების (ანტიბიოტიკები, კოკციდიოსტატები და ზრდის მასტიმულირებელი სხვა ხელოვნური საშუალებები), აგრეთვე ჰორმონების და რეპროდუქციის კონტროლის ან სხვა ანალოგიური დანიშნულების ნივთიერებების (მაგ., ახურებისესტრუსის (Oestrus) სტიმულირების ან სინქრონიზაციის გამომწვევის) გამოყენება;

  ) თუ ცხოველების მიღება ხდება არაორგანული საწარმოო ერთეულებიდან, ადგილობრივი პირობების შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ზომები, როგორებიცაა სკრინინგის ტესტები ან კარანტინში მოთავსება;

  ) მეცხოველეობის მეურნეობაში შენობებისა და აღჭურვილობის დასუფთავებისა და დეზინფიცირებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული ნივთიერებები და პროდუქტები. ოპერატორებმა უნდა აწარმოონ ამ პროდუქტების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, პროდუქტის გამოყენების თარიღის ან თარიღების, პროდუქტის დასახელების, მისი აქტიური ნივთიერებების და გამოყენების ადგილის მითითებით;

  ) ცხოველების დასაბინავებელი შენობების, ბაკების, სადგომების, საფრინველეების, დანადგარებისა და ინვენტარის რეცხვა-დეზინფიცირება უნდა ჩატარდეს სათანადოდ, ჯვარედინი დაბინძურებისა და დაავადებების გადამტანი ორგანიზმების დაგროვების თავიდან აცილებისათვის. სუნის შემცირებისა და მწერების ან მღრღნელების მოზიდვის თავიდან აცილებისათვის, ფეკალური მასები, შარდი და შეუჭმელი ან ძირს დაღვრილი/დაყრილი საკვები გატანილი უნდა იქნეს საჭიროების მიხედვით, საკმარისად ხშირად. ცხოველების დასაბინავებელ შენობებსა და სხვა კონსტრუქციებში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ხაფანგებში ჩასადებად ავტორიზებული/დაშვებული როდენტიციდები და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და 59- მუხლებით განსაზღვრული, ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად ავტორიზებული/დაშვებული პროდუქტები და ნივთიერებები.

  2. ცხოველების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გატარებული პრევენციული ზომების მიუხედავად, ცხოველის დაავადების ან დაშავების შემთხვევებში, აუცილებელია მათი დაუყოვნებლივი მკურნალობა შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად

  ) ცხოველის ტანჯვის თავიდან აცილების მიზნით, დაავადების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ფიტოთერაპიული, ჰომეოპათიური და სხვა პროდუქტების გამოყენება უშედეგოა, მკაცრი პირობების დაცვით და ვეტერინარის ზედამხედველობით, დასაშვებია ქიმიურად სინთეზირებული ალოპათიური ვეტერინარული პრეპარატების, მათ შორის ანტიბიოტიკების გამოყენებაც. ამ შემთხვევაში კონკრეტულად უნდა განისაზღვროს მკურნალობის კურსთან და ლოდინის პერიოდთან დაკავშირებული შეზღუდვები;

  ) ქიმიურად სინთეზირებული ალოპათიური ვეტერინარული პრეპარატებით, მათ შორის, ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე მეტად უპირატესია ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად ავტორიზებული/დაშვებული მინერალური წარმოშობის საკვები მასალისა და ცხოველის საკვები დანამატების, აგრეთვე ფიტოთერაპიული და ჰომეოპათიური პროდუქტების გამოყენება, იმ პირობით, თუ მათი თერაპიული მოქმედება ეფექტიანია კონკრეტული სახეობის ცხოველისა და მისი მდგომარეობისათვის, რომლისთვისაც გამიზნულია ეს მკურნალობა;

  ) გარდა ვაქცინაციის, პარაზიტებზე დამუშავებისა და ცხოველთა სავალდებულო განადგურების პროგრამებისა, თუ ცხოველს ან ცხოველთა ჯგუფს 12 თვის განმავლობაში უტარდება მკურნალობის სამი კურსი ქიმიურად სინთეზირებული ალოპათიური საშუალებებით, მათ შორის, ანტიბიოტიკებით ან, თუ მას უტარდება მკურნალობის ერთზე მეტი კურსი, და მისი პროდუქტიული სიცოცხლის ციკლი ერთ წელიწადზე ნაკლებია, არც შესაბამისი ცხოველი და არც ამ ცხოველისგან მიღებული პროდუქტები არ უნდა გაიყიდოს ორგანული სტატუსით და ცხოველი უნდა დაექვემდებაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის 24- მუხლით განსაზღვრულ კონვერსიის პერიოდთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

  ) ლოდინის პერიოდი, ცხოველზე ქიმიურად სინთეზირებული ალოპათიური ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების, მათ შორის, ანტიბიოტიკების ბოლო გამოყენებიდან, ჩვეული პირობებში გამოყენებისას და ამ ცხოველიდან ორგანული პროდუქტების წარმოებამდე, უნდა შეადგენდეს, სულ მცირე 48 საათს და ამავდროულად 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს ვეტერინარულ პრეპარატზე მითითებულ ლოდინის პერიოდს. ეს პერიოდი კვერცხისა და რძისთვის შეადგენს 14 დღეს, 56 დღესფრინველისა და ძუძუმწოვრების ხორცისთვის, ცხიმისა და სუბპროდუქტების ჩათვლით;

) დასაშვებია ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მკურნალობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

) ოპერატორებმა უნდა აწარმოონ ჩანაწერები ან იქონიონ სხვა სახის დოკუმენტური დასაბუთება ნებისმიერი ჩატარებული მკურნალობის შესახებ, სადაც ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაციანამკურნალები ცხოველების იდენტიფიკაცია, მკურნალობის თარიღი, დიაგნოზი, დოზირება, სამკურნალო პროდუქტის დასახელება და საჭიროების შემთხვევაში, ვეტერინარული დანიშნულების რეცეპტურა და მკურნალობის შემდეგ ლოდინის პერიოდი, რომელიც უნდა გაიარონ ცხოველებმა, სანამ დასაშვები იქნება მათი მეცხოველეობის პროდუქტების ბაზარზე გატანა და ეტიკეტირებაორგანულისნიშნით.

მუხლი 28. დაბინავებისა და მოვლა - პატრონობის პრაქტიკა

  1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისათვის, შენობის თბოიზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სათანადოდ უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ჰაერის ფარდობითი ტენიანობისა და აირების კონცენტრაციის დადგენილ ზღვრებში შენარჩუნება. შენობის კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს საკმარისი ბუნებრივი ვენტილაციისა და განათების საშუალებას.

  2. თუ კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია ცხოველების გარე სივრცეებში ცხოვრება, არ არის სავალდებულო მათი დაბინავება შენობა-ნაგებობებში. ასეთ შემთხვევებში, არახელსაყრელი ამინდის პირობებში თავის დასაცავად, ცხოველებისთვის მოწყობილი უნდა იქნეს ფარდულები ან საჩრდილობლები.

  3. შენობებში ცხოველთა სიმჭიდროვემ, ცხოველის სახეობის, ჯიშისა და ასაკის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცხოველთა კომფორტი, კეთილდღეობა, კონკრეტული სახეობისთვის აუცილებელი საჭირო პირობები. გათვალისწინებული უნდა იქნეს ცხოველთა ქცევითი მოთხოვნები, რომლებიც დამოკიდებულია ცხოველთა კონკრეტული ჯგუფის მოცულობასა და სქესზე. განთავსების სიმჭიდროვემ უნდა უზრუნველყოს ცხოველთა კეთილდღეობა მათთვის საკმარისი სივრცის შექმნით, რომელიც საჭიროა მათი ეტიოლოგიის, ბუნებრივად დგომის, მოძრაობის, წოლის, მოტრიალების, დასუფთავების, ყველა ბუნებრივი მდგომარეობის მიღებისა და ბუნებრივი მოძრაობებისთვის, მაგ., გაზმორვისა და ფრთების გაშლისთვის. დაცული უნდა იქნეს შიდა და გარე სივრცეების მინიმალური ფართობები, აგრეთვე დაბინავებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები.

  4. დასაშვებია ღია სივრცეები იყოს ნაწილობრივ გადახურული. ვერანდა არ განიხილება ღია სივრცედ.

  5. ცხოველთა განთავსების საერთო სიმჭიდროვე, წლის განმავლობაში, სასოფლო-სამეურნეო ფართობის ერთ ჰექტარზე, არ უნდა აღემატებოდეს 170 კგ ორგანულ აზოტს.

  6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ცხოველთა განთავსების სათანადო სიმჭიდროვის განსაზღვრისათვის, კომპეტენტურმა ორგანომ, უნდა განსაზღვროს ცხოველთა რაოდენობა, ცხოველის წარმოების კონკრეტული ტიპისთვის.

  7. ცხოველთა დაბინავებისათვის დაუშვებელია გალიების, ინდივიდუალური სადგომების (ბოქსი) და გალიების ბლოკების გამოყენება.

  8. ცხოველთა ინდივიდუალური ვეტერინარული მკურნალობის შემთხვევაში, ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მაგარი (მყარი) იატაკის მქონე სათავსოში, რომელზედაც გაფენილია ნამჯა ან სხვა სათანადო ქვეშსაფენი. ცხოველს უნდა ჰქონდეს ტრიალისა და სხეულის მთლიან სიგრძეზე წოლის შესაძლებლობა.

  9. დაუშვებელია ორგანული ცხოველის დაბინავება და გამოზრდა ძალიან ნესტიან ან ჭაობიან ნიადაგზე მოწყობილ ბაკში.

მუხლი 29. ცხოველთა კეთილდღეობა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების სათანადოდ განხორციელებისთვის, პერსონალი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველთა მოვლა-პატრონობასთან, ტრანსპორტირებასა და დაკვლასთან, უნდა ფლობდნენ ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საბაზისო ცოდნას, უნარებს და გავლილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სწავლებები (ტრენინგები).

  2. ცხოველთა მოვლა-პატრონობის პრაქტიკამ, მათ შორის, ბაგაში დაბინავებისა და სიმჭიდროვის პირობებმა, უნდა უზრუნველყოს ცხოველთა ზრდა-განვითარების, ფიზიოლოგიური და ეთოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილება.

  3. ცხოველებს, ფიზიკური აქტივობისთვის, თუ ამინდი, სეზონური პირობები და ნიადაგის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, უნდა ჰქონდეთ მუდმივი წვდომა ღია ცის ქვეშ სასეირნო სივრცეებთან, უპირატესად საძოვრებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეზღუდვებია დაწესებული ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის დასაცავად.

  4. საძოვრების გადაძოვების შემცირების, ნიადაგის გამოფიტვის, ეროზიის, ცხოველით და ცხოველის ნაკელით გარემოს დაბინძურების შემცირებისათვის, საძოვრებზე ცხოველთა სულადობა უნდა იყოს შეზღუდული.

  5. დაუშვებელია ცხოველთა დაბმა ან იზოლირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცალკეული ცხოველისათვის, გარკვეული შეზღუდული დროით, საჭიროა ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება. ცხოველთა იზოლაცია გარკვეული შეზღუდული დროით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ემუქრება მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობას და ცხოველთა კეთილდღეობას. კომპეტენტური ორგანოს თანხმობით, დასაშვებია მსხვილფეხა საქონლის დაბმა ფერმაში, სადაც მათი რაოდენობა არ აღემატება 50 სულს (გარდა მოზარდეულისა), იმ შემთხვევაში, თუ მათი ქცევითი მოთხოვნების გათვალისწინებით, შეუძლებელია ჯგუფებად შენახვა, და იმ პირობით, თუ მათ ექნებათ საძოვრებზე ძოვის და, სულ მცირე, კვირაში ორჯერ ღია სივრცეებში გასვლის შესაძლებლობა იმ პერიოდში, როდესაც ძოვება შეუძლებელია.

  6. მინიმუმამდე უნდა იქნეს შემცირებული ცხოველთა ტრანსპორტირების ხანგრძლივობა.

  7. ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში, მათ შორის, დაკვლისას, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ან თავიდან უნდა იქნეს აცილებული ცხოველის ნებისმიერი ტანჯვა, ტკივილი ან სტრესი.

  8. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ცალკეული კონკრეტული შემთხვევის განხილვის საფუძველზე, დასაშვებია ცხვრისათვის კუდის მოჭრა, ფრინველისთვის ნისკარტის მოკვეთა, ცხოველისათვის რქების მოცლა/მოშანთვა, თუ ეს ქმედებები უკავშირდება ცხოველის ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ჰიგიენის გაუმჯობესებას ან თუ ამ ქმედებების განხორციელების გარეშე საფრთხე ექმნება პერსონალის ჯანმრთელობას. კომპეტენტური ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს ამ ქმედებების ჩატარების შესაძლებლობას, თუ ოპერატორი კომპეტენტურ ორგანოს დროულად მიაწვდის დასაბუთებული ინფორმაციას ამ ქმედებებთან დაკავშირებით და თუ ქმედებებს ატარებს კვალიფიციური პერსონალი.

  9. ცხოველის ნებისმიერი ტანჯვა მინიმუმამდე უნდა იქნეს შემცირებული ანესთეზიის და/ან გაუტკივარების სათანადო საშუალებების გამოყენებით, და ასევე, კვალიფიციური პერსონალის მიერ, თითოეული ოპერაციის ჩატარებით ცხოველისთვის ყველაზე შესაფერის ასაკში.

  10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, პროდუქტის ხარისხისა და წარმოების ტრადიციული მეთოდების შენარჩუნების მიზნით, დასაშვებია ცხოველთა ფიზიკური კასტრაცია.

  11. ცხოველის სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვა და ჩამოტვირთვა, უნდა განხორციელდეს ელექტრონული ან ნებისმიერი ტკივილის მასტიმულირებელი საშუალების გამოყენების გარეშე. აკრძალულია ტრანსპორტირებამდე და ტრანსპორტირებისას ალოპათიური ტრანკვილიზატორების გამოყენება.

  12. ოპერატორებმა უნდა აღრიცხონ ნებისმიერი კონკრეტული შესრულებული სამუშაო და აწარმოონ ამ მუხლის მე-5, მე-8, მე-9 ან მე-10 პუნქტების გამოყენების დასაბუთების შესაბამისი ჩანაწერები ან იქონიოს დოკუმენტური მტკიცებულება. რაც შეეხება მეურნეობიდან ცხოველების გასვლას, სადაც მიზანშეწონილია უნდა დაფიქსირდეს შემდეგი მონაცემები: ასაკი, ცხოველთა რაოდენობა, დაკლულ ცხოველთა წონა, შესაბამისი იდენტიფიკაცია (ცალკეული ცხოველისა ან გუნდის/ფარის/სკის მიხედვით), გასვლის თარიღი და დანიშნულება.

მუხლი 30. გადაუმუშავებელი პროდუქტების დამზადება - დამუშავება

  გარდა გადამუშავებისა, მეცხოველეობის მეურნეობაში დამზადება-დამუშავების ოპერაციების განხორციელებისას, ამ ტექნიკური რეგლამენტის 42- მუხლის მე-2 მე-5 პუნქტებით და 43- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა შესრულდეს mutatis mutandis – შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით/გარემოებიდან გამომდინარე ცვლილებებით.

მუხლი 31. დამატებითი ზოგადი წესები მსხვილფეხა საქონლის , ცხვრის , თხისა და ცხენისებრთა ცხოველებისთვის

1. მსხვილფეხა საქონლისათვის, ცხვრის, თხისა და ცხენისებრთა ცხოველებისთვის კვება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) საკვების სულ მცირე 60% უნდა იქნეს იმავე მეურნეობაში დამზადებული ან, თუ ეს შეუძლებელია, ან თუ ასეთი საკვები არ არის ხელმისაწვდომი, წარმოებული უნდა იყოს სხვა ორგანულ ან კონვერსიულ საწარმოო ერთეულებთან და საკვების ოპერატორებთან თანამშრომლობით, იმავე რეგიონის საკვებისა და საკვები მასალის გამოყენებით. 2029 წლის 1 იანვრიდან ეს პროცენტული ზღვარი 70%-მდე უნდა გაიზარდოს;

  ) ცხოველებისათვის საძოვრები ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუ პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა;

  ) ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, ერთ წელზე უფროსი ასაკის მამრ მსხვილფეხა საქონელს უნდა ჰქონდეს საძოვრებზე ან ღია სივრცეებში გასვლის შესაძლებლობა;

  ) თუ ძოვების პერიოდში ცხოველებს აქვთ საძოვრებზე გასვლის შესაძლებლობა და დაბინავების სისტემა ზამთრის პერიოდში ცხოველების თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა, ზამთრის თვეებში სასეირნო ღია სივრცეებთან დაკავშირებული ვალდებულება შეიძლება მოიხსნას;

  ) ცხოველთა გამოზრდის სისტემები უნდა ეფუძნებოდეს საძოვრების მაქსიმალურ გამოყენებას, წლის სხვადასხვა პერიოდში საძოვრების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;

  ) კვების დღიური რაციონის მშრალი ნივთიერების სულ მცირე 60% უნდა შედგებოდეს უხეში საკვების, ნედლი ან გამომშრალი ფურაჟის ან სილოსისგან. ეს პროცენტული ზღვარი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე რძის ნაწარმის მწარმოებელი ცხოველებისთვის, ადრეული ლაქტაციის პერიოდში, არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში.

2. მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხისა და ცხენისებრთა ცხოველების დაბინავებისა და მოვლა-პატრონობის პრაქტიკა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) დაბინავების ადგილებში იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა;

  ) დაბინავების ადგილებში უნდა იყოს ცხოველებისათვის სათანადო ზომის მოსახერხებელი, სუფთა და მშრალი დასაწოლი და დასასვენებელი ადგილი, მთლიანი კონსტრუქციით, ნაპრალების გარეშე. დასასვენებელ ადგილზე გათვალისწინებული უნდა იქნეს მშრალი და სათანადო მასალით დაფარული დასაწოლი ადგილები. ქვეშსაფენის მასალად გამოყენებული უნდა იქნეს ნამჯა ან სხვა შესაბამისი ბუნებრივი მასალა. ქვეშსაფენი შეიძლება გაუმჯობესდეს ნებისმიერი იმ მინერალური პროდუქტით, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანულ წარმოებაში სასუქად ან მელიორანტად გამოყენებისთვის;

  ) დაუშვებელია ერთ კვირაზე მეტი ასაკის ხბოების დაბინავება ინდივიდუალურ ბოქსებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ცხოველისათვის, შეზღუდული პერიოდით, ეს აუცილებელი და დასაბუთებულია ვეტერინარული ღონისძიებებისათვის;

  ) თუ ხბო, ვეტერინარული ღონისძიებებისათვის, დაექვემდებარა ინდივიდუალურ მკურნალობას, ის უნდა მოთავსდეს ნამჯის ქვეშსაფენიან მყარი/მაგარი კონსტრუქციის იატაკის მქონე სადგომში. ხბოს უნდა ჰქონდეს თავისუფლად დაწოლის, სხეულის მთელ სიგრძეზე გაშლის და მარტივად შემობრუნების საშუალება.

მუხლი 32. დამატებითი ზოგადი წესები ირმისებრთა ცხოველებისათვის

  1. ირმისებრთა ცხოველების კვება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) საკვების სულ მცირე 60% უნდა იქნეს იმავე მეურნეობაში დამზადებული ან, თუ ეს შეუძლებელია, ან თუ ასეთი საკვები არ არის ხელმისაწვდომი, წარმოებული უნდა იყოს სხვა ორგანულ ან კონვერსიულ საწარმოო ერთეულებთან და საკვების ოპერატორებთან თანამშრომლობით, იმავე რეგიონის საკვებისა და საკვები მასალის გამოყენებით. 2029 წლის 1 იანვრიდან ეს პროცენტული ზღვარი 70%-მდე უნდა გაიზარდოს;

  ) ცხოველებისათვის საძოვრები ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუ პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა;

  ) თუ ძოვების პერიოდში ცხოველებს აქვთ საძოვრებზე გასვლის შესაძლებლობა და დაბინავების სისტემა ზამთრის პერიოდში ცხოველების თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა, ზამთრის თვეებში სასეირნო ღია სივრცეებთან დაკავშირებული ვალდებულება შეიძლება მოიხსნას;

  ) ცხოველთა გამოზრდის სისტემები უნდა ეფუძნებოდეს საძოვრების მაქსიმალურ გამოყენებას, წლის სხვადასხვა პერიოდში საძოვრების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;

  ) კვების დღიური რაციონის მშრალი ნივთიერების სულ მცირე 60% უნდა შედგებოდეს უხეში საკვების, ნედლი ან გამომშრალი ფურაჟის ან სილოსისგან. ეს პროცენტული ზღვარი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე რძის ნაწარმის მწარმოებელი ირმებისათვის, ადრეული ლაქტაციის პერიოდში, არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში;

  ) ვეგეტაციის პერიოდში, ბაკებში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბუნებრივი ძოვება. დაუშვებელია ისეთი ბაკების გამოყენება, რომელშიც, ვეგეტაციის პერიოდში, ძოვება შეუძლებელია;

  ) საკვების მიცემა დაშვებულია მხოლოდ მაშინ, თუ ცუდი ამინდის გამო არასაკმარისია საძოვარზე ძოვება;

  ) ბაკებში ცხოველების გამოზრდისას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათთვის სუფთა და მტკნარი წყლის მიწოდება. თუ ბუნებრივი წყაროები ცხოველებისათვის ადვილად მისაწვდომი არ არის, გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო სარწყულებლები.

  2. ირმისებრთა ცხოველების დაბინავებისა და მოვლა-პატრონობის პრაქტიკა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) ირმისებრი ცხოველებისთვის მოწყობილი უნდა იქნეს თავშესაფარი ადგილები, ფარდულები და მესერი, რომლებიც ცხოველებს ზიანს არ მიაყენებს;

  ) კეთილშობილი ირმისთვის მოწყობილ ბაკში, კანის გაჯანსაღებისა და სხეულის ტემპერატურის რეგულირების უზრუნველსაყოფად, ცხოველებს უნდა ჰქონდეთ ტალახში გორიალის/ტრიალის შესაძლებლობა;

  ) დაბინავების ადგილებში იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა;

  ) დაბინავების ადგილებში უნდა იყოს ცხოველებისათვის სათანადო ზომის მოსახერხებელი, სუფთა და მშრალი დასაწოლი და დასასვენებელი ადგილი, მთლიანი კონსტრუქციით, ნაპრალების გარეშე. დასასვენებელ ადგილზე გათვალისწინებული უნდა იქნეს მშრალი და სათანადო მასალით დაფარული დასაწოლი ადგილები. ქვეშსაფენის მასალად გამოყენებული უნდა იქნეს ნამჯა ან სხვა შესაბამისი ბუნებრივი მასალა. ქვეშსაფენი შეიძლება გაუმჯობესდეს ნებისმიერი იმ მინერალური პროდუქტით, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანულ წარმოებაში სასუქად ან მელიორანტად გამოყენებისთვის;

  ) საკვებურები უნდა იყოს მოწყობილი უამინდობისგან დაცულ სივრცეებში. მათთან მისვლა შესაძლებელი უნდა იყოს როგორც ცხოველების, ასევე მათ მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ მომსახურე პერსონალისათვის. ნიადაგი, რომელზედაც საკვებურებია განთავსებული, უნდა იყოს დატკეპნილი, ხოლო საკვების მისაწოდებელი მოწყობილობა უნდა იყოს გადახურული;

  ) თუ შეუძლებელია საკვების მუდმივი მიწოდების უზრუნველყოფა, საკვებურები იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ ყველა ცხოველს ერთდროულად ჰქონდეს საკვების მიღების შესაძლებლობა.

მუხლი 33. დამატებითი ზოგადი წესები ღორებისათვის

1. ღორების კვება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) საკვების სულ მცირე 30% უნდა იქნეს იმავე მეურნეობაში დამზადებული ან, თუ ეს შეუძლებელია, ან თუ ასეთი საკვები არ არის ხელმისაწვდომი, წარმოებული უნდა იყოს სხვა ორგანულ ან კონვერსიულ საწარმოო ერთეულებთან და საკვების ოპერატორებთან თანამშრომლობით, იმავე რეგიონის საკვებისა და საკვები მასალის გამოყენებით;

  ) კვების დღიურ რაციონში დამატებული უნდა იქნეს უხეში საკვები, ნედლი ან გამომშრალი ფურაჟი, ან სილოსი;

  ) თუ ფერმერი ვერ უზრუნველყოფს ღორების კვებას მთლიანად ორგანული წესებით წარმოებული ცილოვანი საკვებით და კომპეტენტურმა ორგანომ დაადასტურა, რომ ორგანული ცილოვანი საკვები საკმარისი რაოდენობით არ არის ხელმისაწვდომი, 2029 წლის 31 დეკემბრამდე შესაძლებელია არაორგანული ცილოვანი საკვების გამოყენება შემდეგი პირობების გათვალისწინებით, ცილოვანი საკვები:

  .) არ არის ხელმისაწვდომი ორგანული ფორმით;

  .) წარმოებულია ან დამზადებულია ქიმიური გამხსნელების გარეშე;

  .) გამოიყენება მხოლოდ 35 კილოგრამამდე წონის გოჭების სპეციალური ცილოვანი ნაერთებით გამოსაკვებად;

  .) რომელიც გამოიყენება ამ ცხოველისათვის, 12 თვის განმავლობაში არ აღემატება 5%-. პროცენტული რაოდენობის გამოთვლა ხდება ყოველწლიურად, მცენარეული წარმოშობის საკვებში მშრალი ნივთიერების პროცენტული რაოდენობის მიხედვით.

2. ღორების დაბინავებისა და მოვლა-პატრონობის პრაქტიკა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) დაბინავების ადგილებში იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა;

  ) დაბინავების ადგილებში უნდა იყოს ცხოველებისათვის სათანადო ზომის მოსახერხებელი, სუფთა და მშრალი დასაწოლი და დასასვენებელი ადგილი, მთლიანი კონსტრუქციით, ნაპრალების გარეშე. დასასვენებელ ადგილზე გათვალისწინებული უნდა იქნეს მშრალი და სათანადო მასალით დაფარული დასაწოლი ადგილები. ქვეშსაფენის მასალად გამოყენებული უნდა იქნეს ნამჯა ან სხვა შესაბამისი ბუნებრივი მასალა. ქვეშსაფენი შეიძლება გაუმჯობესდეს ნებისმიერი იმ მინერალური პროდუქტით, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანულ წარმოებაში სასუქად ან მელიორანტად გამოყენებისთვის;

  ) უნდა იქნეს მოწყობილი დიდი ზომის, ნამჯით ან სხვა სათანადო მასალით დაფარული დასაწოლი ადგილი, რათა შესაძლებელი გახდეს სადგომში ყველა ღორის ერთდროულად დაწოლა და სივრცის მაქსიმალურად ათვისება;

  ) ნეზვები დაბინავებულნი უნდა იქნენ ჯგუფებად, გარდა მაკეობის ბოლო ეტაპისა და ძუძუს წოვების პერიოდისა. ამ პერიოდში ნეზვს უნდა შეეძლოს სადგომში თავისუფლად გადაადგილება. მისი გადაადგილება მხოლოდ ხანმოკლე პერიოდებით უნდა იქნეს შეზღუდული;

  ) ნამჯის მიმართ ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნების დარღვევის გარეშე, გოჭების მოგებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაკე ნეზვი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ რაოდენობის ნამჯით ან სხვა ბუნებრივი მასალით, რომელიც საკმარისია საბუდრის მოსაწყობად;

  ) სასეირნო მოედანზე ღორებს უნდა ჰქონდეთ ექსკრემენტების გამოყოფისა და დინგით ნიადაგის ჩიჩქნის შესაძლებლობა. დინგით ჩიჩქნისათვის შესაძლებელია სხვადასხვა სუბსტრატების გამოყენება.

მუხლი 34. დამატებითი ზოგადი წესები ფრინველებისათვის

1. ფრინველების წარმოშობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

  ) ინტენსიური გამრავლების მეთოდების გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ფრინველი აუცილებლად უნდა გამოიზარდოს მინიმალურ ასაკამდე, ან გამოყენებული უნდა იქნეს ღია სივრცეში გაზრდას შეგუებული, ფრინველების ნელა მზარდი ჯიშები;

  ) კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განსაზღვროს ფრინველის ნელა მზარდი ჯიშების კრიტერიუმები ან უნდა შეადგინოს ასეთი ჯიშების ნუსხა და მიაწოდოს ინფორმაცია ოპერატორებს;

  ) იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი არ იყენებს ფრინველის ნელა მზარდ ჯიშებს, დაკვლის დროს მათი მინიმალური ასაკი უნდა შეადგენდეს:

  .) 81 დღესვარიისთვის;

  .) 150 დღესდაკოდილი მამლისთვის;

  .) 49 დღესპეკინური იხვისთვის;

  .) 70 დღესდედალი მუსკუსის იხვისთვის;

  .) 84 დღესმამალი მოსკუსის იხვისთვის;

  .) 92 დღესგარეული იხვისთვის (Mulard ducks);

  .) 94 დღესციცრისთვის;

  .)140 დღესმამალი ინდაურისა და შესაწვავი ბატისთვის;

  .) 100 დღესდედალი ინდაურისთვის.

2. ფრინველების კვება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) საკვების სულ მცირე 30% უნდა იქნეს იმავე მეურნეობაში დამზადებული ან, თუ ეს შეუძლებელია, ან თუ ასეთი საკვები არ არის ხელმისაწვდომი, წარმოებული უნდა იყოს სხვა ორგანულ ან კონვერსიულ საწარმოო ერთეულებთან და საკვების ოპერატორებთან თანამშრომლობით, იმავე რეგიონის საკვებისა და საკვები მასალის გამოყენებით;

  ) კვების დღიურ რაციონში დამატებული უნდა იქნეს უხეში საკვები, ნედლი ან გამომშრალი ფურაჟი, ან სილოსი;

  ) თუ ფერმერი ვერ უზრუნველყოფს ფრინველების კვებას მთლიანად ორგანული წესებით წარმოებული ცილოვანი საკვებით და კომპეტენტურმა ორგანომ დაადასტურა, რომ ორგანული ცილოვანი საკვები საკმარისი რაოდენობით არ არის ხელმისაწვდომი, 2029 წლის 31 დეკემბრამდე შესაძლებელია არაორგანული ცილოვანი საკვების გამოყენება, შემდეგი პირობების გათვალისწინებით, ცილოვანი საკვები:

  .) არ არის ხელმისაწვდომი ორგანული ფორმით;

  .) წარმოებულია ან დამზადებულია ქიმიური გამხსნელების გარეშე;

  .) გამოიყენება მხოლოდ სპეციალური ცილოვანი ნაერთებით ახალგაზრდა ფრინველების გამოსაკვებად;

  .) რომელიც გამოიყენება, ამ ცხოველისათვის, 12 თვის განმავლობაში არ აღემატება 5%-. პროცენტული რაოდენობის გამოთვლა ხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის საკვების მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.

3. ფრინველის კეთილდღეობასთან დაკავშირებით დაუშვებელია ცოცხალი ფრინველისთვის ბუმბულის მოცილება.

4. ფრინველების დაბინავებისა და მოვლა-პატრონობის პრაქტიკა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით:

  ) იატაკის საფარის არანაკლებ ერთი მესამედი უნდა იყოს სწორი, არ უნდა იყოს ნაპრალებით ან ბადისებრი კონსტრუქციის. იატაკი დაფარული უნდა იყოს ნამჯით, ხის ნახერხით ან ბურბუშელით, ქვიშით ან ტორფით (ბალახი, მიწის ზედა ფენით, რომელსაც ამ ბალახის ფესვები წვდება);

  ) კვერცხისმდებელი ფრინველისთვის საფრინველეში უნდა იყოს ფრინველისთვის განკუთვნილი, ხელმისაწვდომი იატაკის საკმარისად დიდი ნაწილი, ექსკრემენტების (სკორეს) შესაგროვებლად;

  ) ფრინველის ყოველი პარტიის გამოზრდის შემდეგ საფრინველე უნდა დაიცალოს. ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს საფრინველისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფიცირება. გარდა ამისა, ფრინველის თითოეული პარტიის გამოზრდის შემდეგ საფრინველე უნდა დარჩეს ცარიელი განსაზღვრული პერიოდით, რათა მცენარეული საფარი კვლავ გაიზარდოს. ოპერატორმა უნდა აწარმოოს დაწესებული პერიოდის დაცვის დამადასტურებელი ჩანაწერები ან იქონიოს სხვა სახის დოკუმენტური მტკიცებულებები. ეს მოთხოვნები არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ფრინველის გამოზრდა არ ხდება პარტიებად, მათ არ ამწყვდევენ საფრინველეებში, და ისინი თავისუფლად მოძრაობენ მთელი დღის განმავლობაში;

  ) ფრინველებს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის არანაკლებ ერთი მესამედის განმავლობაში, უნდა ჰქონდეთ ღია სივრცეებში გასვლის შესაძლებლობა. კვერცხისმდებელ ფრინველსა და სუქების ბოლო ეტაპზე მყოფ ფრინველს, სულ მცირე, მათი სიცოცხლის ერთი მესამედის განმავლობაში, უნდა შეეძლოთ ღია სივრცეში გასვლა;

  ) პრაქტიკულად, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან და ყოველთვის, როდესაც ამის საშუალებას ფიზიოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა იძლევა, დღის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ღია სივრცეში მუდმივად გასვლის შესაძლებლობა;

  ) ამ ტექნიკური რეგლამენტის 28- მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან, როგორც გამონაკლისი, 18 კვირამდე ასაკის სანაშენე ფრინველისა და ვარიებისათვის, თუ დაკმაყოფილებულია 29- მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე, ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის დასაცავად მიღებული აკრძალვებისა და ვალდებულებების გამო, მათი ღია სივრცეებში გასვლა დაუშვებელია, ვერანდები უნდა ჩაითვალოს ღია სივრცედ. ამ შემთხვევაში, სხვა ფრინველების შემოღწევისგან დასაცავად, ვერანდა მავთულის ბადით უნდა იყოს შემოსაზღვრული;

  ) ფრინველებისთვის განკუთვნილ ღია სივრცეებში მათ უნდა ჰქონდეთ ადვილად წვდომა საკმარისი რაოდენობის სარწყულებლებთან;

  ) ფრინველებისთვის განკუთვნილი ღია სივრცეები უმთავრესად მცენარეებით უნდა იყოს დაფარული;

  ) თუ ხანგრძლივი თოვლის ან გვალვის გამო, გარე ტერიტორიაზე საკვების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, ფრინველის რაციონს უნდა დაემატოს უხეში საკვები;

  ) თუ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების ან აკრძალვების გამო, ფრინველი იმყოფება დახურულ სივრცეში, საკუთარი ეთოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მას უნდა ჰქონდეს წვდომა სათანადო რაოდენობის უხეშ საკვებსა და შესაბამის მასალებზე;

  ) ყოველთვის, როდესაც ამის საშუალებას კლიმატური და ჰიგიენური პირობები იძლევა, წყლის ფრინველებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ნაკადულებზე, გუბურებზე, ტბებსა ან წყალსატევებზე, მათი სახეობის საჭიროებებისა და ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. უამინდობის პირობებში, როდესაც ეს შეუძლებელია, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა წყალთან, იმისათვის, რომ შეძლონ წყალში თავის ჩაყოფა და ბუმბულის გასუფთავება;

  ) ბუნებრივ განათებას შეიძლება დაემატოს ხელოვნური განათება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დღე-ღამის განმავლობაში 16 – საათიანი განათება და ღამის უწყვეტი დასვენების პერიოდი ხელოვნური განათების გარეშე, სულ მცირე, რვა საათის განმავლობაში;

  ) ნებისმიერი საწარმოო ერთეულის საფრინველეში ფრინველის გასუქებისათვის განკუთვნილი გამოსაყენებლად სასარგებლო საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 1600 2 -;

  ) საფრინველის თითოეულ დანაყოფში დასაშვებია არაუმეტეს 3000 კვერცხისმდებელი ფრინველის განთავსება.

მუხლი 35. დამატებითი ზოგადი წესები ბოცვრებისათვის

  1. ბოცვრების კვება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) საკვების სულ მცირე 70% უნდა იქნეს იმავე მეურნეობაში დამზადებული ან, თუ ეს შეუძლებელია, ან თუ ასეთი საკვები არ არის ხელმისაწვდომი, წარმოებული უნდა იყოს სხვა ორგანულ ან კონვერსიულ საწარმოო ერთეულებთან და საკვების ოპერატორებთან თანამშრომლობით, იმავე რეგიონის საკვებისა და საკვები მასალის გამოყენებით;

  ) ბოცვრებისათვის საძოვრები ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუ პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა;

  ) ცხოველთა გამოზრდის სისტემები უნდა ეფუძნებოდეს საძოვრების მაქსიმალურ გამოყენებას, წლის სხვადასხვა პერიოდში საძოვრების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;

  ) ბალახის ნაკლებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბოჭკოვანი საკვების (ნამჯა ან თივა) მიწოდება, უხეში საკვები უნდა შეადგენდეს დღიური რაციონის არანაკლებ 60%-.

  2. ბოცვრების დაბინავებისა და მოვლა-პატრონობის პრაქტიკა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

) დაბინავების ადგილებში უნდა იყოს ცხოველებისათვის სათანადო ზომის მოსახერხებელი, სუფთა და მშრალი დასაწოლი და დასასვენებელი ადგილი, მთლიანი კონსტრუქციით, ნაპრალების გარეშე. დასასვენებელ ადგილზე გათვალისწინებული უნდა იქნეს მშრალი და სათანადო მასალით დაფარული დასაწოლი ადგილები. ქვეშსაფენის მასალად გამოყენებული უნდა იქნეს ნამჯა ან სხვა შესაბამისი ბუნებრივი მასალა. ქვეშსაფენი შეიძლება გაუმჯობესდეს ნებისმიერი იმ მინერალური პროდუქტით, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანულ წარმოებაში სასუქად ან მელიორანტად გამოყენებისთვის;

  ) ბოცვრები უნდა დაბინავდნენ ჯგუფებად;

  ) მებოცვრეობის მეურნეობებში მოსაშენებლად გამოყენებული უნდა იქნეს ღია სივრცის პირობებთან ადაპტირებული მედეგი ჯიშები;

  ) ბოცვრებს უნდა ჰქონდეთ წვდომა:

  .) გადახურულ ფარდულებამდე, სამალავების ჩათვლით;

  .) მცენარეულ საფარიან ღია სივრცეებთან, უპირატესად საძოვრებთან;

  .) როგორც შიგნით, ასევე გარეთ, შემაღლებულ ადგილებთან, სადაც შეეძლებათ დასხდომა;

  .) ყველა ბაჭიის დასაბინავებლად საკმარის მასალასთან.

მუხლი 36. დამატებითი ზოგადი წესები მეფუტკრეობისათვის

1. ფუტკრის წარმოშობასთან დაკავშირებით, ორგანული მეფუტკრეობისთვის, უპირატესობა უნდა მიენიჭოს Apis mellifera-სა და მის ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებულ ეკოტიპებს.

2. ფუტკრის კვება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) საწარმოო სეზონის (ღალიანობის) დასასრულს, პროდუქტის ამოღების შემდეგ, სკაში უნდა დარჩეს საკმარისი რაოდენობით თაფლი და მტვერი ფუტკრის გამოზამთრებისათვის;

  ) ფუტკრის ოჯახის გამოკვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ არასათანადო კლიმატური პირობების გამო მათი გადარჩენა რისკის ქვეშაა. ამ შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის გამოკვება დასაშვებია ორგანული თაფლით, ორგანული ყვავილის მტვერით, ორგანული შაქრის სიროფით ან ორგანული შაქრით.

3. დაავადებების მკურნალობა და პრევენცია უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) ჩარჩოების, სკებისა და ფიჭის დაცვის, განსაკუთრებით მავნებლებისგან დაცვის მიზნით, დასაშვებია მხოლოდ როდენტიციდებიანი მახეების (დამჭერების) და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და 59- მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ორგანული წარმოებისთვის ავტორიზებული/დაშვებული პროდუქტების და ნივთიერებების გამოყენება;

  ) დასაშვებია საფუტკრეების დეზინფექცია ფიზიკური მეთოდებითორთქლით ან ცეცხლის პირდაპირი ალით;

  ) მამალი ბარტყის განადგურება დასაშვებია მხოლოდ Varroa destructo ტკიპით ინვაზირებული ფუტკრის იზოლაციის მიზნით;

  ) თუ ყველა პრევენციული ზომების მიუხედავად, ფუტკრის ოჯახი დაავადებულია ან ინვაზირებულია, დაუყონებლივ უნდა მოხდეს მათი მკურნალობა ან აუცილებლობის შემთხვევაში, მათი სხვა საფუტკრეში მოთავსება;

  ) Varroa გვარის წარმომადგენლებით ინვაზიისას დაშვებულია რძემჟავას, მჟაუნმჟავას, ძმარმჟავას, ჭიანჭველმჟავას, ასევე მენთოლის, თიმოლის, ევკალიპტის ან ქაფურის გამოყენება;

  ) თუ მკურნალობა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და 59- მუხლებით განსაზღვრული ორგანული წარმოებისთვის ავტორიზებული/დაშვებული პროდუქტებისა და ნივთიერებებისგან განსხვავებული ქიმიურად სინთეზირებული ალოპათიური საშუალებებით, მათ შორის, ანტიბიოტიკებით, ამ მკურნალობის პერიოდში ოჯახები უნდა განთავსდეს იზოლირებულ საფუტკრეში. ცვილი მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს ორგანული საფუტკრიდან მიღებული ცვილით. ამ ოჯახებზე უნდა გავრცელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 24- მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული 12-თვიანი კონვერსიის პერიოდი.

4. ფუტკრის კეთილდღეობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

  ) დაუშვებელია თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების აღებისას ფუტკრების განადგურება ფიჭაში;

  ) დაუშვებელია დედა ფუტკრისათვის ფრთების მოჭრა.

  5. ფუტკრის დაბინავებისა და მოვლა-პატრონობის პრაქტიკა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) საფუტკრეები უნდა იყოს განთავსებული ისეთ ადგილებში, სადაც უხვად არის ხელმისაწვდომი ყვავილის ნექტარი და მტვერი, რომლის წყაროც ძირითადად ორგანული მეთოდით წარმოებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები ან, საჭიროების შემთხვევაში, ველურად მზარდი მცენარეები, არაორგანული (არაბიო) ტყეები ან ისეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურები, რომლებიც გარემოზე მხოლოდ მცირე ზეგავლენის მქონე მეთოდებით მუშავდება;

  ) საფუტკრეები უნდა განთავსდეს საკმარის მანძილზე იმ წყაროებიდან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მეფუტკრეობის პროდუქტების დაბინძურება ან მავნე ზეგავლენა იქონიოს ფუტკრების ჯანმრთელობაზე;

  ) საფუტკრეების განთავსება უნდა განხორციელდეს ისე, რომ საფუტკრის ადგილიდან 3 კმ-ის რადიუსში ყვავილის ნექტარი და მტვერი წარმოდგენილი იყოს ძირითადად ორგანული მეთოდით წარმოებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებისგან, ველურად მზარდი მცენარეების ან ისეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისგან, რომლებიც გარემოზე მხოლოდ მცირე ზეგავლენის მქონე მეთოდებით მუშავდება, რაც მეფუტკრეობის წარმოების ორგანულ სტატუსზე გავლენას ვერ იქონიებს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ ყვავილობა არ მიმდინარეობს ან ფუტკრის ოჯახები ზამთრობენ;

  ) სკები და მეფუტკრეობაში გამოყენებული დამხმარე მასალები ძირითადად დამზადებული უნდა იყოს ისეთი ბუნებრივი მასალისგან, რომლებიც გარემოსთვის ან მეფუტკრეობის პროდუქტებისათვის დაბინძურების საფრთხეს არ წარმოადგენს;

  ) ხელოვნური ფიჭისათვის ცვილის ფურცელი მიღებული უნდა იქნეს ორგანული საწარმოო ერთეულიდან;

  ) სკებში დასაშვებია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტების, მათ შორის, დინდგელის, ცვილის და მცენარეული ზეთების გამოყენება;

  ) თაფლის ამოღებისას დაუშვებელია ქიმიურად სინთეზირებული რეპელენტების გამოყენება

  ) დაუშვებელია თაფლის გამოწურვა ისეთი ფიჭისგან, რომელიც შეიცავს ფუტკრის ბარტყს;

  ) მეფუტკრეობა არ უნდა ჩაითვალოს ორგანულად, თუ ის ხორციელდება იმ რეგიონებში ან ადგილებში, რომლებიც ორგანული მეფუტკრეობისთვის ოფიციალურად არამიზანშეწონილად არის მიჩნეული.

6. ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ჩანაწერები, კერძოდ:

) ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს შესაბამისი მასშტაბის რუკა ან სკების ადგილმდებარეობის გეოგრაფიული კოორდინატები, საიდანაც მტკიცდება, რომ ფუტკრის ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი ტერიტორიები აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ეს ინფორმაცია უნდა წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოს;

) საფუტკრის რეესტრში კვებასთან დაკავშირებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გამოყენებული პროდუქტის დასახელება, თარიღები, რაოდენობა და სკები, სადაც პროდუქტი გამოიყენება;

) ყველა შესრულებული სამუშაო უნდა იყოს აღწერილი საფუტკრის რეესტრში, მათ შორის, ანათალის ათლისა და თაფლის გამოწურვის ოპერაციები. ასევე უნდა აღირიცხოს თაფლის შეგროვების რაოდენობა და ვადები;

) ზონა, სადაც მდებარეობს საფუტკრე, უნდა აღირიცხოს სკების იდენტიფიკაციასთან და გადაადგილების პერიოდთან ერთად.

 

თავი VI

წყალმცენარეებისა და აკვაკულტურის ცხოველების წარმოების წესები

  მუხლი 37. ზოგადი მოთხოვნები

1. აკვაკულტურის საქმიანობა უნდა განხორციელდეს ისეთ ადგილებში, სადაც არ ხდება იმ პროდუქტებითა და ნივთიერებებით კონტამინაცია, რომელთა გამოყენება არ არის ავტორიზებული/დაშვებული ორგანულ წარმოებაში, ან არ ხდება დაბინძურება ისეთი დამაბინძურებლებით, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს პროდუქციის ორგანულ ბუნებას.

2. ორგანული და არაორგანული საწარმოო ერთეულები სათანადოდ განცალკევებული უნდა იქნეს მინიმალური დაშორებით. ასეთი განცალკევების ზომები დამოკიდებული უნდა იქნეს ბუნებრივ ადგილმდებარეობაზე, წყლის განაწილების განცალკევებულ სისტემებზე, მანძილებზე, წყლის მოქცევაზე, ორგანული საწარმოო ერთეულის განლაგებაზე წყლის დინების ზემო ან ქვემო ნაწილში. წყალმცენარეებისა და აკვაკულტურის ცხოველების წარმოება არ ჩაითვლება ორგანულად, თუ ისინი ხორციელდება ისეთ ადგილებში ან ისეთ მხარეში, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ საქმიანობისთვის მიზანშეუწონლად არის მიჩნეული.

3. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობები განისაზღვრება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით.

4. ოპერატორმა უნდა წარადგინოს მდგრადი მართვის გეგმა, რომელიც აკვაკულტურის ცხოველების და წყალმცენარეების დამზადების საწარმოო ერთეულის თანაზომიერია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მდგრადი მართვის გეგმა ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას და უნდა შეიცავდეს აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების დეტალურ მონაცემებს, ასევე მონაცემებს გარემოს მონიტორინგის განხორციელებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა ჩატარება აუცილებელია წყალსა და ნიადაგზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, წარმოების ციკლის პერიოდში ან წლის განმავლობაში საკვები ნივთიერებების გარემოში გამოყოფასთან დაკავშირებით. გეგმაში აუცილებლად მოცემული უნდა იქნეს ტექნიკური მოწყობილობებისა და აღჭურვილობების ზედამხედველობის და შეკეთების შესახებ ქმედებები.

6. მდგრადი მართვის გეგმა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, უნდა მოიცავდეს მტაცებლების წინააღმდეგ პრევენციულ და დაცვით ღონისძიებებს.

7. საჭიროების მიხედვით, მდგრადი მართვის გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს მეზობელ(ახლო მდებარე) ოპერატორებთან კოორდინირებულად.

  8. აკვაკულტურის ცხოველებისა და წყალმცენარეების ოპერატორებმა, მდგრადი მართვის გეგმაში უნდა შეიმუშაონ ნარჩენების შემცირების განრიგი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობის დაწყებისთანავე უნდა იქნეს დანერგილი. თუ ეს შესაძლებელია, ნარჩენი სითბოს გამოყენება უნდა შეიზღუდოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით.

  9. თუ წყალმცენარეებისა და აკვაკულტურის ცხოველების დამზადებისათვის ხორციელდება სხვა ოპერაციები, გარდა გადამუშავებისა, დამზადება-დამუშავების ოპერაციების განხორციელებისას, ამ ტექნიკური რეგლამენტის 42- მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით და 43- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა შესრულდეს mutatis mutandis – შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით/გარემოებიდან გამომდინარე ცვლილებებით.

10. ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს და იყოს ხელმისაწვდომი დოკუმენტური მტკიცებულება აკვაკულტურის ცხოველების წარმოების წესებიდან ნებისმიერი გამონაკლისის ავტორიზაციის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 39- მუხლის მე-3 პუნქტისდაქვეპუნქტების შესაბამისად.

მუხლი 38. მოთხოვნები წყალმცენარეების მიმართ

1. გარდა ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებით განსაზღვრული ორგანული წარმოების ზოგადი წესები ვრცელდება წყალმცენარეების ორგანულ შეგროვებასა და წარმოებაზე. ფიტოპლანქტონთან დაკავშირებით აღნიშნული წესები ვრცელდება mutatis mutandis – შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით/გარემოებიდან გამომდინარე ცვლილებებით.

2. წყალმცენარეებისათვის კონვერსიის პერიოდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  ) წყალმცენარეების შემგროვებელი საწარმოო ერთეულისთვის კონვერსიის პერიოდი მოიცავს ექვს თვეს;

  ) წყალმცენარეების მწარმოებელი საწარმოო ერთეულის კონვერსიის პერიოდი უნდა შეადგენდეს ექვსი თვეს ან წარმოების ერთ სრულ ციკლს, იმის მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო ხანგრძლივი.

  3. წყალმცენარეების ორგანული წარმოება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) ველური წყალმცენარეებისა და მათი ნაწილების შეგროვება ორგანულ წარმოებად ითვლება, თუ:

  .) ადგილები, სადაც ისინი იზრდებიან, არის კეთილსაიმედო და აქვს მაღალი ეკოლოგიური ან მისი ეკვივალენტური სტატუსი;

  . ) თუ ისინი იზრდებიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულდაკლასის არეალებში;

  ) შეგროვება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ბუნებრივი ეკოსისტემის სტაბილურობაზე ან შეგროვების ზონაში სახეობების შენარჩუნებაზე.

  4. წყალმცენარეების კულტივირება ორგანულად ჩაითვლება, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ისეთ ადგილებში, რომელთა ეკოლოგიური და სანიტარიული მახასიათებლები, სულ მცირე ამ მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მახასიათებლების იდენტურია. ამასთანავე, გამოყენებული უნდა იქნეს წარმოების შემდეგი წესები:

  ) მდგრადი პრაქტიკა გამოყენებული უნდა იქნეს წარმოების ყველა ეტაპზე, მოუმწიფებელი (ახალგაზრდა) წყალმცენარეების მოპოვებიდან ზრდასრული წყალმცენარეების მოსავლის აღებამდე;

  ) ფართო გენეტიკური ფონდის შენარჩუნებისათვის, ბუნებრივ გარემოში მოუმწიფებელი (ახალგაზრდა) წყალმცენარეების შეგროვება უნდა განხორციელდეს რეგულარულად, რათა შენობაში განთავსებულ დანადგარებში შენარჩუნებული იქნეს და გაიზარდოს შტამების მრავალფეროვნება;

  ) დაუშვებელია სასუქების გამოყენება. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია შიდა დანადგარებში ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული, ორგანულ წარმოებაში ავტორიზებული/დაშვებული ნივთიერებებისა და მასალების გამოყენება;

  ) ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტების გამოყენების ჩანაწერები, გამოყენების თარიღის ან თარიღების, პროდუქტის დასახელების, გამოყენებული რაოდენობის, შესაბამისი პარტიების/ავზების/კონტეინერების მიხედვით მითითებით.

5. წყალმცენარეების კულტივირება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

) ზღვაში წყალმცენარეების კულტივირებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ის საკვები ნივთიერებები, რომლებიც გარემოში ბუნებრივად არსებობენ ან მიღებულია ორგანული ცხოველური აკვაკულტურიდან. უპირატესია ახლომდებარე პოლიკულტურის სისტემიდან, როგორც სისტემის ნაწილიდან, მიღებული საკვები ნივთიერებები;

  ) ხმელეთზე არსებულ ობიექტებში/დანადგარებში, რომლებშიც გამოიყენება გარე საკვები წყაროები, შემოდინებულ წყალში საკვები ნივთიერებების შემცველობა უნდა იყოს იგივე ან უფრო დაბალი, ვიდრე ჩამდინარე წყალში, რაც უნდა გადამოწმდეს. დასაშვებია მხოლოდ იმ მცენარეული ან მინერალური წარმოშობის საკვები ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად, ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ოპერატორებმა უნდა აწარმოონ ჩანაწერები ამ პროდუქტების გამოყენების შესახებ, თითოეული პროდუქტის გამოყენების თარიღის ან თარიღების, პროდუქტის დასახელების და გამოყენებული რაოდენობის, შესაბამისი პარტიების/ავზების/კონტეინერების მიხედვით მითითებით;

  ) კულტურის წარმოების სიმჭიდროვე ან ოპერაციების(წარმოების) ინტენსიურობა უნდა იქნეს აღრიცხული და შენარჩუნებული უნდა იყოს წყლის გარემოს ერთიანობა, იმ პირობით, რომ კულტივირებული იქნება წყალმცენარეების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს გარემო პირობებზე;

  ) თოკები (ბაგირები, ტროსები-ფოლადის გვარლი) და სხვა აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენება წყალმცენარეების მოშენებისთვის, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა ექვემდებარებოდეს ხელახალ გამოყენებას ან გადამუშავებას;

  6. ველური წყალმცენარეების მდგრადი შეგროვება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) შეგროვების დაწყებისთანავე უნდა მოხდეს ბიომასის ერთჯერადი შეფასება;

  ) დოკუმენტური ანგარიშები უნდა ინახებოდეს საწარმო ერთეულებში ან ობიექტზე და უნდა იძლეოდეს ოპერატორისთვის იდენტიფიცირების, ხოლო კომპეტენტური ორგანოსთვის ან მაკონტროლებელ ორგანოსთვის კი იმის გადამოწმების შესაძლებლობას, თუ შემგროვებლებმა რამდენად განახორციელეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად წარმოებული ველური წყალმცენარეების მიწოდება;

  ) შეგროვება უნდა განხორციელდეს ისე, რომ შეგროვებულმა რაოდენობამ არ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გავლენა წყლის გარემოს მდგომარეობაზე. გამოყენებული უნდა იქნეს ღონისძიებები, როგორებიცააშეგროვების მეთოდები, მინიმალური ზომები, ასაკი, რეპროდუქციული ციკლები ან დარჩენილი წყალმცენარეების ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს წყალმცენარეების აღდგენა და თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი სახეობების შეგროვება;

  ) თუ წყალმცენარეები შეგროვება ხდება ერთობლივი ან საერთო სარგებლობის ადგილიდან, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ სრული შეგროვება განხორციელდა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 39. ზოგადი მოთხოვნები აკვაკულტურის ცხოველების მიმართ

  1. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებთან ერთად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებით განსაზღვრული ორგანული წარმოების ზოგადი წესები ვრცელდება აკვაკულტურის ცხოველების ორგანულ წარმოებაზე. ეს წესები mutatis mutandis (შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით) ასევე ვრცელდება ზოოპლანქტონის, მცირე ზომის კიბოსნაირთა, როტიფერების, ჭიაყელების და წყლის სხვა საკვები ცხოველების წარმოებაზე.

  2. აკვაკულტურის ცხოველების საწარმოო ერთეულისათვის, ცხოველების კონვერსიის პერიოდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  ) ობიექტებისთვის, რომელთა წყლისგან დაცლა, გაწმენდა და დეზინფექცია შეუძლებელია, კონვერსიის პერიოდი შეადგენს 24 თვეს;

  ) ობიექტებისთვის, რომლებიც ამოშრობილი იქნა ან დამუშავებული იქნა ორთქლით, კონვერსიის პერიოდი შეადგენს 12 თვე;

  ) ობიექტებისთვის, რომლებიც დაიცალა, გაიწმინდა და ჩაუტარდა დეზინფექცია, კონვერსიის პერიოდი შეადგენს 6 (ექვსი) თვეს;

  ) წყლის ღია ობიექტებისთვის, მათ შორის, ორსაგდულიანი მოლუსკების წარმოებისთვის, კონვერსიის პერიოდი შეადგენს 3 ( სამი) თვეს.

3. აკვაკულტურის ცხოველების წარმოშობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  ) ორგანული აკვაკულტურა უნდა ეფუძნებოდეს ორგანული საწარმოო ერთეულების ორგანული სადედე ჯოგისგან მიღებულ ახალგაზრდა ცხოველების გუნდის მოშენებას;

  ) გამოყენებული უნდა იქნეს ადგილობრივი სახეობები; მოშენება მიზნად უნდა ისახავდეს ისეთი ჯიშების წარმოებას, რომლებიც უკეთესადაა შეგუებული საწარმოო პირობებს, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა კარგ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ასევე საკვები რესურსების ეფექტურ გამოყენებას. მათი წარმოშობისა და დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა მიეწოდოს კომპეტენტურ ორგანოს, ან საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელ ორგანოს;

  ) შერჩეული უნდა იქნეს ისეთი გამძლე სახეობები, რომელთა წარმოება მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ველურ (გარეულ) სახეობებს;

  ) მოშენების მიზნით დასაშვებია მეურნეობაში ბუნებრივ გარემოში დაჭერილი ან არაორგანული აკვაკულტურის ცხოველების შემოყვანა მხოლოდ სათანადოდ დასაბუთებულ, კომპეტენტური ორგანოს თანხმობის შემთხვევებში, როდესაც ორგანული წარმოშობის ცხოველები არ არის ხელმისაწვდომი ან როდესაც საწარმოო ერთეულში ახალი გენეტიკური ფონდის სანაშენე ცხოველების შემოყვანა ხდება. გუნდის გენეტიკური ფონდის გასაუმჯობესებლად. თანხმობის მიღების შემთხვევაში, ასეთი ცხოველები, სანამ მათი მოშენება დაიწყება, სულ მცირე, სამი თვის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ ორგანული მართვის სისტემაში. IUCN – International Union for Conservation of Nature; ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი)-ის წითელ ნუსხაში შეტანილ, გადაშენების პირას მყოფ, ველურ გარემოში დაჭერილ სახეობათა გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კონსერვაციის პროგრამების მიზნების გათვალისწინებით, რომლებსაც აღიარებს კონსერვაციაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანო;

  ) გამოზრდის მიზნით ველური მოზარდეული აკვაკულტურის ცხოველების შეგროვება განსაკუთრებით უნდა შეიზღუდოს შემდეგი შემთხვევებით:

  .) ტბორების, შეკავების სისტემებისა და შემოკავების ადგილების შევსებისას, თევზების ან ლიფსიტებისა და მოზარდეულების ბუნებრივი შემოდინება;

  .) ჭაობიან ადგილებში, როგორებიცაა მლაშეწყლიანი ტბორები, ზღვის მოქცევის ადგილები და სანაპირო ლაგუნები, ექსტენსიური აკვაკულტურის წარმოებისას, მეურნეობების სულადობის შევსება ისეთი ველური ლიფსიტების ან კიბოსნაირთა ლარვის სახეობებით, რომლებიც IUCN-ის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელ ნუსხაში არ არის შეტანილი, შემდეგი პირობების გათვალისწინებით, თუ:

  ..) სულადობის შევსება შეესაბამება სათანადო უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამტკიცებულ მენეჯმენტის ღონისძიებებს, რომლებიც ამ სახეობის მდგრად გამოყენებას უზრუნველყოფს;

  ..) ცხოველები იკვებებიან მხოლოდ საარსებო გარემოში არსებული ხელმისაწვდომი ბუნებრივი საკვებით;

  ) ორგანულ საწარმოო ერთეულში გამოზრდის მიზნით, მაკონტროლებელი ორგანოების თანხმობით, დასაშვებია არაუმეტეს 50% იმ სახეობების არაორგანული მოზარდეულების შემოყვანა, რომელთა ორგანული წარმოება არ ხდებოდა 2024 წლის 1 იანვრამდე, იმ პირობით, რომ წარმოების ციკლის ხანგრძლივობის, სულ მცირე, ბოლო ორი მესამედი ორგანული მართვის პირობებში ხორციელდებოდა. ეს გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ ორი წლის განმავლობაში (2029 წლის 1 იანვრამდე), და არ ექვემდებარება განახლებას.

  4. აკვაკულტურის ცხოველების მოშენება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

  ) დაუშვებელია ჰორმონებისა და მათგან წარმოებული პრეპარატების გამოყენება;

  ) დაუშვებელია ცალსქესიანი შტამების ხელოვნური წარმოება, გარდა ხელით გადარჩევისა, დაუშვებელია ასევე პოლიპლოიდიის ინდუქცია, ხელოვნური ჰიბრიდიზაცია და კლონირება;

  ) შერჩეული უნდა იქნეს სათანადო შტამები.

  5. ზღვის სახეობის ახალგაზრდა ცხოველების წარმოებისათვის დასაშვებია სპეციალური კონსტრუქციების (სასურველიამეზოკოსმისაანდიდი ტევადობის“) გამოყენება, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  ) პირველადი ჩასმის სიმჭიდროვე ერთ ლიტრზე არ უნდა შეადგენდეს 20 კვერცხსა ან ლარვაზე ნაკლებს;

  ) ლარვის გამოსაზრდელი ცისტერნა არ უნდა იყოს 20 3 -ზე ნაკლები მოცულობის;

  ) ლარვა უნდა იკვებებოდეს პლანქტონით, რომელიც ბუნებრივად ვითარდება იმავე ცისტერნაში, მას შეიძლება დაემატოს ფიტოპლანქტონი და ზოოპლანქტონი გარედან.

6. ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს ცხოველების წარმოშობის შესახებ ჩანაწერები, რომლებშიც ცხოველები იდენტიფიცირებულია ცხოველების ან ცხოველთა ჯგუფების მიხედვით, აღნიშნულია ცხოველთა შემოსვლის თარიღი და სახეობრივი ტიპი, რაოდენობა, ორგანული ან არაორგანული სტატუსი და გარდამავალი პერიოდი.

  7. აკვაკულტურის ცხოველების კვება უნდა განხორციელდეს შემდგი მოთხოვნების შესაბამისად:

  ) თევზების, კიბოსნაირებისა და კანეკლიანების კვებისათვის გამოიყენება შემდეგი წესები:

  .) მათი გამოკვება უნდა მოხდეს საკვებით, რომელიც აკმაყოფილებს ცხოველთა კვებასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებებს, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე;

  .) კვების რაციონი უნდა შემუშავდეს შემდეგი უპირატესი თანმიმდევრობით:

  ..) ცხოველების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;

  ..) პროდუქტის მაღალი ხარისხი, პროდუქტის კვებითი შედგენილობის ჩათვლით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკვებად განკუთვნილი საბოლოო პროდუქტის მაღალი ხარისხი;

  ..) გარემოზე დაბალი ზეგავლენა;

  .) საკვების მცენარეული წარმოშობის ფრაქცია უნდა იყოს ორგანული, ხოლო წყლის ცხოველებისგან წარმოებული საკვების ფრაქცია წარმოშობილი უნდა იყოს ორგანული აკვაკულტურის ან თევზსარეწი მეურნეობებიდან, რომელიც კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებული სქემით სერტიფიცირებულია, როგორც მდგრადი;

  . ) არაორგანული წარმოშობის მცენარეული, ცხოველური, წყალმცენარეების ან საფუვრის საკვები მასალა, მინერალური ან მიკრობული წარმოშობის საკვები მასალები, ცხოველის საკვების დანამატები და გადამუშავების დამხმარე საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დასაშვებია;

  .) დაუშვებელია ზრდის სტიმულატორებისა და სინთეზური ამინმჟავების გამოყენება;

  ) ორსაგდულიანი მოლუსკებისა და იმ სხვა სახეობების კვებისათვის, რომლებიც ბუნებრივი პლანქტონით იკვებება და არა ადამიანის მიერ, გამოიყენება შემდეგი წესები:

  .) ასეთმა ბიოფილტრატორმა ცხოველებმა კვებითი მოთხოვნები უნდა დაიკმაყოფილონ ბუნებიდან, გარდა იმ მოზარდეულებისა, რომელთა მოშენება ინკუბატორებსა და ოჩხებში ხდება;

  .) გამოსაზრდელი ადგილები, კეთილდღეობის თვალსაზრისით, უნდა იყოს კეთილსაიმედო, ჰქონდეს მაღალი ეკოლოგიური ან კარგი გარემოსდაცვითი სტატუსი ან სათანადო ეკვივალენტური ხარისხის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კლასების შესაბამისად;

  ) მტაცებელი აკვაკულტურის ცხოველებისათვის საკვების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგი პრიორიტეტების გათვალისწინებით:

  .) აკვაკულტურის წარმოშობის ორგანული საკვები;

  .) თევზის ფქვილი და თევზის ქონი, რომლებიც წარმოებულია ორგანული აკვაკულტურის ანაჭერებისგან და მიღებულია თევზისგან, კიბოსნაირებისგან ან მოლუსკებისგან;

  .) თევზის ფქვილი, თევზის ქონი და თევზისგან მიღებული ცხოველის საკვების მასალა, რომლებიც მიღებულია ადამიანის მოხმარებისთვის დაჭერილი თევზის, კიბოსნაირების ან მოლუსკების ანაჭერებისგან მდგრად თევზსარეწ მეურნეობებში;

  .) თევზის ფქვილი, თევზის ქონი და თევზისგან მიღებული ცხოველის საკვების მასალა, რომლებიც მიღებულია მდგრად თევზსარეწ მეურნეობებში დაჭერილი იმ მთლიანი თევზისგან, კიბოსნაირებისგან ან მოლუსკებისგან, რომლებიც არ მოიხმარება ადამიანის მიერ;

  .) მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ორგანული საკვები მასალები; მცენარეული მასალა არ უნდა აღემატებოდეს ინგრედიენტების მთელი რაოდენობის 60% -.

  ) გარკვეული სახეობების აკვაკულტურის ცხოველთა სპეციფიკური კვებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი წესები:

  .) გამოზრდის ფაზაში შიგა წყლების თევზი, Penaeidae- ოჯახის კრევეტების, მტკნარი წყლის კრევეტები და ტროპიკული მტკნარი წყლის თევზის გამოკვება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ..) მათი გამოკვება უნდა მოხდეს ტბორებსა და ტბებში ბუნებრივად ხელმისაწვდომი საკვებით;

  ..) იმ შემთხვევაში, თუ..ქვეპუნქტით განსაზღვრული ბუნებრივი საკვები არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი რაოდენობით, გამოყენებული უნდა იქნეს მცენარეული წარმოშობის ორგანული საკვები, სასურველია უშუალოდ ფერმაში მოყვანილი, ან შესაძლებელია წყალმცენარეების გამოყენება. ოპერატორებმა დოკუმენტურად უნდა დაასაბუთონ დამატებითი საკვების გამოყენების აუცილებლობა;

  ..) თუ ბუნებრივი საკვების შევსება ხდება..ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად:

  ...) Penaeidae- ოჯახის კრევეტებისა და მტკნარი წყლის კრევეტების (Macrobrachium spp.) კვების რაციონი შეიძლება შედგებოდეს არაუმეტეს 25% თევზის ფქვილისა და არაუმეტეს 10% თევზის ქონისგან, რომლებიც მიღებულია მდგრადი თევზსარეწი მეურნეობებიდან

  ...) სიამის ლოქოს (Pangasius spp.) კვების რაციონი შეიძლება შედგებოდეს არაუმეტეს 10% თევზის ფქვილისგან ან თევზის ქონისგან, რომელიც მიღებულია მდგრადი თევზსარეწ მეურნეობებიდან;

  ...) გამოზრდის ფაზაში და განვითარების უფრო ადრეულ საფეხურებზე ინკუბატორებსა და ტბორებში, ორგანული ქოლესტეროლის გამოყენება ნებადართულია პენეიდის ოჯახის კრევეტებისა და მტკნარი წყლის კრევეტების (Macrobrachium spp.) კვების რაციონის საჭიროების უზრუნველსაყოფად;

  ) ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს ჩანაწერები კვების სპეციფიკური რეჟიმების შესახებ, კერძოდ, საკვების დასახელების, რაოდენობის, დამატებითი საკვების გამოყენებისა და შესაბამისი გამოკვებილი ცხოველების/ ცხოველთა გუნდების შესახებ.

  8. აკვაკულტურის ცხოველების ჯანმრთელობის დაცვისათვის დაავადებების პრევენცია უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) დაავადებების პრევენცია უნდა ემყარებოდეს ცხოველების ოპტიმალურ პირობებში სათანადო განთავსებას, ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების მოთხოვნები წყლის სათანადო ხარისხის, წყლის დინების და მიმოცვლის სიჩქარის მიმართ, მეურნეობების ოპტიმალური სტრუქტურა, მოშენებისა და მართვის სანიმუშო პრაქტიკა, მათ შორის შენობების რეგულარული დასუფთავება და დეზინფექცია, მაღალი ხარისხის ცხოველის საკვების მიწოდება, ცხოველების სათანადო სიმჭიდროვე, ჯიშებისა და შტამების შერჩევა;

  ) დასაშვებია იმუნოლოგიური ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატების გამოყენება;

  ) ცხოველთა ჯანმრთელობის მართვის გეგმაში დეტალურად უნდა იქნეს მოცემული ინფორმაცია ბიოუსაფრთხოებისა და დაავადებათა პრევენციის შესახებ, იგი უნდა მოიცავდეს წერილობით შეთანხმებას კვალიფიციურ სამსახურთან ვეტერინარული კონსულტაციების თაობაზე, რომელიც საწარმოო ერთეულის საქმიანობის თანაზომიერი იქნება და რომელიც განახორციელებს მეურნეობაში ვიზიტს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ხოლო ორსაგდულიანი მოლუსკების შემთხვევაშისულ მცირე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ;

  ) მეურნეობაში არსებული სისტემები, ინვენტარი და აღჭურვილობა სათანადოდ უნდა გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია;

  ) ბიოლოგიური დაბინძურების გამომწვევი ორგანიზმები მოცილებული უნდა იქნეს მხოლოდ ფიზიკური მეთოდებით ან ხელით და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაშვებული უნდა იქნეს ზღვაში ფერმიდან დაშორებით;

  ) აღჭურვილობისა და სათავსოების დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული, ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებების გამოყენება

  ) აკვაკულტურის საწარმო ერთეულის დაცლა(მოცდენა) უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების შესაბამისად:

  .) კომპეტენტურმა ორგანომ ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელმა ორგანომ, უნდა განსაზღვროს დაცლის (მოცდენის) საჭიროება და მისი ხანგრძლივობის პერიოდი, რომელიც გამოყენებული და რეგისტრირებული უნდა იქნეს დოკუმენტურად, წარმოების თითოეული ციკლის შემდეგ, ღია ტიპის წყლის შემაკავებელ სისტემებში;

  .) სავალდებულო არ არის ორსაგდულიანი მოლუსკების მოშენებისას;

  .) დაცლის (მოცდენის) პერიოდში ოჩხები ან სხვა სტრუქტურები, რომლებიც აკვაკულტურის ცხოველის წარმოებისას გამოიყენება, უნდა დაიცალოს, ჩაუტარდეს დეზინფექცია და დარჩეს ცარიელი მის ხელახლა გამოყენებამდე;

  ) აუცილებლობის შემთხვევაში, შეუჭმელი თევზის საკვები, ფეკალიები და მკვდარი ცხოველები დროულად უნდა იქნეს მოცილებული, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების რისკის თავიდან აცილებისთვის, კერძოდ, წყლის ხარისხის, დაავადების რისკების მინიმუმამდე შემცირებისა და მწერების ან მღრღნელების მოზიდვის თავიდან ასაცილებლად;

  ) ულტრაიისფერი სინათლისა და ოზონის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ინკუბატორებსა და ოჩხებში;

  ) ექტოპარაზიტების ბიოლოგიური კონტროლისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს გამწმენდი თევზის, ასევე მტკნარი წყლის, ზღვის წყლისა და ნატრიუმის ქლორიდის ხსნარების გამოყენებას.

9. აკვაკულტურის ცხოველების ჯანმრთელობის დაცვისათვის ვეტერინარული მკურნალობა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) დაავადების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცხოველს ტანჯვა. ქიმიურად სინთეზირებული ალოპათიური ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის, ანტიბიოტიკები, შეიძლება გამოყენებული იქნეს საჭიროების შემთხვევაში მკაცრი პირობების დაცვით, ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიტოთერაპიული, ჰომეოპათიური და სხვა საშუალებების გამოყენება არამართებულია. საჭიროების შემთხვევაში უნდა დაწესდეს მკურნალობის კურსთან და ლოდინის პერიოდთან დაკავშირებული შეზღუდვები;

  ) დასაშვებია ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მკურნალობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

  ) თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიუხედავად, წარმოიქმნება აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის პრობლემა, დასაშვებია ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება შემდეგი უპირატესი თანმიმდევრობით:

  .) მცენარეებისგან, ცხოველებისგან ან მინერალებისგან მიღებული ნივთიერებები ჰომეოპათიური ხსნარების სახით;

  .) მცენარეები და მათი ექსტრაქტები, რომლებსაც არ აქვთ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;

  .) ნივთიერებები, როგორებიცაა მიკროელემენტები, მეტალები, ბუნებრივი იმუნოსტიმულატორები ან ნებადართული პრობიოტიკები;

  ) ალოპათიური მკურნალობის გამოყენება უნდა შემოიფარგლებოდეს წელიწადში მკურნალობის ორი კურსით, გარდა ვაქცინაციისა და სავალდებულო განადგურების პროგრამებისა. თუ წარმოების ციკლის ხანგრძლივობა ერთ წელიწადზე ნაკლებია, ალოპათიური მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი კურსით. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეზღუდვები გადაჭარბებულია, შესაბამისი აკვაკულტურის ცხოველები არ უნდა გაიყიდოს, როგორც ორგანული პროდუქტი;

  ) პარაზიტების საწინააღმდეგო მკურნალობა, გარდა სავალდებულო საკონტროლო სქემებით მკურნალობისა, უნდა შეიზღუდოს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  .) ორაგულისათვის, მკურნალობა უნდა განხორციელდეს წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ ან წელიწადში ერთხელ, როდესაც წარმოების ციკლი 18 თვეზე ნაკლებია;

  .) ყველა სხვა სახეობისათვის, ორაგულის გარდა, მკურნალობა უნდა განხორციელდეს წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ ან წელიწადში ერთხელ, როდესაც წარმოების ციკლი 12 თვეზე ნაკლებია;

  .) ყველა სხვა სახეობისათვის, ჯამში მკურნალობა უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ ოთხჯერ, მიუხედავად სახეობის საწარმოო პროცესის ხანგრძლივობისა.

  ) ლოდინის პერიოდი, ალოპათიური ვეტერინარული მკურნალობისა და პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავებისას, მათ შორის, სავალდებულო კონტროლისა და განადგურების პროგრამებით გათვალისწინებული დამუშავების დროს, უნდა იყოს პრეპარატზე მითითებული ლოდინის პერიოდზე ორჯერ მეტი, ან თუ ასეთი პერიოდი მითითებული არ არის, ლოდინის პერიოდი უნდა შეადგენდეს 48 საათს (იგულისხმება 1000 გრადუსდღე თევზის ხორცისთვის, გამოიანგარიშება შემდეგნაირად: წყლის ტემპერატურა გრადუს ცელსიუსში გამრავლებული მკურნალობის დასრულებიდან გასული დღეების რაოდენობაზე, მაგ., 1000 გრადუს/დღისთვის საჭიროა დაყოვნება 100 დღის განმავლობაში 10°C-ზე ან 200 დღის განმავლობაში 5°C ტემპერატურაზე) ან 48 საათი სხვა პროდუქტებისთვის; 500 degree days for fish meat (this is calculated by dividing 500 by the mean temperature of the water in degrees Celsius);

  ) აკვაკულტურის ცხოველების ორგანულ პროდუქტად გაყიდვამდე, ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატების ნებისმიერი გამოყენება ცნობილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოსთვის, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოსთვის. გუნდი, რომელსაც მკურნალობა ჩაუტარდა, ნათლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული.

  10. ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს დაავადების პროფილაქტიკის ზომების შესახებ ჩანაწერები, სადაც მოცემულია დაცლის, გაწმენდისა და წყლის დამუშავების, გამოყენებული ვეტერინარული და სხვა პარაზიტების საწინააღმდეგო მკურნალობის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, მითითებულია მკურნალობის თარიღი, დიაგნოზი, დოზირება, სამკურნალო პროდუქტის დასახელება და ვეტერინარული დანიშნულება, და სადაც შესაძლებელია, ასევე გამოყენების შემდეგ ლოდინის პერიოდები, სანამ აკვაკულტურის პროდუქტების ორგანული სტატუსით გაყიდვა და ეტიკეტირება გახდება შესაძლებელი.

  11. აკვაკულტურის ცხოველების მოშენების და მოვლა-პატრონობის პრაქტიკა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) აკვაკულტურის ცხოველის წარმოებისათვის დაუშვებელია ჩაკეტილი რეცირკულირებადი აკვაკულტურის გამოყენება. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ინკუბატორებზე, ოჩხებზე ან იმ მოწყობილობებზე, რომელიც გამოიყენება ორგანული საკვები ორგანიზმების სახეობების წარმოებისათვის;

  ) წყლის ხელოვნური გათბობა ან გაციება დასაშვებია მხოლოდ ინკუბატორებსა და სანაშენეებში. დასაშვებია წარმოების ყველა ეტაპზე, წყლის გასათბობად ან გასაციებლად, ბუნებრივი ჭაბურღილის წყლის გამოყენება;

  ) აკვაკულტურის ცხოველების მოშენებისათვის საწარმოო ინფრასტრუქტურა უნდა ითვალისწინებდეს სახეობების სპეციფიკურ საჭიროებებს, კერძოდ:

  .) აკვაკულტურის ცხოველებს უნდა ჰქონდეთ კეთილდღეობისთვის საკმარისი სივრცე და სათანადო ჩასმის სიმჭიდროვე;

  .) აკვაკულტურის ცხოველები უნდა იმყოფებოდნენ სათანადო ხარისხის წყალში, შენარჩუნებული უნდა იქნეს წყლის სათანადო ნაკადურობა და მიმოცვლის შესაბამისი სიჩქარე, ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა და მეტაბოლიტების დაბალი დონე;

  .) გეოგრაფიული ადგილის გათვალისწინებით, აკვაკულტურის ცხოველები უნდა იმყოფებოდნენ სახეობებისათვის საჭირო სათანადო ტემპერატურისა და სინათლის პირობებში;

  ) თევზის ჩასმის სიმჭიდროვის თევზის კეთილდღეობაზე გავლენის შეფასებისათვის, უნდა განხორციელდეს თევზის მდგომარეობის (მაგალითად, ფარფლების დაზიანება, სხვა ტრავმები, ზრდის კოეფიციენტი, გამოხატული ქცევა და ზოგადი ჯანმრთელობა) და წყლის ხარისხის მონიტორინგი. ამავე დროს:

  .) მტკნარი წყლის თევზისათვის ფსკერის ტიპი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ბუნებრივ პირობებთან;

  .) კობრისა და მსგავსი სახეობებისათვის:

...) ფსკერი წარმოდგენილი უნდა იქნეს ბუნებრივი გრუნტით;

  ..) ტბორებისა და ტბების ორგანული და მინერალური განოყიერება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სასუქებითა და ნიადაგების მელიორანტებით, რომელთა გამოყენება ორგანულ წარმოებაში დასაშვებია ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, არაუმეტეს 20 კგ აზოტი/ჰა-ზე რაოდენობით;

  ..) საწარმოს წყლებში არსებული ჰიდროფიტებისა და მცენარეული საფარის მიმართ დაუშვებელია სინთეზური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება;

  ) ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს ცხოველთა კეთილდღეობის და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და ტექნიკური ღონისძიებების შესახებ ჩანაწერები. ტბორებისა და ტბების განოყიერების შემთხვევაში, ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს სასუქებისა და ნიადაგის მელიორანტების გამოყენების ჩანაწერები, რაც მოიცავს ინფორმაციას მათი შეტანის თარიღის, პროდუქტის დასახელების, გამოყენებული რაოდენობის და გამოყენებული ადგილის შესახებ;

  ) წყლის შემაკავებელი სისტემების დიზაინმა და კონსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს ნაკადის ის სიჩქარე და ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და აკმაყოფილებენ მათ ქცევით საჭიროებებს;

  ) ხმელეთზე არსებული გამოსაზრდელი ერთეულები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  .) წყლის ნაკადის სისტემები უნდა იძლეოდეს წყლის შემავალი და გამავალი ნაკადის სიჩქარისა და ხარისხის მონიტორინგის განხორციელების საშუალებას;

  .) პერიმეტრის (საზღვარი ხმელეთსა და წყალს შორის) ტერიტორიის არანაკლებ 10% უნდა შედგებოდეს ბუნებრივი მცენარეული საფარისგან;

  ) ზღვაზე არსებული შეკავების სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  .) მათი განთავსება უნდა მოხდეს ისეთ ადგილებში, სადაც წყლის დინება, სიღრმე და წყლის მასის ცვლილების სიჩქარე საკმარისია, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მათი ზემოქმედება ზღვის ფსკერსა და მის მიმდებარე წყალსატევზე;

  .) ოჩხებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კონსტრუქცია, აგებულება, რათა, საარსებო გარემოს გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნეს მათი ტექნიკური მომსახურება;

  ) შემაკავებელი სისტემების კონსტრუქცია, განლაგება და ექსპლოატაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს თევზის ოჩხ(ებ)იდან გადინების რისკი;

  ) თევზის ან კიბოსნაირების გადინების შემთხვევაში, ადგილობრივ ეკოსისტემაზე გავლენის შესამცირებლად, გატარებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები, საჭიროების შემთხვევაში ხელახალი ჭერა. სავალდებულოა შესაბამისი აღრიცხვის ჩანაწერების წარმოება;

  ) აკვაკულტურის ცხოველების ოჩხებში, ტბორებში, ავზებში(რეზერვუარებში) ან წყალსარინებში წარმოებისთვის, ფერმები აღჭურვილი უნდა იქნეს ბუნებრივი ფილტრებით, გამოსალექი ტბორებით, ბიოლოგიური ან მექანიკური ფილტრებით, რათა შესაძლებელი იქნეს ნარჩენი საკვები ნივთიერებების შეგროვება, ან იმ წყალმცენარეების ან ცხოველების (ორსაგდულიანი მოლუსკების) გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ ჩამდინარე წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. საჭიროების შემთხვევაში, რეგულარული ინტერვალებით უნდა ჩატარდეს ჩამდინარე წყლების მონიტორინგი.

  12. აკვაკულტურის ცხოველების კეთილდღეობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

  ) ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს აკვაკულტურის ცხოველების მოშენება-მოვლაში უნდა ფლობდეს საბაზისო ცოდნასა და უნარებს ამ ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის;

  ) აკვაკულტურის ცხოველების დამუშავება მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და ჩატარდეს მაქსიმალური სიფრთხილით. დამუშავებით გამოწვეული სტრესისა და ფიზიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, გამოყენებული უნდა იქნეს სათანადო აღჭურვილობა და პროტოკოლები. ნარკოზის გამოყენების შემთხვევაში, სადედე ჯოგის დამუშავება უნდა განხორციელდეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ფიზიკური დაზიანება და სტრესი. დახარისხების ოპერაციები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და სრულდებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს თევზის კეთილდღეობისათვის არის აუცილებელი;

  ) ხელოვნური განათების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი შეზღუდვები:

  .) დღე-ღამის განმავლობაში დღის სინათლის გასახანგრძლივებლად, ხელოვნური განათების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს იმ მაქსიმალურ დროს, რომელსაც ითვალისწინებს ცხოველების ეთოლოგიური საჭიროებები, გეოგრაფიული პირობები და ცხოველების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 14 საათს დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია რეპროდუქციული მიზნებისათვის;

  .) სინათლის გადართვისას არ უნდა მოხდეს სინათლის ინტენსიურობის მკვეთრი ცვლილებები, სინათლის სიმკვეთრის რეგულირებით ან ფონური განათების გამოყენებით;

  ) ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად დასაშვებია აერაციის გამოყენება. მექანიკური აერატორები სასურველია მუშაობდეს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებულ ენერგიით;

  ) ჟანგბადის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს აუცილებელია ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, ასევე წარმოების ან ტრანსპორტის კრიტიკულ პერიოდებში მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  .) ტემპერატურის ცვლილების, ატმოსფერული წნევის ვარდნის ან წყლის შემთხვევითი დაბინძურების განსაკუთრებული შემთხვევების დროს;

  .) გუნდის მართვის პერიოდული პროცედურების ჩატარებისას, როგორებიცაა ნიმუშების აღება და გადარჩევა;

  .) ფერმის გუნდის გადარჩენის უზრუნველსაყოფად;

 .) ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს ჩანაწერები, რომლებშიც მითითებულია, მოხდა თუ არა ჟანგბადის გამოყენება ამ პუნქტისქვეპუნქტის.”, „.ან.ქვეპუნქტების შესაბამისად.

  ) აკვაკულტურის ცხოველების ტრანსპორტირების ხანგრძლივობის მინიმუმამდე შემცირებისთვის, მიღებული უნდა იქნეს სათანადო ზომები;

  ) ცხოველის მთელი არსებობის განმავლობაში, მათ შორის, დაკვლის დროსაც, ნებისმიერი ტკივილი, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი;

  ) დაუშვებელია თვალის აბლაცია და მსგავსი პრაქტიკა, როგორებიცაა ლიგატურის დადება, გაკერვა და გაჭრა;

  ) გამოყენებული უნდა იქნეს მოკვლის/დაკვლის ისეთი ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს თევზის დაუყოვნებლივ გათიშვას, რათა მან არ იგრძნოს ტკივილი. მოკვლამდე/დაკვლამდე დამუშავებით თევზი არ უნდა დაზიანდეს, ამავდროულად ტკივილი და სტრესი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მოკვლის/დაკვლის ოპტიმალური მეთოდების შერჩევისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს დაჭერილი რაოდენობის ზომები, სახეობებისა და წარმოების ადგილებში განსხვავებები.

მუხლი 40. დეტალური წესები მოლუსკებისათვის

1. მოლუსკების ჩანასახის წარმოშობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  ) ორსაგდულიანი მოლუსკებისათვის დაშვებულია საწარმოო ერთეულში გარედან შემოტანილი ველური ჩანასახის გამოყენება, იმ პირობით, თუ გარემოს არ მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით და თუ ველური ჩანასახი მიღებულია:

  .) პოპულაციისაგან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, გადარჩნენ ზამთრის პირობებში ან მათი რაოდენობა აჭარბებს მოთხოვნას

  .) კოლექტორებზე მოლუსკების ჩანასახების ბუნებრივი დასახლებისას;

  ) ხამანწკების Crassostrea gigas- ოჯახის წარმომადგენლებისათვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს გუნდს, რომელთა გამრავლება/მოშენება შერჩევით ხორციელდება ველურ ბუნებაში ქვირითის შესამცირებლად;

  ) ჩანაწერებში მითითებული უნდა იქნეს, როგორ, სად და როდის იქნა შეგროვებული ველური ჩანასახი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს შეგროვების ზონამდე მიკვლევადობა;

  ) ველური ჩანასახის შეგროვება დასაშვებია მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს თანხმობის შემთხვევაში.

  2. მოშენება და მოვლა-პატრონობის პრაქტიკა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) წარმოება შეიძლება განხორციელდეს იმავე აკვატორიის პოლიკულტურულ სისტემაში, სადაც ხდება ორგანული თევზების და წყალმცენარეების წარმოება. აღნიშნული ასახული უნდა იქნეს მდგრადი მართვის გეგმაში. ორსაგდულიანი მოლუსკები ასევე შეიძლება მოშენებული იქნეს პოლიკულტურულ სისტემაში მუცელფეხიან მოლუსკებთან (მაგ., ნაპირის ლოკოკინასთანლიტორინებთან) ერთად;

  ) ორგანული ორსაგდულიანი მოლუსკის წარმოება უნდა განხორციელდეს ზონებში, რომლის საზღვრები დადგენილია ბოძებით, ტივტივებით ან სხვა მკაფიო ნიშნულით, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შემოისაზღვროს ბადით, გალიებით ან სხვა ხელოვნური საშუალებებით;

  ) ორგანული მოლუსკების მეურნეობებმა უნდა შეამცირონ რისკები კონსერვაციას დაქვემდებარებული სახეობებისთვის. ბადეების კონსტრუქციამ, რომლებიც გამოიყენება მტაცებლებისათვის, არ უნდა დააზიანოს მყვინთავი ფრინველები.

  3. მოლუსკების კულტივირება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) ორგანულ წარმოებაში დასაშვებია კულტივირება მიდიებისთვის განკუთვნილ ტროსებზე, ასევე სხვა მეთოდების გამოყენება, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით თანახმად, დასაშვებია ორგანულ წარმოებაში;

  ) მოლუსკების ბუნებრივი მოშენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგროვებისა და გამოზრდის ადგილებზე ეს არ გამოიწვევს გარემოზე რაიმე მნიშვნელოვან ზემოქმედებას. მდგრადი განვითარების გეგმაში, ცალკე თავად (ნაწილად) მოცემული უნდა იქნეს კვლევა და ანგარიში, რომელიც ადასტურებს გარემოზე მინიმალურ ზეგავლენას. ოპერატორი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე კომპეტენტურ ორგანოს და, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელ ორგანოებს წარუდგინოს აღნიშნული დოკუმენტები.

  4. მოლუსკების ფერმის მართვა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) წარმოებაში გამოყენებული მოლუსკების სიმჭიდროვე არ უნდა აღმატებოდეს კონკრეტულ მხარეში არაორგანული მოლუსკების წარმოებისათვის განსაზღვრულ სიმჭიდროვეს. გადარჩევა, შეთხელება და მოლუსკების სიმჭიდროვის კორექტირება უნდა განხორციელდეს ბიომასის შესაბამისად და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ცხოველთა კეთილდღეობა და პროდუქციის მაღალი ხარისხი;

  ) ბიოლოგიური დაბინძურების გამომწვევი ორგანიზმები მოცილებული უნდა იქნეს მხოლოდ ფიზიკური მეთოდებით ან ხელით და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაშვებული უნდა იქნეს ზღვაში, მოლუსკების ფერმიდან დაშორებით. დაშვებულია წარმოების ციკლის განმავლობაში ერთხელ, კონკურენტი ორგანიზმების წინააღმდეგ, დამუშავება კირიანი ხსნარით.

  5. ხამანწკების კულტივირება უნდა განხორციელდეს შემდეგი სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) დაშვებულია ხამანწკების კულტივირება სადგამიან (პლატფორმიან) ტომრებში/ჩანთებში;

  ) ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული სადგამიანი (პლატფორმიან) ტომრები/ჩანთები ან სხვა კონსტრუქციები მოწყობილი უნდა იქნეს ისე, რომ სანაპირო ზოლის გასწვრივ არ წარმოიქმნას მთლიანი ბარიერი;

  ) წარმოების ოპტიმიზაციისთვის ახალგაზრდა ხამანწკები ფრთხილად უნდა განთავსდეს პლასტებზე ზღვის მიმოქცევით გამოწვეული დინების მიმართულების გათვალისწინებით.

 

თავი VII

გადამუშავებული სურსათის წარმოების წესები

  მუხლი 41. მოქმედების სფერო

გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და მე-11 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, გადამუშავებული სურსათის ორგანულ წარმოებაზე ვრცელდება ამ თავით განსაზღვრული წესები.

  მუხლი 42. გადამუშავებული სურსათის წარმოების ზოგადი მოთხოვნები

  1. სურსათის გადასამუშავებლად გამოყენებული საკვებდანამატები, გადამუშავების დამხმარე ტექნოლოგიური დანამატების, სხვა ნივთიერებები და ინგრედიენტები, ასევე გადამუშავების ნებისმიერი გამოყენებული მეთოდი, მაგ., შებოლვა, უნდა შეესაბამებოდეს წარმოების სანიმუშო (კარგი) პრაქტიკის (GMP – Good manufacturing practice ) პრინციპებს.

  2. გადამუშავებული სურსათის მწარმოებელმა ოპერატორებმა უნდა დანერგონ და სისტემატურად განაახლონ სათანადო პროცედურები, კრიტიკული ეტაპების იდენტიფიცირების საფუძველზე;

  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურები უნდა უზრუნველყოფდნენ წარმოებული გადამუშავებული სურსათის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

  4. ოპერატორი ვალდებულია დანერგოს და დაიცვას ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურები და განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

  ) მიიღოს პრევენციული და სიფრთხილის ზომები და შეინახონ ამ ზომებთან დაკავშირებული ჩანაწერები;

  ) განახორციელოს დასუფთავების სათანადო ღონისძიებები, ჩაატაროს ეფექტიანობის მონიტორინგი და აწარმოოს ამ ღონისძიებების აღრიცხვის ჩანაწერები;

  ) უზრუნველყოს, რომ არაორგანული პროდუქტები ორგანული წარმოების ნიშანდებით არ იქნება განთავსებული ბაზარზე.

  5. ორგანული, კონვერსიული და არაორგანული გადამუშავებული სურსათის დამზადება-დამუშავება უნდა იყოს დროში და სივრცეში ერთმანეთისგან განცალკევებული. თუ შესაბამის საწარმოო ერთეულში ორგანული, კონვერსიული და არაორგანული პროდუქტების ნებისმიერი კომბინაციით წარმოება ან შენახვა ხორციელდება შესაბამის დანადგარში, ოპერატორი ვალდებულია:

  ) ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს;

  ) უწყვეტად ჩაატაროს გადამუშავების ოპერაციები წარმოების ციკლის დასრულებამდე ისე, რომ ნებისმიერი სხვა ტიპის სურსათი (ორგანული, კონვერსიული ან არაორგანული) დროში ან სივრცეში გაიმიჯნოს წარმოებისას გამოყენებული ანალოგიური ოპერაციებისგან;

  ) ორგანული, კონვერსიული და არაორგანული სურსათი, გადამუშავებამდე და გადამუშავების შემდეგ შეინახოს დროში ან სივრცეში ერთმანეთისგან გამიჯნულად;

  ) აწარმოოს და განაახლოს ჩანაწერები გადამუშავების ყველა ოპერაციისა და გადამუშავებული სურსათის რაოდენობის შესახებ;

  ) ორგანული, კონვერსიული და არაორგანული სურსათის ერთმანეთთან შერევის ან შეცვლის თავიდან ასაცილებლად, მიიღოს აუცილებელი ზომები ცალკეული პარტიების იდენტიფიკაციისათვის;

  ) ორგანულ ან კონვერსიულ სურსათთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელოს მხოლოდ საწარმოო აღჭურვილობა/მოწყობილობების სათანადო დასუფთავების შემდეგ.

6. დაუშვებელია იმ პროდუქტების, ნივთიერებების და მეთოდების გამოყენება, რომლებიც აღადგენენ ორგანული სურსათის გადამუშავებისა და შენახვის პროცესში დაკარგულ თვისებებს, რომლებიც ახდენენ ორგანული სურსათის გადამუშავებისას დაუდევრობით გამოწვეული შედეგების კორექტირებას ან, რომლებმაც, შეიძლება მომხმარებელი სხვაგვარად შეიყვანოს შეცდომაში, სურსათის ნამდვილ ბუნებასთან დაკავშირებით.

7. ოპერატორებმა ხელმისაწვდომად უნდა შეინახონ დოკუმენტური მტკიცებულებები გადამუშავებული ორგანული სურსათი წარმოებისთვის არაორგანული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების გამოყენების ავტორიზაციის შესახებ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-60 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, თუ მათ მიიღეს ან გამოიყენეს ასეთი ავტორიზაცია.

მუხლი 43. დეტალური მოთხოვნები გადამუშავებული სურსათის წარმოებისთვის

  1. გადამუშავებული ორგანული სურსათის შემადგენლობის მიმართ დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

  ) სურსათის წარმოება უნდა განხორციელდეს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების, ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისგან, რომლებიც გამოიყენება, როგორც სურსათი. იმის დასადგენად, წარმოებულია თუ არა სურსათი ძირითადად ამ პროდუქტებისგან, დამატებული წყალი და მარილი მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული;

  ) დაუშვებელია ორგანული ინგრედიენტის გამოყენება ანალოგიურ არაორგანულ ინგრედიენტთან ერთად;

  ) დაუშვებელია კონვერსიული ინგრედიენტის გამოყენება ანალოგიურ არაორგანულ ან ორგანულ ინგრედიენტთან ერთად.

  2. სურსათის გადამუშავებისას განსაზღვრული პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

) სურსათის გადამუშავებისას დასაშვებია მხოლოდ იმ საკვებდანამატების, გადამუშავების დამხმარე ტექნოლოგიური დანამატების და არაორგანული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების გამოყენება, რომელიც დაშვებულია ორგანულ წარმოებაში გამოყენებისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- ან 60- მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ასევე დასაშვებია ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენება სურსათის გადამუშავებისას, გარდა ღვინის სექტორის პროდუქტებისა და სუბსტანციებისა, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 48- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები და ასევე, გარდა საფუვრებისა, რომელთა მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 50- მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები;

  ) სურსათის გადამუშავებისას, დასაშვებია შემდეგი პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენება:

  .) მიკროორგანიზმებისა და სასურსათო ფერმენტების პრეპარატები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება სურსათის წარმოებაში, იმ პირობით, რომ სასურსათო ფერმენტები, რომლებიც გამოყენებული იქნება როგორც საკვებდანამატი, ავტორიზებულია/დაშვებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად;

  .) ნივთიერებები და პროდუქტები, რომლებიცტექნიკური რეგლამენტისურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ“ – საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს №497 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულია, როგორც ბუნებრივი არომატული ნივთიერებები ან ბუნებრივი არომატული პრეპარატები;

  .) „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილებით განსაზღვრული საღებავები, რომლებიც გამოიყენება ხორცისა და კვერცხის ნაჭუჭის ნიშანდებისთვის;

  .) ბუნებრივი საღებავები და მოხარშული კვერცხის ნაჭუჭის ტრადიციული დეკორატიული დაფარვისათვის განკუთვნილი ბუნებრივი საღებავი ნივთიერებები, რომლებიც წარმოებულია წლის გარკვეულ პერიოდში, ბაზარზე განთავსების მიზნით;

  .) სასმელი წყალი და ორგანული ან არაორგანული მარილი (ნატრიუმის ქლორიდი ან კალიუმის ქლორიდი, როგორც ძირითადი კომპონენტები), რომლებიც ზოგადად გამოიყენება სურსათის გადამუშავებაში;

  .) მინერალური ნივთიერებები (მიკროელემენტების ჩათვლით), ვიტამინები, ამინომჟავები და მიკრონუტრიენტები, ერთ-ერთი პირობის გათვალისწინებით:

  ..) თუ ჩვეულებრივი მოხმარების სურსათში მათი სავალდებულო გამოყენება განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ამ მინერალების, ვიტამინების, ამინომჟავების და მიკრონუტრიენტების დამატების გარეშე არ შეიძლება სურსათის ბაზარზე განთავსება;

  ..) თუ ბაზარზე განთავსებულ სურსათს აქვს განსაკუთრებული მახასიათებლები ან გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და კვებაზე ან მომხმარებელთა სპეციფიკური ჯგუფების საჭიროებებზე, როგორებიცაა ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთათვის განკუთვნილი, განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების და წონის კონტროლისათვის რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათი;

  ) გადამუშავების ეტაპზე დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის უნდა გამოიყენონ მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული ავტორიზებული პროდუქტები. ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს ამ პროდუქტების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, რომელიც მოიცავს თითოეული პროდუქტის გამოყენების თარიღს ან თარიღებს, პროდუქტის დასახელებას, მის აქტიურ ნივთიერებებსა და გამოყენების ადგილს;

  ) ამ ტექნიკური რეგლამენტის 65- მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის, ორგანულ წარმოებასთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

  .) ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად ავტორიზებული/დაშვებული საკვებდანამატები უნდა განისაზღვროს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტები;

  .) ამ პუნქტისქვეპუნქტის.და..ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრეპარატები და ნივთიერებები არ უნდა განისაზღვროს როგორც სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტები;

  .) საფუარი და მისი პროდუქტები უნდა განისაზღვროს როგორც სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტები.

  3. ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს სურსათის წარმოებაში ნებისმიერი პროდუქტის გამოყენების შესახებ ჩანაწერები. შედგენილი პროდუქტის წარმოების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოს ან მაკონტროლებელი ორგანოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრული რეცეპტი/ფორმულა, რომლებშიც ასახულია ნედლეულისა და მზა პროდუქციის რაოდენობა.

 

თავი VIII

გადამუშავებული ცხოველის საკვების წარმოების წესები

მუხლი 44. მოქმედების სფერო

  გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და მე-11 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, გადამუშავებული ცხოველის საკვების ორგანულ წარმოებაზე ვრცელდება ამ თავით განსაზღვრული წესები.

მუხლი 45. ზოგადი მოთხოვნები გადამუშავებული ცხოველის საკვების ორგანული წარმოების მიმართ

  1. ცხოველის საკვების გადასამუშავებლად გამოყენებული ცხოველის საკვების დანამატები, გადამუშავების დამხმარე ტექნოლოგიური დანამატები, სხვა ნივთიერებები და ინგრედიენტები, ასევე გადამუშავების ნებისმიერი გამოყენებული მეთოდი, მაგ., შებოლვა, უნდა შეესაბამებოდეს წარმოების სანიმუშო (კარგი) პრაქტიკის (GMP – Good manufacturing practice) პრინციპებს.

  2. გადამუშავებული ცხოველის საკვების მწარმოებელმა ოპერატორებმა უნდა დანერგონ და სისტემატურად განაახლონ სათანადო პროცედურები, კრიტიკული ეტაპების იდენტიფიცირების საფუძველზე.

  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურები უნდა უზრუნველყოფდნენ წარმოებული გადამუშავებული ცხოველის საკვების შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

  4. ოპერატორი ვალდებულია, დანერგოს და დაიცვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურები და განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

  ) მიიღოს პრევენციული და სიფრთხილის ზომები და შეინახოს ამ ზომების შესახებ ჩანაწერები;

  ) განახორციელოს დასუფთავების სათანადო ღონისძიებები, ჩაატაროს ეფექტიანობის მონიტორინგი და აწარმოოს ამ ღონისძიებების აღრიცხვის ჩანაწერები;

  ) უზრუნველყოს, რომ არაორგანული გადამუშავებული ცხოველის საკვები ორგანული წარმოების ნიშანდებით არ იქნება განთავსებული ბაზარზე.

  5. ორგანული, კონვერსიული და არაორგანული გადამუშავებული ცხოველის საკვების დამზადება-დამუშავება უნდა იყოს დროში და სივრცეში ერთმანეთისგან გამიჯნული. თუ შესაბამის საწარმოო ერთეულში ორგანული, კონვერსიული და არაორგანული პროდუქტების ნებისმიერი კომბინაციით წარმოება ან შენახვა ხორციელდება, ოპერატორი ვალდებულია:

  ) ამის შესახებ აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს;

  ) უწყვეტად ჩაატაროს გადამუშავების ოპერაციები წარმოების ციკლის დასრულებამდე ისე, რომ ნებისმიერი სხვა ტიპის ცხოველის საკვები (ორგანული, კონვერსიული ან არაორგანული) დროში ან სივრცეში გაიმიჯნოს წარმოებისას გამოყენებული ანალოგიური ოპერაციებისგან;

  ) ორგანული, კონვერსიული და არაორგანული ცხოველის საკვები, გადამუშავებამდე და გადამუშავების შემდეგ შეინახოს დროში ან სივრცეში ერთმანეთისგან გამიჯნულად;

  ) აწარმოოს და განაახლოს ჩანაწერები გადამუშავების ყველა ოპერაციისა და გადამუშავებული ცხოველის საკვების რაოდენობის შესახებ;

  ) ორგანული, კონვერსიული და არაორგანული ცხოველის საკვების ერთმანეთთან შერევის ან შეცვლის თავიდან ასაცილებლად, მიიღოს აუცილებელი ზომები ცალკეული პარტიების იდენტიფიკაციისათვის;

  ) ორგანულ ან კონვერსიულ ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელოს მხოლოდ საწარმოო აღჭურვილობა/მოწყობილობების სათანადო დასუფთავების შემდეგ.

მუხლი 46. დეტალური მოთხოვნები გადამუშავებული ცხოველის საკვების წარმოებისთვის

  1. დაუშვებელია ორგანული ცხოველის საკვების მასალების და ასევე კონვერსიული ცხოველის საკვების მასალების გამოყენება ანალოგიურ არაორგანულ ცხოველის საკვების მასალასთან ერთად.

  2. ორგანულ წარმოებაში გამოყენებული ან გადამუშავებული ცხოველის საკვების მასალა არ უნდა იქნეს დამუშავებული ქიმიური სინთეზური გამხსნელებით.

  3. ცხოველის საკვების გადამუშავებისას დასაშვებია მხოლოდ მცენარეული, ცხოველური წარმოშობის, წყალმცენარის ან საფუვრის არაორგანული საკვები მასალების, მინერალური წარმოშობის საკვები მასალების, ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული, ორგანულ წარმოებაში გამოყენებისთვის ავტორიზებული ცხოველის საკვების დანამატებისა და გადამუშავების დამხმარე ტექნოლოგიური დანამატების გამოყენება.

  4. დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული, ორგანულ წარმოებაში გამოყენებისთვის დასაშვები პროდუქტების გამოყენება. ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს ამ პროდუქტების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, მათ შორის ინფორმაცია თითოეული პროდუქტის გამოყენების თარიღის ან თარიღების, პროდუქტის დასახელების, მისი აქტიური ნივთიერებების და გამოყენების ადგილის შესახებ.

  5. ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული ნებისმიერი პროდუქტის ჩანაწერები. შედგენილი პროდუქტების წარმოების შემთხვევაში, უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოს, ან მაკონტროლებელი ორგანოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრული რეცეპტები/ფორმულები, რომლებშიც ასახულია ნედლეულისა და მზა პროდუქციის რაოდენობები.

 

თავი IX

ორგანული ღვინის წარმოება

  მუხლი 47. მოქმედების სფერო

გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9-მე-11 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ღვინის სექტორის პროდუქტების ორგანულ წარმოებაზე ვრცელდება ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები.

  მუხლი 48. ზოგიერთი პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენება

  1. ღვინის სექტორის პროდუქტები წარმოებული უნდა იქნეს მხოლოდ ორგანული ნედლეულის გამოყენებით.

  2. ღვინის სექტორის პროდუქციის დასამზადებლად, მათ შორის, ენოლოგიური პრაქტიკის, პროცესების განხორციელების და დამუშავებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული, ორგანულ წარმოებაში ავტორიზებული/დაშვებული პროდუქტები და ნივთიერებები.

  3. ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს ჩანაწერები ღვინის წარმოებაში გამოყენებული ნებისმიერი პროდუქტისა და ნივთიერების გამოყენების და აგრეთვე დასუფთავებისა და დეზინფექციის შესახებ, რომლებშიც მითითებულია თითოეული პროდუქტის გამოყენების შესახებ თარიღი ან თარიღები, პროდუქტის დასახელება, მისი აქტიური ნივთიერებები და სადაც მიზანშეწონილია, გამოყენების ადგილი.

  4. ენოლოგიური პრაქტიკა და შეზღუდვები უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) დასაშვებია მხოლოდ იმ ენოლოგიური პრაქტიკის გამოყენება, დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

  ) დაუშვებელია შემდეგი ენოლოგიური პრაქტიკის, პროცესებისა და დამუშავების გამოყენება:

  .) ნაწილობრივი კონცენტრირება გაგრილებით;

  .) გოგირდის დიოქსიდის მოცილება ფიზიკური მეთოდებით;

  .) ელექტროდიალიზის გამოყენება ღვინის სტაბილიზაციისათვის;

  .) ღვინის ნაწილობრივი დეალკოჰოლიზაცია;

  .) ღვინის სტაბილიზაციისათვის კათიონებით დამუშავება.

  5. დასაშვებია ენოლოგიური პრაქტიკის, პროცესებისა და დამუშავების გამოყენება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  ) თერმული დამუშავება, თუ ტემპერატურა არ აღემატება 75°C-;

  ) ცენტრიფუგირება და ფილტრაცია ფილტრაციის ინერტული მასალების გამოყენებით ან მის გარეშე, იმ პირობით, რომ ფილტრის ფორების ზომა არანაკლებ 0,2 მიკრომეტრია.

 

თავი X

სურსათად ან ცხოველის საკვებად გამოყენებული საფუარი

მუხლი 49. მოქმედების სფერო

  გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9-მე-11 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, სურსათად ან ცხოველის საკვებად გამოყენებული საფუარის ორგანულ წარმოებაზე ვრცელდება ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები.

მუხლი 50. ზოგადი მოთხოვნები

  1. ორგანული საფუვრის წარმოებისთვის გამოიყენება მხოლოდ ორგანულად წარმოებული სუბსტრატები. ორგანული საფუვრის წარმოებისთვის, 2029 წლის 31 დეკემბრამდე, დასაშვებია სუბსტრატში არაორგანული საფუვრის ექსტრაქტის ან ავტოლიზატის 5%-ის დამატება (მშრალი ნივთიერების წონაზე გადაანგარიშებით), თუ ოპერატორებს არ აქვთ შესაძლებლობა სრულად მიიღონ საფუვრის ექსტრაქტი ან ავტოლიზატი ორგანული წარმოებიდან.

  2. დაუშვებელია ორგანული საფუვრის გამოყენება ორგანულ სურსათში ან ორგანულ ცხოველის საკვებში არაორგანულ საფუართან ერთად.

  3. ორგანული საფუვრის წარმოებაში, დამზადებასა და შემადგენლობის განსაზღვრისათვის დასაშვებია შემდეგი პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენება:

  ) ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული, ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად ავტორიზებული გადამუშავების დამხმარე ტექნოლოგიური დანამატები;

  ) ამ ტექნიკური რეგლამენტის 43- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის.“, „.და.ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნივთიერებები და პროდუქტები.

  4. გადამუშავების ეტაპზე დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ის პროდუქტები, რომელთა გამოყენება ამ მიზნით დასაშვებია ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

  5. ოპერატორებთან უნდა ინახებოდეს საფუარის წარმოებაში, და დასუფთავებასა და დეზინფექციაში გამოყენებული ნებისმიერი პროდუქტისა და ნივთიერების შესახებ ჩანაწერები, რომლებშიც ასახულია, თითოეული პროდუქტის გამოყენების თარიღი ან თარიღები, პროდუქტის დასახელება, მისი აქტიური ნივთიერებები და გამოყენების ადგილი.

 

თავი XI

გამონაკლისი შემთხვევები

მუხლი 51. სხვა პროდუქტების წარმოების წესები

1. იმ პროდუქტების ორგანული წარმოება, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12-50- მუხლებით, უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების, მე-7 მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით, გარემოებიდან გამომდინარე ცვლილებებით (mutatis mutandis და მე-9-მე-11 მუხლებით განსაზღვრული წარმოების ზოგადი წესების შესაბამისად.

  2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასაშვებია სხვა პროდუქტების ორგანულ წარმოებისათვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

მუხლი 52. წარმოების განსაკუთრებული წესები

1. არახელსაყრელი კლიმატური პირობების“, „ცხოველთა დაავადებების“, „ეკოლოგიური ინციდენტების“, „სტიქიური უბედურებისანკატასტროფული მოვლენებისდროს, როდესაც კონკრეტული მოვლენა ოფიციალურად დადასტურებულია როგორცსტიქიური უბედურებადა ეს მდგომარეობა ხელს უშლის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესების დაცვას, დასაშვებია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გადახვევა, ვიდრე ორგანული წარმოება არ იქნება აღდგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2, მე-5-მე-8 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით.

  2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასაშვებია წარმოების განსაკუთრებული წესებისათვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

 

თავი XII

შეგროვება , შეფუთვა , ტრანსპორტირება და დასაწყობება

  მუხლი 53. პროდუქტების შეგროვება და მათი ტრანსპორტირება ( გადატანა ) დამზადების / დამუშავების ერთეულებამდე

დასაშვებია ოპერატორის მიერ ორგანული, კონვერსიული და არაორგანული პროდუქტების ერთდროულად შეგროვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება სათანადო ზომები ორგანული, კონვერსიული და არაორგანულ პროდუქტების ნებისმიერი შესაძლო შერევის ან შეცვლის პრევენციისა და ორგანული და კონვერსიული პროდუქტების იდენტიფიცირების უზრუნველყოფისათვის. ოპერატორს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტების შეგროვების დღის, თარიღის, საათის და მარშრუტის, ასევე პროდუქტების მიღების დროსა და თარიღის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მაკონტროლებელი ორგანოსთვის.

  მუხლი 54. პროდუქტების შეფუთვა და ტრანსპორტირება სხვა ოპერატორთან ან სხვა საწარმო ერთეულებში

  1. ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ორგანული და კონვერსიული პროდუქტების ტრანსპორტირება სხვა ოპერატორამდე ან ერთეულამდე, მათ შორის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებამდე, მხოლოდ სათანადოდ დალუქული შეფუთვით, კონტეინერებით ან სატრანსპორტო საშუალებებით ისე, რომ შიგთავსის შეცვლა შეუძლებელი იყოს ლუქის შეცვლის ან დაზიანების გარეშე. პროდუქტს უნდა ახლდეს სათანადო ეტიკეტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. პროდუქტის ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ასევე შემდეგი ინფორმაცია:

  ) ოპერატორის დასახელება და მისამართი და, თუ განსხვავებულია, პროდუქტის მფლობელის ან გამყიდველის დასახელება;

  ) პროდუქტის დასახელება;

  ) იმ მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება ან კოდი, რომელსაც ექვემდებარება ოპერატორი;

  ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მარკირების/ეტიკეტირების სისტემის შესაბამისი პარტიის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ჩანაწერებთან კონკრეტული პარტიის დაკავშირება.

  2 ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ორგანულ წარმოებაში ავტორიზებულ შედგენილი/კომბინირებულ ცხოველის საკვებს სხვა ოპერატორებამდე ან ერთეულებამდე, მათ შორის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებამდე ტრანსპორტირების დროს ჰქონდეს ეტიკეტი, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად დამატებით აღნიშნული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

  ) ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში;

  ) სადაც მიზანშეწონილია, მშრალი ნივთიერების რაოდენობა, მათ შორის:

  .) ორგანული საკვები მასალის პროცენტული შემცველობა;

  .) კონვერსიული საკვები მასალის პროცენტული შემცველობა;

  .) საკვები მასალის პროცენტული შემცველობა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტის“, „.და.ქვეპუნქტებით;

  .) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის საკვების მთლიანი პროცენტი;

  ) ორგანული საკვები მასალის დასახელება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  ) კონვერსიული საკვები მასალის დასახელება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  ) შედგენილი/კომბინირებული ცხოველის საკვების შემთხვევაში, რომლის ეტიკეტირება შეუძლებელია ამ ტექნიკური რეგლამენტის 65- მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მითითება, რომ ამ საკვების გამოყენება ორგანულ წარმოებაში შეიძლება ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

  3. ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით, სხვადასხვა სახეობის ავტორიზებული ორგანული, კონვერსიული და არაავტორიზებული თესლისგან შემდგარ საკვები მცენარეების თესლის ნარევის ეტიკეტზე, მითითებული იქნეს ნარევის კომპონენტების წონა პროცენტებში, თითოეული სახეობის, ან სადაც მიზანშეწონილია, ჯიშის მიხედვით. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ნარევის კომპონენტის სახეობების ჩამონათვალს, ამ სახეობების ორგანული ან კონვერსიული სტატუსის მითითებით. ნარევში ორგანული ან კონვერსიული თესლის მინიმალური წილი უნდა იყოს არანაკლებ 70%. თუ ნარევი შეიცავს არაორგანულ თესლს, ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი შემდეგი მითითება: – „ნარევის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ავტორიზაციით განსაზღვრულ სიტუაციებში და იმ ტერიტორიაზე, რომლის კომპეტენტურმა ორგანომ გასცა ამ ნარევის გამოყენების ავტორიზაცია, ორგანული პროდუქციის წარმოებისა და ეტიკეტირების ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია ასევე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს თანმხლებ დოკუმენტში იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის დაკავშირება პროდუქტის შეფუთვასთან, კონტეინერთან ან სატრანსპორტო საშუალებასთან. ეს თანმხლები დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მომწოდებლის ან გადამზიდავის შესახებ.

 5. შეფუთვის, კონტეინერის ან სატრანსპორტო საშუალების დალუქვა არ არის საჭირო იმ შემთხვევაში, თუ:

  ) ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ორ ოპერატორს შორის და ორივე მათგანი ექვემდებარება ორგანული კონტროლის სისტემას;

  ) ტრანსპორტირებას ექვემდებარება მხოლოდ ორგანული, ან მხოლოდ კონვერსიული პროდუქტი;

  ) პროდუქტს თან ახლავს დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;

  ) ორივე მხარე, გამგზავნი და მიმღები ოპერატორები ინახავენ ტრანსპორტირების დამადასტურებელ ჩანაწერებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მაკონტროლებელი ორგანოსთვის.

მუხლი 55. სპეციალური წესები ცხოველის საკვების სხვა საწარმო ან დამზადება / დამუშავების ერთეულებამდე ან სასაწყობო სათავსოებში ტრანსპორტირებისათვის

  ოპერატორმა ცხოველის საკვების ტრანსპორტირება სხვა საწარმო ან დამზადება-დამუშავების ერთეულებამდე ან სასაწყობო სათავსოებამდე უნდა განახორციელოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

  ) ტრანსპორტირების დროს ორგანულად წარმოებული ცხოველის საკვები, კონვერსიული ცხოველის საკვები და არაორგანული ცხოველის საკვები ერთმანეთისგან ფიზიკურად სათანადოდ უნდა იქნეს გამიჯნული;

  ) არაორგანული პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ან კონტეინერების გამოყენება ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  .) ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების ტრანსპორტირებამდე სატრანსპორტო საშუალებები სათანადოდ არის დასუფთავებული, დასუფთავების ეფექტიანობა შემოწმებულია და ოპერატორები ინახავენ დასუფთავების ღონისძიებების ამსახველ ჩანაწერებს;

  .) რისკების მიხედვით, რომელთა შეფასება ხდება კონტროლის ღონისძიებებით, მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა და, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორები უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდება არაორგანული პროდუქტების ბაზარზე განთავსება ორგანული წარმოების ნიშნით;

  .) ოპერატორი ინახავს ტრანსპორტირების დამადასტურებელ ჩანაწერებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მაკონტროლებელი ორგანოსთვის;

  ) მზა ორგანული ან კონვერსიული ცხოველთა საკვების ტრანსპორტირება ფიზიკურად ან დროში გამიჯნული უნდა იქნეს სხვა მზა პროდუქტების ტრანსპორტირებისგან;

  ) ტრანსპორტირებისას აღრიცხული უნდა იქნეს პროდუქტის რაოდენობა ტრანსპორტირებამდე და ცალკეული რაოდენობა, მიწოდებული ტრანსპორტირებისას.

  მუხლი 56. ცოცხალი თევზის ტრანსპორტირება

  1. ცოცხალი თევზის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

  2. ცოცხალი თევზის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სათანადო რეზერვუარებით და სუფთა წყლით, რომლის ტემპერატურა და მასში ხსნადი ჟანგბადის კონცენტრაცია შეესაბამება თევზის ფიზიოლოგიურ საჭიროებებს.

  3. ორგანული თევზისა და თევზის პროდუქტების ტრანსპორტირებამდე რეზერვუარები საგულდაგულოდ უნდა გასუფთავდეს, ჩაუტარდეს დეზინფექცია და გაირეცხოს.

  4. ტრანსპორტირებისას, სტრესის შემცირების მიზნით, უნდა გატარდეს სიფრთხილის ზომები. სიმჭიდროვემ არ უნდა მიაღწიოს სახეობისთვის დამაზიანებელ ზღვარს.

  5. ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ქმედებების ამსახველი ჩანაწერები.

მუხლი 57. სხვა ოპერატორისგან ან ერთეულიდან პროდუქტების მიღება და სხვა ქვეყნიდან პროდუქტების მიღება

1. ორგანული ან კონვერსიული პროდუქტის მიღებისას, ოპერატორი ვალდებულია შეამოწმოს შეფუთვისა და კონტეინერის ან სატრანსპორტო საშუალების ლუქის მთლიანობა, საჭიროების შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის 54- მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მითითებების არსებობა.

  2. ოპერატორმა უნდა გადაამოწმოს და შეადაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის 54- მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციას. გადამოწმების შედეგი მკაფიოდ უნდა იყოს ასახული ამ ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტურ ჩანაწერებში.

  3. სხვა ქვეყნიდან ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების იმპორტისას მათი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი დალუქული შეფუთვით ან კონტეინერებით, რათა გამოირიცხოს შიგთავსის შეცვლა, ხოლო პროდუქტის ნიშანდება უნდა მოიცავდეს ექსპორტიორის იდენტიფიკაციასა და პარტიის ამსახველ ყველა სხვა საჭირო ნიშნებსა და კოდებს. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტს თან უნდა ახლდეს ამ ქვეყნიდან იმპორტის კონტროლის სერტიფიკატი.

  4. სხვა ქვეყნიდან ორგანული ან კონვერსიული პროდუქტის მიღებისას იმპორტირებული ტვირთის შემდგომი დამზადება-დამუშავების ან რეალიზაციისთვის მიმღებმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა შეამოწმოს შეფუთვის ან კონტეინერის მთლიანობა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის.ქვეპუნქტის შესაბამისად. პროდუქტის იმპორტირების შემთხვევაში კი უნდა გადაამოწმოს, რომ მიღებული პროდუქტის სახეობა ამ მუხლით განსაზღვრული ინსპექტირების სერტიფიკატს შეესაბამება. ამ გადამოწმების შედეგი მკაფიოდ უნდა იყოს ასახული ამ ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ჩანაწერებში.

  მუხლი 58. პროდუქტების შენახვა / დასაწყობება

  1. პროდუქტების შენახვის/დასაწყობების ადგილები უნდა იმართებოდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პარტიების იდენტიფიცირება და გამოირიცხოს ორგანული პროდუქტების შერევა ან კონტამინაცია ისეთი პროდუქტებით ან ნივთიერებებით, რომლებიც არ შეესაბამებიან ორგანული წარმოების წესებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ორგანული და კონვერსიული პროდუქტები და მკაფიოდ უნდა იქნეს იდენტიფიცირებული.

  2. გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და 59- მუხლებით განსაზღვრული ორგანული წარმოებისთვის ავტორიზებული/დაშვებული პროდუქტებისა ან ნივთიერებებისა, სხვა არც ერთი პროდუქტი ან ნივთიერება არ უნდა იყოს დასაწყობებული ორგანულ ან კონვერსიულ და მეცხოველეობის საწარმოო ერთეულებში.

  3. დასაშვებია ალოპათიური ვეტერინარული პრეპარატების, მათ შორის, ანტიბიოტიკების დასაწყობება სასოფლო-სამეურნეო და თევზის მეურნეობებში იმ პირობით, რომ ისინი დანიშნულია ვეტერინარის მიერ, ამ ტექნიკური რეგლამენტის 27- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტისა და 39- მუხლის მე-9 პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ინახება კონტროლირებად ადგილზე და აღირიცხება 69- მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტურ ჩანაწერებში.

  4. თუ ოპერატორები ერთდროულად ამუშავებენ ორგანულ, კონვერსიულ ან არაორგანულ პროდუქტებს, ან ამ პროდუქტებს ნებისმიერი თანაფარდობით, და ეს ორგანული პროდუქტები ან კონვერსიული პროდუქტები დასაწყობების ადგილებში ინახება სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან ან სასურსათო პროდუქტებთან ერთად, ამ შემთხვევაში:

  ) ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების დასაწყობება უნდა მოხდეს სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისგან ან სასურსათო პროდუქტებისაგან განცალკევებულად;

  ) ტვირთების იდენტიფიცირებისათვის, ორგანული, კონვერსიული და არაორგანული პროდუქტების ნებისმიერი შესაძლო შერევის ან შეცვლის პრევენციის მიზნით, მიღებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ზომა;

  ) ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების დასაწყობებამდე, დასაწყობების ადგილებს უნდა ჩაუტარდეს სათანადო დასუფთავება, რომლის ეფექტიანობაც იქნება შემოწმებული და ოპერატორებმა უნდა შეინახონ ამ ქმედებების დამადასტურებელი ჩანაწერები.

  5. დასაწყობების ადგილების დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის 59- მუხლით განსაზღვრული, ორგანულ წარმოებაში ამ მიზნით ავტორიზებული/დაშვებული პროდუქტები.

 

თავი XIII

ორგანულ წარმოებასთან დაკავშირებული სხვა წესები

მუხლი 59. ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად ავტორიზებული / დაშვებული პროდუქტები და ნივთიერებები

1. დაშვებულია გარკვეული პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენება ორგანულ წარმოებაში, რომელიც, დანიშნულების მიხედვით, გამოყენებული უნდა იქნეს როგორც:

  ) მოქმედი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაცვის საშუალებებში;

  ) სასუქები, ნიადაგის მელიორანტები და საკვები ელემენტები;

  ) მცენარეული, ცხოველური, საფუვრისგან ან წყალმცენარეებისაგან წარმოშობის ცხოველის საკვების არაორგანული მასალა ან, როგორც მიკრობული და მინერალური წარმოშობის ცხოველის საკვების მასალა;

  ) ცხოველის საკვების დანამატი და გადამუშავების დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი;

  ) პროდუქტები ავზების/ცისტერნების, გალიების, ოჩხების, შენობების ან დანადგარების გაწმენდისა და დეზინფექციისთვის, რომლებიც გამოიყენება ცხოველური პროდუქტების წარმოებისთვის;

  ) მემცენარეობაში გამოყენებული შენობებისა და აპარატურის, მათ შორის, საწყობების, დასუფთავებისა და დეზინფექციის საშუალებები;

  ) გადამამუშავებელი საწარმოებისა და სასაწყობე მეურნეობების დასუფთავებისა და სადეზინფექციო საშუალებები.

  2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ავტორიზებული პროდუქტებისა და ნივთიერებებისა, დასაშვებია გარკვეული პროდუქტისა და ნივთიერების გამოყენება გადამუშავებული ორგანული სურსათისა და საფუვრის წარმოებაში, რომლებიც გამოიყენება, როგორც სურსათი ან ცხოველის საკვები. ნებისმიერი ასეთი ავტორიზებული პროდუქტი და ნივთიერება, დანიშნულების მიხედვით, გამოყენებული უნდა იქნეს როგორც

  ) სურსათის საკვებდანამატი და გადამუშავების დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი;

  ) არაორგანული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტი, რომელიც გამოიყენება გადამუშავებული ორგანული სურსათის წარმოებაში;

  ) გადამუშავების დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი საფუვრისა და საფუვრის პროდუქტების წარმოებაში.

  3. ორგანულ წარმოებაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენების ავტორიზაცია უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2, მე-5-მე-8 მუხლებით განსაზღვრული პრინციპებისა და შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ერთიანად უნდა შეფასდეს:

  ) ისინი აუცილებელი და საჭიროა მდგრადი წარმოებისა და მიზნობრივი გამოყენებისთვის;

  ) ყველა შესაბამისი პროდუქტი და ნივთიერება არის მცენარეული, ცხოველური, მიკრობული, მინერალური წარმოშობის ან მიღებულია წყალმცენარეებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ წყაროებიდან წარმოშობილი/მიღებული პროდუქტები ან ნივთიერებები არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი რაოდენობით ან სათანადო ხარისხით, ან როდესაც არ არსებობს ალტერნატივა;

  ) ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტების შემთხვევაში:

  .) მათი გამოყენება მნიშვნელოვანია იმ მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთა მიმართ არ არსებობს სხვა ბიოლოგიური, ფიზიკური ან სელექციური ალტერნატივა, კულტივირების მეთოდები ან ბრძოლის სხვა ეფექტური საშუალებები;

  .) თუ ასეთი პროდუქტები არ არის მცენარეული, ცხოველური, მიკრობული, მინერალური წარმოშობის ან არ არის მიღებული წყალმცენარეებიდან, და არ არის მათი ბუნებრივი ფორმის იდენტური, მათი გამოყენების პირობები გამორიცხავს ამ პროდუქტების პირდაპირ კონტაქტს სასოფლო-სამეურნეო კულტურის საკვებად ვარგის ნაწილებთან;

  ) ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტების შემთხვევაში, თუ მათი გამოყენება არსებითად მნიშვნელოვანია ნიადაგის ნაყოფიერების უზრუნველყოფისა და შენარჩუნებისათვის, ან სასოფლო-სამეურნეო კულტურის განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ან ნიადაგის კონდიცირების სპეციფიკური მიზნებისათვის;

  ) ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტების შემთხვევაში:

  .) მათი გამოყენება აუცილებელია ცხოველთა ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ხელს უწყობს ისეთი ადეკვატური რაციონის ჩამოყალიბებას, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სახეობის ცხოველის ფიზიოლოგიურ და ქცევით მოთხოვნილებებს, ან მათი გამოყენება აუცილებელია ცხოველის საკვების წარმოებისთვის ან შესანახად, რამდენადაც ცხოველის საკვების წარმოება და შენახვა, ასეთი ნივთიერებების გარეშე, შეუძლებელია;

  .) მინერალური წარმოშობის ცხოველის საკვები, მიკროელემენტები, ვიტამინები ან პროვიტამინები ბუნებრივი წარმოშობისაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტები ან ნივთიერებები, ამ წყაროებიდან, არ არის საკმარისი რაოდენობით ან ხარისხის, ან როდესაც არ არსებობს ალტერნატივა;

  .) მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის არაორგანული ცხოველის საკვების მასალის გამოყენება აუცილებელია, რადგან ორგანული წარმოების წესების შესაბამისად წარმოებული მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის საკვები მასალა არ არის საკმარისი რაოდენობით ხელმისაწვდომი;

  .) არაორგანული სანელებლების, საკვები ბალახის და საკვები ჭენჭოს გამოყენება აუცილებელია, რადგან ასეთი პროდუქტები ორგანული ფორმით არ არის ხელმისაწვდომი. მათი წარმოება ან დამზადება უნდა მოხდეს ქიმიური გამხსნელების გარეშე, მათი გამოყენება კი, მოცემული სახეობებისთვის, კვების რაციონში, უნდა შეიზღუდოს 1%-ით. რომლის გამოთვლა ხდება ყოველწლიურად, მცენარეული წარმოშობის საკვებში მშრალი ნივთიერების პროცენტული რაოდენობის მიხედვით

  4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენების ავტორიზაცია გადამუშავებული ორგანული სურსათის ან საფუვრის წარმოებაში, რომელიც გამოიყენება სურსათის ან ცხოველის საკვებად, უნდა ეფუძნებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2, მე-5 – მე--8- მუხლებით განსაზღვრულ პრინციპებს და კრიტერიუმებს, რომლებიც ერთიანად უნდა შეფასდეს, როდესაც

  ) არ არის ხელმისაწვდომი ამ მუხლით ავტორიზებული/დაშვებული ალტერნატიული პროდუქტები და ნივთიერებები ან ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მეთოდები;

  ) შეუძლებელია სურსათის წარმოება ან შენახვა ან კვების რაციონის არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ამ პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენების გარეშე;

  ) შესაძლებელია მათი ბუნებაში მოპოვება და ექვემდებარება მხოლოდ მექანიკურ, ფიზიკურ, ბიოლოგიურ, მიკრობულ დამუშავებას ან ფერმენტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი წყაროებიდან მიღებული პროდუქტები ან ნივთიერებები არ არის საკმარისი რაოდენობით ხელმისაწვდომი ან არ არის სათანადო ხარისხის;

  ) ორგანული ინგრედიენტი საკმარისი რაოდენობით არ არის ხელმისაწვდომი.

  5. ქიმიურად სინთეზირებული პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენება ავტორიზებულია/დაშვებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის.და.ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნივთიერებების გამოყენებამ შეიძლება არასახარბიელო გავლენა იქონიოს გარემოზე.

  6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად ავტორიზებული პროდუქტებისა და ნივთიერებებისადმი დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

მუხლი 60. ორგანული სურსათის წარმოებაში არაორგანული სასოფლო - სამეურნეო ინგრედიენტების გამოყენება

1. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტი, რომლის გამოყენება აუცილებელია ორგანული სურსათის წარმოებისათვის და არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი რაოდენობით ორგანული ფორმით, ოპერატორის მოთხოვნების საფუძველზე, შესაძლებელია დროებით ავტორიზებული იქნეს ორგანული გადამუშავებული სურსათის წარმოებაში ამ ინგრედიენტის არაორგანული ფორმით გამოყენების შესაძლებლობა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ოპერატორისათვის, არაუმეტეს ექვსი თვის ვადით.

  2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივება ორჯერ, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს ექვსთვიანი ვადისა, იმ პირობით, თუ ასეთი სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტები, ჯერ კიდევ არ არის ორგანული ფორმით ხელმისაწვდომი საკმარისი რაოდენობით.

  3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული, ორგანული გადამუშავებული სურსათის წარმოებაში არაორგანული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების ავტორიზაციას და, შესაბამისად, ვადის გახანგრძლივებას, ახორციელებს კომპეტენტური ორგანო ან მაკონტროლებელი ორგანო.

მუხლი 61. ბაზარზე არსებული ორგანული და კონვერსიული მცენარის რეპროდუქციული მასალის , ორგანული ცხოველების და ორგანული აკვაკულტურის მოზარდულების შესახებ მონაცემების შეგროვება

  1. ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს რეგულარულად განახლებული მონაცემთა ბაზის შექმნა ორგანული და კონვერსიული მცენარის რეპროდუქციული მასალის ჩამონათვალისთვის, კარტოფილის თესლის ჩათვლით, გარდა ჩითილებისა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე.

  2. დანერგილი უნდა იქნეს სისტემები, რომლებიც საშუალებას მისცემს ოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ ორგანულ ან კონვერსიული მცენარის რეპროდუქციული მასალის, ორგანული ცხოველების ან ორგანული აკვაკულტურის მოზარდულის ბაზარზე განთავსებას, რომლებსაც შეუძლიათ მათი მიწოდება საკმარისი რაოდენობით და გონივრულ ვადაში, გაასაჯაროონ ნებაყოფლობით, უფასოდ, მათ დასახელებასთან და საკონტაქტო მონაცემებთან ერთად შემდეგი ინფორმაცია:

  ) არსებული ორგანული და კონვერსიის პროცესში მყოფი მცენარის რეპროდუქციული მასალა, მათ შორის მცენარის რეპროდუქციული მასალა ორგანული ჰეტეროგენული მასალისგან ან ორგანული წარმოებისთვის შესაფერისი ორგანული ჯიშები, კარტოფილის თესლის ჩათვლით, გარდა ჩითილებისა; ამ მასალის რაოდენობა, წლის განმავლობაში მისი ხელმისაწვდომობის პერიოდი; ეს მასალა მითითებული უნდა იქნეს, სულ მცირე, ლათინური სამეცნიერო დასახელების გამოყენებით;

  ) ორგანული ცხოველების რაოდენობა სქესის მიხედვით; ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველთა სხვადასხვა სახეობის შესახებ; ცხოველთა ჯიშები; ცხოველების ასაკი და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაცია;

  ) ორგანული აკვაკულტურის მოზარდულები, რომლებიც ხელმისაწვდომია საწარმოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და წარმოების შესაძლებლობები აკვაკულტურის თითოეული სახეობისთვის.

  3. შესაძლებელია ქვეყანაში შეიქმნას სისტემები, რომლებიც ოპერატორებს შესაძლებლობას მისცემს ბაზარზე განათავსონ სახეობები და ჯიშები, რომლებიც ადაპტირებულნი არიან ორგანულ წარმოებასთან ამ ტექნიკური რეგლამენტის 25- მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ან ორგანული მოზარდულები, და რომლებსაც შეუძლიათ მათი მიწოდება საკმარისი რაოდენობით და გონივრულ ვადაში, და მათ დასახელებასთან და საკონტაქტო მონაცემებთან ერთად ინფორმაცია გახადონ საჯარო ნებაყოფლობით, უფასო.

  4. ოპერატორებმა, რომლებიც გადაწყვეტენ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია მცენარის რეპროდუქციული მასალის, ცხოველების და მოზარდულების შესახებ განათავსონ სისტემაში უნდა უზრუნველყონ ან ინფორმაციის რეგულარული განახლება და ამოიღონ ეს ინფორმაცია სიიდან, თუ მცენარის რეპროდუქციული მასალა, ცხოველები ან აკვაკულტურის მოზარდულები აღარ არის ხელმისაწვდომი.

  5. ამ მუხლის პირველი, მე-2-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისათვის, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს უკვე არსებული საინფორმაციო სისტემები.

  6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია მონაცემთა ბაზების შესახებ მოთხოვნები დამატებით იქნეს განსაზღვრული.

მუხლი 62. ვალდებულებები და ქმედებები შეუსაბამობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში

თუ ოპერატორს აქვს ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული, დამზადებული, შემოტანილი ან სხვა ოპერატორისგან მიღებული პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია:

) მოახდინოს პროდუქტის იდენტიფიცირება და განცალკევება;

) გადაამოწმოს, არის თუ არა ეჭვი საფუძვლიანი;

) არ განათავსოს მსგავსი პროდუქტი ბაზარზე, როგორც ორგანული ან კონვერსიული პროდუქტი, არ გამოიყენოს ის ორგანულ წარმოებაში, ვიდრე არსებობს ეჭვი;

 ) ეჭვის დადასტურების ან მისი უსაფუძვლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს და აუცილებლობის შემთხვევაში მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია;

 ) მჭიდროდ ითანამშრომლოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოსთან, შეუსაბამობის ეჭვის მიზეზების დადგენისა და გადამოწმებისათვის.

მუხლი 63. სიფრთხილის ზომები აკრძალული პროდუქტებისა და ნივთიერებების არსებობის თავიდან ასაცილებლად

1. ორგანულ წარმოებაში გამოსაყენებლად აკრძალული პროდუქტებითა და ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, წარმოების, დამზადება-დამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, ოპერატორმა უნდა მიიღოს სიფრთხილის შემდეგი ზომები:

  ) შეიმუშაოს და შეინარჩუნოს ზომები, რომლებიც პროპორციული და მიზანშეწონილია ორგანული წარმოებისა და პროდუქტების აკრძალული პროდუქტებით ან ნივთიერებებით დაბინძურების რისკების დასადგენად, მათ შორის განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროცედურული ღონისძიებების სისტემატური განსაზღვრა;

  ) შეიმუშაოს და შეინარჩუნოს ზომები, რომლებიც პროპორციული და მიზანშეწონილია ორგანული წარმოების პროდუქტების აკრძალული პროდუქტებით ან ნივთიერებებით დაბინძურების რისკების თავიდან ასაცილებლად;

) რეგულარულად გადახედოს და შეასწოროს ამგვარი ზომები;

) დააკმაყოფილოს ამ ტექნიკური რეგლამენტის სხვა შესაბამისი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანული, კონვერსიული და არაორგანული პროდუქტების გამიჯვნას.

2. თუ ოპერატორს აქვს ეჭვი, რომ პროდუქტი, რომელიც გამიზნულია ბაზარზე განთავსებისათვის როგორც ორგანული პროდუქტი ან კონვერსიული პროდუქტი და იგი შეიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად აკრძალულ ნივთიერებებსა და პროდუქტებს, იგი ვალდებულია:

) მოახდინოს პროდუქტის იდენტიფიცირება და განცალკევება;

) გადაამოწმოს, არის თუ არა ეჭვი საფუძვლიანი;

) არ განათავსოს მსგავსი პროდუქტი ბაზარზე, როგორც ორგანული ან კონვერსიული პროდუქტი, არ გამოიყენოს ის ორგანულ წარმოებაში, ვიდრე არსებობს ეჭვი;

 ) ეჭვის დადასტურების ან მისი უსაფუძვლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს და აუცილებლობის შემთხვევაში მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია;

 ) მჭიდროდ ითანამშრომლოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოსთან, შეუსაბამობის ეჭვის მიზეზების დადგენისა და გადამოწმებისათვის

3. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია აკრძალული პროდუქტებისა და ნივთიერებების არსებობის თავიდან ასაცილებლად სიფრთხილის ზომებთან დაკავშირებული მოთხოვნები დამატებით იქნეს განსაზღვრული.

მუხლი 64. აკრძალული პროდუქტების ან ნივთიერებების არსებობისას განსახორციელებელი ზომები

1. თუ კომპეტენტური ორგანო ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო მიიღებს დასაბუთებულ ინფორმაციას ორგანულ წარმოებაში აკრძალული პროდუქტების ან ნივთიერებების არსებობის შესახებ, ან ოპერატორი მიაწოდებს მათ ამ ინფორმაციას ამ ტექნიკური რეგლამენტის 63- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად, ან თავად აღმოაჩენს ამგვარ პროდუქტებს ან ნივთიერებებს ორგანულ ან კონვერსიულ პროდუქტებში. ისინი ვალდებულნი და უფლებამოსილნი არიან:

) დაუყოვნებლივ განახორციელონ ოფიციალური შესწავლა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, პროდუქტში აკრძალული პროდუქტების ან ნივთიერებების არსებობის წყაროსა და მიზეზის დასადგენად. ამგვარი შესწავლა/მიკვლევადობა უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად, გონივრულ ვადაში. გათვალისწინებული უნდა იქნეს პროდუქტის ვარგისიანობის ვადა და შემთხვევის სირთულე;

) დროებით აიკრძალონ ამ პროდუქტების, როგორც ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების ბაზარზე განთავსება, ასევე მათი გამოყენება ორგანულ წარმოებაში, სანამ ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული შესწავლის/მიკვლევის შედეგები არ იქნება ცნობილი.

2. პროდუქტი არ უნდა იქნეს განთავსებული ბაზარზე, როგორც ორგანული ან კონვერსიული პროდუქტი ან არ უნდა იქნეს გამოყენებული ორგანულ წარმოებაში, თუ კომპეტენტურმა ორგანომ ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელმა ორგანომ დაადგინა, რომ შესაბამისი ოპერატორის მიერ:

) გამოყენებული იქნა ორგანულ წარმოებაში აკრძალული პროდუქტები ან ნივთიერებები;

) არ იქნა განხორციელებული ამ ტექნიკური რეგლამენტის 63- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სიფრთხილის ზომები;

) არ იქნა გატარებული ზომები, კომპეტენტური ორგანოების, ან მაკონტროლებელი ორგანოების შესაბამისი მოთხოვნების საპასუხოდ.

3. შესაბამის ოპერატორს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული შესწავლის/მიკვლევის შედეგები. კომპეტენტური ორგანო, საჭიროების შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო, ვალდებულია შეინახოს ჩატარებული შესწავლის/მიკვლევის ჩანაწერები.

4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისმა ოპერატორმა უნდა განახორციელოს მაკორექტირებელი ქმედებები შემდგომი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

5. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აწარმოონ დოკუმენტები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესწავლის/მიკვლევის შედეგებთან დაკავშირებით, ასევე ჩანაწერები, ნებისმიერი ზომების შესახებ, მათ მიერ სანიმუშო პრაქტიკის შემუშავებისათვის, და ჩანაწერები იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანულ წარმოებაში აკრძალული პროდუქტებისა და ნივთიერებების გამოყენების თავიდან აცილებას.

6. შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოებისა და საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოებისათვის, იმ პროდუქტების და ნივთიერებების აღმოჩენისა და შეფასებისათვის, რომელთა გამოყენება არა არის ავტორიზებული/დაშვებული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამატებითი იქნეს განსაზღვრული შესაბამისი მეთოდოლოგია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი XIV

ეტიკეტირება

მუხლი 65. ორგანულ წარმოებასთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენება

  1. პროდუქტი უნდა ჩაითვალოს ორგანული წარმოების ამსახველი ტერმინის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მის ეტიკეტზე, სარეკლამო მასალებში ან კომერციულ დოკუმენტებში, მოცემული პროდუქტი, მისი წარმოებისთვის გამოყენებული ინგრედიენტები ან ცხოველის საკვები მასალები, წარმოდგენილია ტერმინებით, კერძოდ, ტერმინები როგორიცააბიოდაეკო“, “ორგანულიცალკე თუ კომბინირებული, მათი წარმოებულები და/ან შემოკლებული სახით, რომლებიც მყიდველს მიუთითებს, რომ პროდუქტი, ინგრედიენტები ან ცხოველის საკვები მასალა წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროდუქტებისათვის, რომლებიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეტიკეტზე, რეკლამაში ან კომერციულ დოკუმენტებში ტერმინებიბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ორგანული“, ამ ტერმინების წარმოებულები და/ან მათი შემოკლებით მიღებულიბიოდაეკოსიტყვები, ცალკე, ან მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს ქართულ ენაზე

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა, დასაშვებია ინფორმაცია ეტიკეტზე მითითებული იქნეს ევროკავშირის ოფიციალური ენებიდან ერთ-ერთ ენაზე. დადგენილი მოთხოვნები არ გამორიცხავს მონაცემების წარდგენას რამდენიმე ენაზე.

4. დაუშვებელია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროდუქტებისთვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ტერმინების გამოყენება ეტიკეტზე, სარეკლამო მასალებზე ან კომერციულ დოკუმენტებში, თუ კონკრეტული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. დაუშვებელია პროდუქტის ეტიკეტირების ან რეკლამისთვის ისეთი ტერმინების გამოყენება, მათ შორის, ტერმინების, რომლებიც გამოიყენება სავაჭრო ნიშნებში, ან კომპანიის დასახელებაში ან პრაქტიკაში, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები, რომ პროდუქტი ან მისი ინგრედიენტები შესაბამისობაშია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

6. კონვერსიის პერიოდში წარმოებულ პროდუქტი არ უნდა იყოს ეტიკეტირებული ან რეკლამირებული, როგორც ორგანული ან კონვერსიული პროდუქტი.

7. მცენარის რეპროდუქციული მასალების, მცენარეული წარმოშობის პროდუქტებისა და მცენარეული წარმოშობის ცხოველთა საკვებისათვის, რომელთა წარმოება განხორციელდა კონვერსიის პერიოდში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ეტიკეტზე და სარეკლამო მასალაში შესაძლებელია ტერმინკონვერსიულისან მსგავსი ტერმინის გამოყენება იმ ტერმინებთან ერთად, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

8. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი, მე-2- მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ტერმინების გამოყენება იმ პროდუქტისათვის, რომელზედაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს, რომ ის შეიცავს გმოს, შედგება გმო-გან ან წარმოებულია გმო-სგან.

9. გადამუშავებული სურსათისთვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ტერმინები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგი მიზნებისთვის:

) კომერციულ (გაყიდვების) აღწერილობასა და ინგრედიენტების ჩამონათვალში, როდესაც ეს ჩამონათვალი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულოა, შემდეგი პირობის გათვალისწინებით:

.) თუ გადამუშავებული სურსათი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის VII თავით განსაზღვრულ წარმოების წესებს;

.) თუ სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების საერთო წონის, სულ მცირე (არანაკლებ) 95% ორგანულია;

.) არომატიზატორებისათვის გამოიყენება მხოლოდ ნატურალური არომატული ნივთიერებების, ნატურალური არომატული პრეპარატებისათვის, რომლებიც ეტიკეტირებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და ყველა არომატული კომპონენტები, და შესაბამის არომატიზატორში არომატული კომპონენტის გადამტანი, არის ორგანული წარმოშობის;

) მხოლოდ ინგრედიენტების ჩამონათვალში იმ პირობით, რომ:

.) სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების საერთო წონის 95%-ზე ნაკლები ორგანულია და მათი წარმოება განხორციელდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წარმოების წესების შესაბამისად;

.) გადამუშავებული სურსათი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის 42- მუხლის მე-5 პუნქტით, 43- მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით, გარდა არაორგანული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების შეზღუდული გამოყენების წესებისა, რომლებიც განსაზღვრულია 43- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის მიხედვით;

) კომერციულ (გაყიდვების) აღწერილობასა და ინგრედიენტების ჩამონათვალში, იმ პირობებით, რომ:

.) ძირითადი ინგრედიენტი ნადირობის ან თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტია;

.) ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერმინები კომერციულ (გაყიდვების) აღწერილობაში მკაფიოდ უკავშირდება სხვა ინგრედიენტს, რომელიც ორგანულია და განსხვავდება ძირითადი ინგრედიენტისგან;

.) ყველა სხვა სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტი ორგანულია;

.) გადამუშავებული სურსათი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის 42- მუხლის მე-5 პუნქტით, 43- მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით, გარდა არაორგანული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების შეზღუდული გამოყენების წესებისა, რომლებიც განსაზღვრულია და 43- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის მიხედვით;

) ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს, თუ რომელი ინგრედიენტია ორგანული. ორგანულ წარმოებასთან შესაბამისობა დასაშვებია მიეთითოს მხოლოდ ორგანულ ინგრედიენტებს;

) ამ პუნქტის“, „დაქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს ორგანული ინგრედიენტების პროცენტული შემცველობა სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების საერთო რაოდენობის მიხედვით;

) ინგრედიენტების ჩამონათვალში, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ტერმინების გამოყენების შემთხვევაში, ინგრედიენტების დასახელება, მათი პროცენტული შემცველობა მითითებული უნდა იქნეს იმავე შრიფტით, ფერით, და ზომით, როგორიც ინგრედიენტების ჩამონათვალში სხვა ინფორმაციის გამოსახვისას.

10. გადამუშავებული ცხოველის საკვებისთვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ტერმინები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შემდეგი მიზნებისთვის:

) ცხოველის გადამუშავებული საკვები შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის 22--მე-40 მუხლებით და 44--46- მუხლებით განსაზღვრულ წარმოების წესებს;

) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ყველა ინგრედიენტი, რომელიც ცხოველთა გადამუშავებული საკვების შედგენილობაშია, არის ორგანული;

) პროდუქტის მშრალი ნივთიერების, სულ მცირე, 95% ორგანულია.

11. საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია ორგანულ წარმოებასთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენებასა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები დამატებით იქნეს განსაზღვრული.

მუხლი 66. მემცენარეობაში გამოყენებული პროდუქტებისა და ნივთიერებების ეტიკეტირება

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული მოქმედების სფეროს მიუხედავად, პროდუქტებისა და ნივთიერებების ეტიკეტზე, რომლებიც გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და 59- მუხლებით განსაზღვრული მცენარეთა დაცვის საშუალებების, ან ნიადაგის მელიორანტების ან საკვები ნივთიერებების სახით, მითითებული უნდა იქნეს, რომ მათი გამოყენება ავტორიზებულია/დაშვებულია ორგანული წარმოებისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 67. სავალდებულო აღნიშვნები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის 65- მუხლის პირველი, მე-2-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ტერმინებით პროდუქტის აღნიშვნისათვის, აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

) ეტიკეტზე აუცილებელია იმ მაკონტროლებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო კოდის მითითება, რომლის კონტროლსაც დაექვემდებარა ოპერატორი, რომელიც ახორციელებს წარმოების ან დამზადება-დამუშავების საბოლოო ოპერაციას;

) მწარმოებლის მიერ, წინასწარ შეფუთული/დაფასოებული სურსათზე, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის 65- მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით და ამავე მუხლის მე-9 პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ამ ტექნიკური რეგლამენტის 68- მუხლით განსაზღვრული ორგანული წარმოების ლოგო, ასევე უნდა იქნეს წარმოდგენილი შეფუთვაზე.

2. ორგანული წარმოების ლოგოს გამოყენების შემთხვევაში, მის გვერდით, ხედვის იმავე არეალში, აუცილებელია შესაბამისი ფორმით მიეთითოს ის ადგილიც, სადაც მოხდა პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის მოყვანა-მოპოვება:

) „GE სოფლის მეურნეობა“ (“GE Agriculture”) – თუ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოება განხორციელდა საქართველოში;

) „არა GE სოფლის მეურნეობა“ ( „non-GE Agriculture“ ) – სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოება განხორციელდა სხვა ქვეყანაში;

) „GE/ არა-GE სოფლის მეურნეობა“ („GE/non-GE Agriculture’ – სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის ნაწილის წარმოება განხორციელდა საქართველოში, ხოლო ნაწილისსხვა ქვეყანაში;

) „EU სოფლის მეურნეობა“ (“EU Agriculture”) – თუ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოება განხორციელდა ევროკავშირში;(a)

) „არა EU სოფლის მეურნეობა“ ( „non-EU Agriculture“ ) – სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოება განხორციელდა სხვა ქვეყანაში; (b)

) „EU/ არა-EU სოფლის მეურნეობა“ („EU/non-EU Agriculture’ – სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის ნაწილის წარმოება განხორციელდა ევროკავშირში, ხოლო ნაწილისსხვა ქვეყანაში.

3. საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრულისოფლის მეურნეობა“ (Agriculture) შეიძლება შეიცვალოსაკვაკულტურით“ („Aquaculture“), ხოლო აღნიშვნებს „GE“ ან “EU” (საქართველოში წარმოებული, ევროკავშირში წარმოებული) და „non-GE“ ან „non-EU Agriculture“ (სხვა ქვეყანაში წარმოებული,) შეიძლება ჩაენაცვლოს ან მათ დაემატოს შესაბამისი ქვეყნის ან ქვეყნისა და რეგიონის სახელწოდება (ან სახელწოდებები) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის დამზადებისთვის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო ნედლეული მთლიანად წარმოებულია რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში.

4. თუ პროდუქტის დამზადებისათვის გამოყენებული ინგრედიენტის რაოდენობა არ აღემატება სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის საერთო წონის 5%-, ამ შემთხვევაში ამ ინგრედიენტის წარმოების ადგილის აღნიშვნა არ არის სავალდებულო.

5. სიტყვები „GE“ დაარა-GE“ , “EU” დაარა-EU“ არ უნდა იყოს პროდუქტის დასახელებაზე უფრო გამოკვეთილი ფერის, ზომის ან შრიფტის.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 68- მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული აღნიშვნები უნდა იყოს მკაფიო, გარკვევით, ადვილად უნდა იკითხებოდეს, აგრეთვე შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა.

7. შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იქნეს დამატებითი მოთხოვნები.

მუხლი 68. ორგანული წარმოების ლოგო

1. ორგანული წარმოების ლოგოს გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ პროდუქტების ეტიკეტზე, წარდგენისა და რეკლამისათვის, რომელთა წარმოება განხორციელდა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ორგანული წარმოების ლოგოს გამოყენება, ლოგოს რეკლამირებისთვის დასაშვებია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნით, იმ პირობით, თუ ეს შეცდომაში არ შეიყვანს მომხმარებელს გარკვეული პროდუქტების ორგანული წესებით წარმოებასთან დაკავშირებით, ხოლო ლოგო წარმოდგენილი იქნება დანართი №1-ისორგანული წარმოების ლოგო“- შესაბამისად. ამ შემთხვევაში ამ ტექნიკური რეგლამენტის 67- მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება არ არის სავალდებულო.

  3. ორგანული წარმოების ლოგოს გამოყენება დაუშვებელია ამ ტექნიკური რეგლამენტის 65- მუხლის მე-9 პუნქტისდაპუნქტებით განსაზღვრული გადამუშავებული სურსათისა და ამავე მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული კონვერსიული პროდუქტებისათვის.

  4. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ლოგო წარმოადგენს ორგანული წარმოების ოფიციალურ/სახელმწიფო დადასტურებას.

  5. საქართველოში იმპორტირებული ორგანული პროდუქტების ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული ლოგო და ასევე ამ ტექნიკური რეგლამენტის 67- მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.

  6. საქართველოში ორგანული წარმოების ლოგო წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი №1-ით განსაზღვრული მოდელის შესაბამისად და აკმაყოფილებდეს ამავე დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

თავი XV

სერტიფიცირება

მუხლი 69. სერტიფიცირების სისტემა

  1. „ორგანულიანკონვერსიულიპროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე ან კონვერსიული პერიოდის დაწყებამდე, ამ ტექნიკური რეგლამენტის 71- მუხლით განსაზღვრულმა ოპერატორებმა და ოპერატორთა ჯგუფებმა, რომლებიც ახორციელებენ ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების წარმოებას, დამზადებას, დისტრიბუციას, შენახვას, იმპორტს, ექსპორტს ან ბაზარზე განთავსებას, თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს.

  2. თუ კომპეტენტურმა ორგანოს, თავისი მოვალეობები ან სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანები დელეგირებული აქვს ერთზე მეტ მაკონტროლებელ ორგანოზე, ოპერატორებმა ან ოპერატორთა ჯგუფებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციაში, უნდა მიუთითონ იმ მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება, რომელიც ადასტურებს, რომ მათი საქმიანობა შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და გასცემს ამ ტექნიკური რეგლამენტის 70- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიკატს.

3. ოპერატორებს, რომლებიც წინასწარ შეფუთულ/დაფასოებულ ორგანულ პროდუქტებს უშუალოდ აწვდიან საბოლოო მომხმარებელს, არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების და ამ ტექნიკური რეგლამენტის 70- მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება, იმ პირობით თუ ისინი არ აწარმოებენ, არ ამზადებენ, არ ასაწყობებენ (გარდა გაყიდვის პუნქტში ამ პროდუქტის დასაწყობებისა), არ ახდენენ იმპორტირებას და არ გადასცემენ სხვა ოპერატორს აღნიშნულ საქმიანობებს ქვეკონტრაქტის ფარგლებში

4. თუ ოპერატორები ან ოპერატორთა ჯგუფები ქვეკონტრაქტით გადასცემენ რომელიმე საქმიანობას მესამე მხარეს, ოპერატორებმა, ისევე როგორც ოპერატორთა ჯგუფებმა და მესამე მხარემ, რომლებსაც ეს საქმიანობა ქვეკონტრაქტით გადაეცა, უნდა დააკმაყოფილონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოპერატორმა ან ოპერატორთა ჯგუფმა პირველი პუნქტით მითითებულ ინფორმაციაში განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია ორგანულ წარმოებაზე და ვალდებულებები ქვეკონტრაქტორისთვის არ გადაუცია. ამ შემთხვევებში კომპეტენტურმა ორგანომ, საჭიროების შემთხვევაში მაკონტროლებელმა ორგანომ, ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლით, რომლებსაც ქვეკონტრაქტით გადაეცათ ეს საქმიანობა, უნდა დაადასტუროს, რომ ქვეკონტრაქტით გადაცემული საქმიანობა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

  5. კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება დაასახელოს ორგანო, რომელსაც უნდა მიეწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.

6. ოპერატორებმა, ოპერატორთა ჯგუფმა და ქვეკონტრაქტორებმა, უნდა აწარმოონ თავიანთი საქმიანობის შესახებ დოკუმენტური ჩანაწერები, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

  7. უნდა არსებობდეს განახლებადი რეესტრი, რომელშიც მოცემული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიმწოდებელი ოპერატორების და ოპერატორების ჯგუფების დასახელება, ინფორმაცია სერტიფიცირების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

  8. შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იქნეს დამატებითი მოთხოვნები.

მუხლი 70. სერტიფიკატი

1. კომპეტენტურმა ორგანომ, ან საჭიროების შემთხვევაში მაკონტროლებელმა ორგანომ, უნდა გასცეს სერტიფიკატი ნებისმიერ ოპერატორზე ან ოპერატორთა ჯგუფზე, რომელმაც განაცხადა მისი საქმიანობის შესახებ ამ ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ეს სერტიფიკატი:

  ) შესაძლებლობის ფარგლებში გაცემული უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით;

  ) სულ მცირე, უნდა იძლეოდეს ოპერატორის ან ოპერატორთა ჯგუფის მათ შორის, ჯგუფის წევრების, ასევე იმ პროდუქტის კატეგორიების იდენტიფიცირების საშუალებას, რომლებზედაც ვრცელდება სერტიფიკატი, ასევე სერტიფიკატის მოქმედების ვადას;

  ) უნდა ადასტურებდეს, რომ საქმიანობა, რომელიც მოცემულია შეტყობინებაში (ინფორმაცია), შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

  ) უნდა გაიცეს ორგანული წარმოებისა და ორგანული პროდუქტების ეტიკეტირების სერტიფიკატი, დანართი N2-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

  2. დაუშვებელია ოპერატორებმა და ოპერატორთა ჯგუფებმა ბაზარზე განათავსონ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროდუქტები, როგორც ორგანული ან კონვერსიული პროდუქტები, თუ ისინი არ ფლობენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიკატს.

  3. ამ მუხლით განსაზღვრული სერტიფიკატი წარმოადგენს ოფიციალურ სერტიფიკატს.

  4. ოპერატორმა ან ოპერატორთა ჯგუფმა, ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქციაზე სერტიფიკატი უნდა მიიღოს მხოლოდ ერთი მაკონტროლებელი ორგანოსგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპერატორი ან ოპერატორთა ჯგუფი წარმოების, მომზადების და განაწილების სხვადასხვა ეტაპებზე საქმიანობენ ამასთანავე, .ოპერატორთა ჯგუფის ცალკეულ წევრს არა აქვს ინდივიდუალურად სერტიფიკატის მიღების უფლება ნებისმიერი იმ საქმიანობისთვის, რომელზედაც ვრცელდება ოპერატორების ჯგუფზე გაცემული სერტიფიკატი.

  5. ოპერატორებმა უნდა გადაამოწმონ იმ ოპერატორების სერტიფიკატები რომლებიც მათ აწვდიან პროდექტებს.

  6. ამ მუხლის მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის პროდუქტები კლასიფიცირებული უნდა იქნეს შემდეგ კატეგორიებად:

) გადაუმუშავებელი მცენარეები და პროდუქტები თესლისა და მცენარის სხვა რეპროდუქციული მასალის ჩათვლით;

  ) შინაური ცხოველები და შინაური ცხოველების გადაუმუშავებელი პროდუქტები;

  ) წყალმცენარეები და აკვაკულტურის გადაუმუშავებელი პროდუქტები;

  ) გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, აკვაკულტურის პროდუქცია, რომლებიც გამოიყენება სურსათში;

  ) ცხოველის საკვები;

  ) ღვინო;

  ) სხვა პროდუქტები, რომლებიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, ან არ განეკუთვნება ამ მუხლის მე-6 პუნქტის-ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებს.

მუხლი 71. ოპერატორთა ჯგუფები

1. ოპერატორთა ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

) შედგებოდეს მხოლოდ იმ წევრებისგან, რომლებიც არიან ფერმერები ან ოპერატორები, აწარმოებენ წყალმცენარეებს ან აკვაკულტურის ცხოველებს და, შესაძლებელია, დამატებით ახორციელებენ სურსათის ან ცხოველის საკვების გადამუშავებას, დამზადება-დამუშავებას ან ბაზარზე განთავსებას;

) შედგებოდეს მხოლოდ იმ წევრებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ-ერთ მოთხოვნას:

.) რომელთა მიერ სერტიფიცირებისათვის გაწეული ინდივიდუალური დანახარჯი შეადგენს თითოეული წევრის ბრუნვის ან ორგანული წარმოების სტანდარტული მოცულობის (მწარმოებლურობა) ღირებულების 2%-ზე მეტს ან

.) რომლის თითოეული წევრს მფლობელობაში აქვს არაუმეტეს ერთ-ერთი:

..) 5 ჰექტარი;

..) 0,5 ჰა სათბურებისათვის;

..) 15 ჰექტარი მხოლოდ მუდმივი სათიბ-საძოვრებისათვის;

) დაარსებულია საქართველოს ტერიტორიაზე ან, დასაშვებია სხვა ქვეყანაში;

) აქვს სამართლებრივი სტატუსი;

) შედგება მხოლოდ იმ წევრებისგან, რომელთა საქმიანობა ხორციელდება ერთმანეთთან გეოგრაფიულ სიახლოვეში;

) აქვს ერთობლივი მარკეტინგული სისტემა ჯგუფში წარმოებული პროდუქტებისთვის

) აქვს შიდა კონტროლის სისტემა (შემდგომშკს), რომელიც მოიცავს დოკუმენტირებულ საკონტროლო ღონისძიებებსა და პროცედურებს, რომელთა მიხედვით, განსაზღვრული პირი ან ორგანო პასუხისმგებელია ჯგუფის თითოეული წევრის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმებაზე. შკს უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტირებულ პროცედურებს:

.) ჯგუფის წევრების რეგისტრაცია;

.) შიდა ინსპექტირებები, რომლებიც მოიცავენ თითოეული წევრის ყოველწლიურ ფიზიკურ ინსპექტირებას ადგილზე და რისკზე დამყარებულ ნებისმიერ დამატებით ინსპექტირებას; ნებისმიერ შემთხვევაში ინსპექტირებებს გეგმავს შკს მენეჯერი და ატარებენ შკს ინსპექტორები, რომელთა როლი განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით;

.) შკს მენეჯერის მიერ შიდა ინსპექტირების ანგარიშზე საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით არსებულ ჯგუფში ახალი წევრის მიღების დამტკიცება ან, სადაც მიზანშეწონილია, არსებული წევრებისათვის ახალი საწარმოო ერთეულების ან საქმიანობის ახალი მიმართულების რეგისტრაცია;

.) შიდა კონტროლის ინსპექტორების ტრენინგი, რომელიც უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ მაინც და რომელსაც თან უნდა ერთოდეს მონაწილეების მიერ მიღებული ცოდნის შეფასება;

.) ჯგუფის წევრების ტრენინგი შკს პროცედურებისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების თაობაზე;

.) დოკუმენტებისა და ჩანაწერების კონტროლი;

.) შიდა ინსპექტირებების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების შემთხვევაში მისაღები ზომები, მათ შორის ამ ზომების შედეგიანობის გადამოწმება;

.) შიდა მიკვლევადობის სისტემა, რომელიც აჩვენებს ჯგუფის მარკეტინგის საერთო სისტემაში მიწოდებული პროდუქტების წარმომავლობას და უზრუნველყოფს ყველა წევრის ყველა პროდუქტის მიკვლევადობას ყველა საფეხურზე, კერძოდ, წარმოების, გადამუშავების, დამზადების ან ბაზარზე განთავსების ეტაპებზე, რაც ასევე მოიცავს ჯგუფის თითოეული წევრის მოსავლის რაოდენობის ჯვარედინ შეფასებას და გადამოწმების შესაძლებლობას;

) შკს-ის მენეჯერისა და ერთი ან მეტი შკს-ის ინსპექტორის დანიშვნა, რომლებიც შეიძლება იყვნენ ჯგუფის წევრები. არ შეიძლება მათი თანამდებობების გაერთიანება. შკს-ის ინსპექტორების რიცხვი უნდა იყოს ჯგუფის ტიპის, სტრუქტურის და ზომის, აგრეთვე პროდუქტების, საქმიანობების და ორგანული წარმოების მოცულობის ადეკვატური და პროპორციული. შკს-ინსპექტორები უნდა იყვნენ კომპეტენტურები წარმოებულ პროდუქტებთან და საქმიანობასთან მიმართებაში. შკს-ის მენეჯერმა უნდა:

.) შეაფასოს ჯგუფის თითოეული წევრის მისაღებობა ამ მუხლის პირველი პუნქტის“, „დაქვეპუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით:

.) უზრუნველყოს ჯგუფსა და თითოეულ წევრს შორის წერილობითი და ხელმოწერილი წევრობის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც წევრები აიღებენ შემდეგ ვალდებულებებს:

..) შეასრულოს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები;

..) მონაწილეობა მიიღოს შკს-ის მუშაობაში და დაიცვან შკს-ის პროცედურები, მათ შორის შეასრულოს შკს-მენეჯერის მიერ მათთვის დაკისრებული დავალებები და პასუხისმგებლობები, აგრეთვე აწარმოოს ჩანაწერები;

..) შსკ- ინსპექტორების მიერ ჩატარებული შიდა ინსპექტირების და კომპეტენტური ორგანოს ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის დროს დართოს მათი საწარმოო ერთეულებისა და ამ საწარმოო ერთეულების ძირითადი საშუალებების შემოწმების ნება, უზრუნველყოს ყველა დოკუმენტისა და ჩანაწერის ხელმისაწვდომობა და დაამოწმონ ინსპექტირების ანგარიშები ხელმოწერით;

..) დაეთანხმოს და განსაზღვრულ ვადებში განახორციელოს შეუსაბამობების აღმოსაფხვრელი ზომები შკს-ის მენეჯერის ან კომპეტენტური ორგანოს, ან საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;

. ) დაუყოვნებლივ აცნობოს შკს-ის მენეჯერს საეჭვო შეუსაბამობის შესახებ.

.) შეიმუშაოს შკს-ის პროცედურები, შესაბამისი დოკუმენტები და ჩანაწერები, განაახლოს ისინი და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა შკს-ის ინსპექტორებისთვის და საჭიროებისამებრ, ჯგუფის წევრებისათვის;

.) შეადგინოს და განაახლოს ჯგუფის წევრთა სია;

.) გაუნაწილოს დავალებები და პასუხისმგებლობები შკს-ინსპექტორებს;

.) დაეხმაროს ჯგუფის წევრებს კომპეტენტურ ორგანოსთან ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელ ორგანოსთან კომუნიკაციაში, მათ შორის გამონაკლისის მოთხოვნებთან დაკავშირებით;

.) შეამოწმოს ყოველწლიურად შკს-ის ინსპექტორთა ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციები;

.) დანიშნოს ყოველწლიური ინსპექტირებები და უზრუნველყოს მათი ადეკვატური განხორციელება შკს-ის მენეჯერის გეგმის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია ამ პუნქტის.ქვეპუნქტით;

.) უზრუნველყოს შკს-ის ინსპექტორების ადეკვატური ტრენინგი და განახორციელოს შკს-ის ინსპექტორების კომპეტენციის და კვალიფიკაციის ყოველწლიური შეფასება;

.) დაამტკიცოს ახალი წევრები ან ახალი საწარმოო ერთეულები ან არსებული წევრების ახალი საქმიანობები;

.) შეუსაბამობების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ზომების გატარებაზე, შკს-ში გათვალისწინებული ზომების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა მიხედვით შედგენილ დოკუმენტირებულ პროცედურებში და უზრუნველყოს ამ ზომების შედეგიანობის გადამოწმება;

.) მიიღოს გადაწყვეტილება ზოგიერთი საქმიანობის, მათ შორის შიდა ინსპექტორების დავალებების ქვეკონტრაქტით სხვაზე გადაცემაზე და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს;

) შკს-ის ინსპექტორმა უნდა:

.) ჩაატაროს ჯგუფის წევრების შიდა ინსპექტირებები შკს-ის მენეჯერის მიერ შემუშავებული განრიგისა და პროცედურების მიხედვით;

.) შეადგინოს შიდა შემოწმების ანგარიში შესაბამისი ფორმის საფუძველზე და გონივრულ ვადაში წარუდგინოს შკს-ის მენეჯერს;

.) წარადგინოს ინტერესთა კონფლიქტის წერილობითი და ხელმოწერილი დეკლარაცია დანიშვნის დროს და განაახლოს ის ყოველწლიურად;

.) მიიღოს მონაწილეობა ტრენინგებში.

2. კომპეტენტური ორგანო ან საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია ოპერატორთა მთელ ჯგუფს გააუქმოს (ჩამოართვას) ამ ტექნიკური რეგლამენტის 70- მუხლით განსაზღვრული სერტიფიკატი, თუ დადგენილი იქნება შეუსაბამობები ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრულ შიდა კონტროლის სისტემის სტრუქტურაში ან მისი ფუნქციონირებაში, კერძოდ, თუ ეს შეუსაბამობები ეხება ოპერატორთა ჯგუფის ინდივიდუალური წევრების მხრიდან დარღვევების ან გამოსწორების დადგენის შესაძლებლობას და გავლენას ახდენს ორგანული და კონვერსიული პროდუქტების სანდოობაზე. შკს-ის შეუსაბამობებად უნდა ჩაითვალოს, სულ მცირე, შემდეგი შემთხვევები:

) შეჩერებული/გაუქმებული წევრების ან საწარმოო ერთეულების პროდუქციის წარმოება, გადამუშავება, მომზადება ან ბაზარზე განთავსება;

) იმ პროდუქტების ბაზარზე განთავსება, რომელთაც შკს-ის მენეჯერმა აუკრძალა ორგანული წარმოების მითითება ეტიკეტსა თუ რეკლამაში;

) წევრთა სიაში ახალი წევრების დამატება ან არსებული წევრების საქმიანობების ცვლილება დამტკიცების შესახებ შიდა პროცედურის გარეშე;

) ჯგუფის წევრთა ყოველწლიური ფიზიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა რომელიმე წელს;

) წევრთა სიაში შეჩერებული ან გაუქმებული წევრების მიუთითებლობა;

) სერიოზული ცდომილება შკს-ის ინსპექტორის მიერ ჩატარებულ ყოველწლიური ინსპექტირებისა და კომპეტენტური ორგანოს ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგებს შორის;

) სერიოზული ხარვეზები შკს-ის ინსპექტორის ან კომპეტენტური ორგანოს ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოვლენილ შეუსაბამობებზე შესაბამისი ზომების გატარებაში, ან მათი შედეგიანობის შემოწმებაში;

) შკს-ის ინსპექტორების შეუსაბამო რაოდენობა ან მათი შეუსაბამო კომპეტენციები ჯგუფის სახეობის, სტრუქტურის, ზომის, პროდუქტების, საქმიანობისა და ორგანული წარმოების მოცულობის გათვალისწინებით.

  3. შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იქნეს დამატებითი მოთხოვნები.

 

თავი XVI

სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული სხვა ქმედებები

მუხლი 72. ორგანული წარმოების და ორგანული პროდუქტების ეტიკეტირების სახელმწიფო კონტროლი

ორგანული წარმოების და ორგანული პროდუქტების ეტიკეტირების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

მუხლი 73. სახელმწიფო კონტროლთან და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებთან დაკავშირებული დამატებითი წესები

1. ამ ტექნიკურ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისათვის განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი მოიცავს შემდეგ ქმედებებს:

) ოპერატორების მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტითა და 63- მუხლით განსაზღვრული წარმოების, დამზადება-დამუშავებისა და დისტრიბუციის თითოეულ ეტაპზე პრევენციული და სიფრთხილის ზომების განხორციელების შეფასებას;

) თუ მეურნეობაში არის არაორგანული ან კონვერსიული საწარმოო ერთეულები, შეფასება მოიცავს ორგანულ, კონვერსიულ და არაორგანულ საწარმოო ერთეულების, ასევე ამ ერთეულების მიერ წარმოებული შესაბამისი პროდუქტების მკაფიო და ეფექტიანი გამიჯვნისათვის შესაბამისი დოკუმენტების, განხორციელებული ზომების, პროცედურების ან ქმედებების, ასევე ორგანული, კონვერსიული და არაორგანული წარმოების ერთეულებში გამოყენებული ნივთიერებებისა და პროდუქტების შეფასებას. შეფასება ასევე მოიცავს არაორგანული წარმოების ერთეულებისა და იმ მიწის ნაკვეთების შემოწმებას, რომლებისთვისაც წინა პერიოდი კონვერსიის პერიოდად აღიარებული იქნა უკანა რიცხვით;

) თუ ოპერატორების მიერ ორგანული, კონვერსიული და არაორგანული პროდუქტების შეგროვება ხდება ერთდროულად, ან მზადდება და ინახება ერთი და იმავე დამამზადებელ ერთეულში, სივრცეში ან შენობაში, ან პროდუქტის ტრანსპორტირება ხდება სხვა ოპერატორების მიერ ან სხვა ერთეულებში, შეფასება მოიცავს იმ დოკუმენტების, განხორციელებული ზომების, პროცედურების ან ქმედებების შემოწმებას, რომლებიც უზრუნველყოფს ქმედებების გამიჯვნას დროში ან სივრცეში, სათანადო დასუფთავებას და, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტების შეცვლის პრევენციას, ორგანული და კონვერსიული პროდუქტების მუდმივ იდენტიფიცირებას, დამზადება-დამუშავების ღონისძიებამდე და მათი დასრულების შემდეგ ორგანული, კონვერსიული და არაორგანული პროდუქტების დასაწყობებას/შენახვას ერთმანეთისგან გამიჯნულად დროში ან სივრცეში;

) ოპერატორთა ჯგუფის შიდა კონტროლის სისტემის სტრუქტურისა და ფუნქციონირების შეფასებას;

) თუ ოპერატორი, ამ ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, გათავისუფლებულია შეტყობინების/ინფორმაციის გაგზავნის ვალდებულებისგან, შეფასება მოიცავს გათავისუფლების მოთხოვნების შესრულებისა და ამ ოპერატორების მიერ რეალიზებული პროდუქტების შემოწმებას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისათვის სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, რომლის დროსაც დამატებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:

) ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების ტიპი, ზომა და სტრუქტურა;

) ორგანული წარმოების, დამზადება-გადამუშავებისა და დისტრიბუციის პროცესში ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების ჩართულობის პერიოდის ხანგრძლივობა;

) ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგები;

) ქმედებების განხორციელებისათვის შესაფერისი დროის მონაკვეთი;

) პროდუქტების კატეგორიები;

) პროდუქტების ტიპი, რაოდენობა და ღირებულება, ასევე მათი ცვლილებები დროთა განმავლობაში;

) პროდუქტების შერევის, ან აკრძალული პროდუქტებით ან ნივთიერებებით დაბინძურების შესაძლებლობა;

) დაშვებული წესებიდან ოპერატორების ან ოპერატორთა ჯგუფების მიერ ნაწილობრივი გადაცდომების ან გამონაკლისების გამოყენება

) წარმოების, დამზადება-გადამუშავებისა და დისტრიბუციის თითოეულ ეტაპზე შეუსაბამობის კრიტიკული წერტილები და შეუსაბამობათა ალბათობა;

) ქვეკონტრაქტორების მიერ განხორციელებული ქმედებები.

3. ყველა შემთხვევაში, ოპერატორი და ოპერატორთა ჯგუფი, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ექვემდებარება შესაბამისობის შეფასებას, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისობის შეფასება ხორციელდება ადგილზე ინსპექტირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

) თუ კონკრეტული ოპერატორის ან ოპერატორთა ჯგუფის განხორციელებული წინა კონტროლის შედეგად არ გამოვლენილა ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების სანდოობაზე მოქმედი არც ერთი შეუსაბამობა, სულ მცირე, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში;

) თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფაქტორების გათვალისწინებით, კონკრეტული ოპერატორი ან ოპერატორთა ჯგუფი შეფასდა შეუსაბამობის დაბალი ალბათობის მქონედ;

) ამ პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, ადგილზე ჩატარებულ ორ ინსპექტირებას შორის, ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს.

5. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნების დაცვის სახელმწიფო კონტროლი:

) უნდა განხორციელდეს ოპერატორების ან ოპერატორთა ჯგუფების წინასწარი გაფრთხილების გარეშე;

) უნდა უზრუნველყოფდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ დამატებითი სახელმწიფო კონტროლის მინიმალურ პროცენტულ მაჩვენებელს;

) უნდა განხორციელდეს ნიმუშების იმ მინიმალური რაოდენობის აღებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

) უნდა უზრუნველყოფდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასებისათვის მინიმალური რაოდენობის ოპერატორთა ჯგუფის წევრი ოპერატორების კონტროლს.

6. ამ ტექნიკური რეგლამენტის 70- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატი გაცემული და განახლებული უნდა ამ მუხლის პირველი, მე-2-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების შედეგების მიხედვით.

7. ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასების მიზნით განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად. ამ შემთხვევაში:

) შესაბამისობის შეფასების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს;

) თუ ოპერატორი ხელმძღვანელი ან მისი წარმომადგენელი ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ოპერატორის ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს;

) თუ ოპერატორს ან წარმომადგენელი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს;

) თუ ოპერატორი ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, აქტში ხდება ამის აღნიშვნა.

8. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წერილობითი ჩანაწერების წარმოება არ ვრცელდება კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ მაკონტროლებელი ორგანოებისთვის ჩატარებულ ზედამხედველობასა და ინსპექტირებაზე, რომლებსაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულება

9. სახელმწიფო კონტროლთან და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებულ სხვა ამოცანებთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

მუხლი 74. ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების მიერ განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებული დამატებითი წესები

1. გარდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ბიზნესოპერატორის ვალდებულებებისა, ოპერატორები და ოპერატორთა ჯგუფები ვალდებულნი არიან:

) აწარმოონ შესაბამის დოკუმენტაცია და ჩანაწერები ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად;

) წარადგინონ ყველა სახის განაცხადი(დოკუმენტები), ჩანაწერები და სხვა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის;

) მიიღონ სათანადო პრაქტიკული ზომები ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

) საჭიროების მიხედვით, წარადგინონ ხელმოწერილი განაცხადი(დოკუმენტები) განახლებული ფორმით, რომელშიც მოცემული იქნება:

 .) ორგანული ან კონვერსიული საწარმოო ერთეულისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებების სრული აღწერა;

.) ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის განსახორციელებელი შესაბამისი პრაქტიკული ზომები;

 .) მათი პასუხისმგებლობა, რომ:

..) წერილობითი ფორმით და დაუყოვნებლივ შეატყობინებენ პროდუქტების მყიდველებს და მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას კომპეტენტურ ორგანოს ან საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელ ორგანოს, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი შეუსაბამობების შესახებ, შეუძლებელია საეჭვო შეუსაბამობის აღმოფხვრა, ასევე დადგენილია შეუსაბამობა, რომელიც გავლენას ახდენს კონკრეტული პროდუქტის სანდოობაზე;

..) მაკონტროლებელი ორგანოს შეცვლის შემთხვევაში, თანახმანი არიან კონტროლის მასალები გადასცენ სხვა მაკონტროლებელ ორგანოს, ან ორგანული წარმოების სქემიდან გასვლის შემთხვევაში, თანახმანი არიან, რომ შეინახავენ ბოლო მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში განხორციელებულ კონტროლთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;

..) ორგანული წარმოების სქემიდან გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინებენ კომპეტენტურ ორგანოს;

..) თანახმანი არიან, ამ ორგანოებს შორის ინფორმაციის მიმოცვლაზე, იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორების კონტროლს ახორციელებს სხვა მაკონტროლებელი ორგანო.

2. ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების მიერ განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებულ დამატებით წესებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

მუხლი 75. კომპეტენტური ორგანოებისა და მაკონტროლებელი ორგანოების ზოგადი ვალდებულებები

1. კომპეტენტური ორგანოები და ორგანული წარმოების მაკონტროლებელი კონტროლის ორგანოები ვალდებულნი არიან:

) ჰქონდეთ პროცედურები და/ან ღონისძიებები სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ეფექტურობისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

) ჰქონდეთ პროცედურები და/ან ღონისძიებები, რათა ყველა დონეზე უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების მიუკერძოებლობა, ხარისხი და თანმიმდევრულობა;

) ჰქონდეთ პროცედურები და/ან ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პერსონალი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანებს, თავისუფალია ინტერესთა კონფლიქტისგან;

 ) აქვთ ან მათთვის ხელმისაწვდომია სათანადო ლაბორატორიული შესაძლებლობები ანალიზის, ტესტირებისა და დიაგნოსტირებისათვის;

) ჰყავთ ან მათთვის ხელმისაწვდომია სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალი, რომელიც სახელმწიფო კონტროლს და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანებს შესრულებს ეფექტურად და მართებულად;

) ჰქონდეთ სათანადო საშუალებები და აღჭურვილობა, რათა სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანები, პერსონალის მიერ შესრულდეს ეფექტურად და მართებულად;

) ჰქონდეთ სამართლებრივი უფლებამოსილება, რათა შეასრულონ სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანები, და განახორციელონ ამ მუხლით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედებები;

) თავიანთი ამოცანების სრულფასოვნად შესრულებისათვის ჰქონდეთ პროცედურები, რათა თანამშრომლებს ჰქონდეთ წვდომა ოპერატორების შენობასა და მათ მიერ დაცულ დოკუმენტებთან

) ჰქონდეთ გაუთვალისწინებელი გეგმები და, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო ვითარების დროს, მზად იყვნენ ამგვარი გეგმების განსახორციელებლად.

2. სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შემსრულებელი უფლებამოსილი პირები მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წერილობით ფორმით უნდა იყვნენ დანიშნულნი; წერილობითი ფორმით უნდა განისაზღვროს ასევე სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანები.

3. სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შემსრულებელ უფლებამოსილ პირებს:

) გავლილი უნდა ჰქონდეთ სათანადო სწავლებები/ტრენინგები, რაც მათ საშუალებას მისცემს, კომპეტენტურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები;

) საჭიროების მიხედვით, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, განაახლონ თავიანთი ცოდნა და გაიარონ დამატებითი სწავლებები/ტრენინგები.

4. კომპეტენტურმა ორგანოებმა და მაკონტროლებელმა ორგანოებმა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესარულებისათვის, უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ შესაბამისი სასწავლო პროგრამები.

5. კომპეტენტურ ორგანოსა და მაკონტროლებელ ორგანოს შორის უზრუნველყოფილ იქნეს ეფექტიანი კოორდინაცია და თანამშრომლობა.

მუხლი 76. სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული სხვა ამოცანების დელეგირებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები

1. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების დელეგირება მოახდინოს მაკონტროლებელ ორგანოებზე, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

) დელეგირება მოიცავს სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების კონკრეტულ აღწერილობას, მათ შორის ანგარიშგების და სხვა კონკრეტულ ვალდებულებებს, ასევე მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ამ ქმედებების განხორციელების პირობების აღწერას. კერძოდ, მაკონტროლებელმა ორგანომ კომპეტენტურ ორგანოს წინასწარი დამტკიცებისთვის უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

.) ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების შესაბამისობის შეფასების რაოდენობისა და სიხშირის დასადგენად, ამ ტექნიკური რეგლამენტის 73- მუხლით განსაზღვრული ფაქტორების საფუძველზე ჩასატარებელი რისკების შეფასების პროცედურა, რომელიც უნდა შესრულდეს ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს;

.) კონტროლის სტანდარტული პროცედურა, რომელიც უნდა მოიცავდეს მაკონტროლებელი ორგანოს კონტროლს დაქვემდებარებული ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების მიმართ განსახორციელებელი კონტროლის ქმედებების დეტალურ აღწერას;

.) ამ ტექნიკური რეგლამენტის 77- მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ზომების ჩამონათვალი, რომელიც საეჭვო ან დასაბუთებული შეუსაბამობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების მიმართ;

.) ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების მიმართ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული სხვა ამოცანების ეფექტიანი მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცედურები;

.) მაკონტროლებელმა ორგანომ კომპეტენტურ ორგანოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამ პუნქტის..ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა ცვლილების შესახებ;

) მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად კომპეტენტურ ორგანოებს დაწესებული უნდა ჰქონდეთ პროცედურები და წესები, რომლებიც მოიცავს გადაცემული უფლებამოსილების ეფექტიანად, დამოუკიდებლად და ობიექტურად შესრულების გადამოწმებას, განსაკუთრებით, შესაბამისობის შეფასებების რაოდენობასა და სიხშირეს;

) სულ მცირე, წელიწადში ერთხელ კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ჩაატარონ იმ მაკონტროლებელი ორგანოების აუდიტი, რომლებსაც გადაეცათ სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული სხვა ამოცანების ჩატარების უფლებამოსილება.

2. შეუსაბამობის დადგენისას, კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია, შეუსაბამობის გამოსწორებისა და შემდეგში მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელ ზომებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გადასცეს მაკონტროლებელი ორგანოს.

3. კომპეტენტური ორგანოების მიერ, სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული სხვა ამოცანების ჩატარების უფლებამოსილების გადაცემა მაკონტროლებელ ორგანოებზე უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ჰარმონიზებული სტანდარტის – „შესაბამისობის შეფასებამოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების მასერტიფიცირებელი ორგანოებისთვის“ (ISO 17065 – „Conformity assessment. Requirements for bodies certifying products, processes and services“), უახლესი გამოქვეყნებული გამოცემით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

4. კომპეტენტურმა ორგანომ მაკონტროლებელ ორგანოს არ უნდა გადასცეს სახელმწიფო კონტროლთან და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული შემდეგი ამოცანების ჩატარების უფლებამოსილება:

) სხვა მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობა და აუდიტი;

) სხვა გამონაკლისების ავტორიზაციის/დაშვების უფლება, გარდა არაორგანული წარმოებიდან მიღებული მცენარის რეპროდუქციული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისისა;

) ამ ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ოპერატორების ან ოპერატორთა ჯგუფების მიერ თავიანთი საქმიანობის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის მიღების უფლება;

) ამ ტექნიკურ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის წარმოქმნის ალბათობის შეფასება, რომელიც ტარდება ორგანული პროდუქტების პარტიების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე მათი ფიზიკური შემოწმების სიხშირის დადგენის მიზნით;

) ამ ტექნიკური რეგლამენტის 77- მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გასატარებელი ზომების დადგენა.

5. კომპეტენტურმა ორგანოებმა ფიზიკურ პირებს არ უნდა გადასცენ სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული სხვა ამოცანების ჩატარების უფლებამოსილება.

6. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მაკონტროლებელი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაცია, და, ასევე, საეჭვო ან დასაბუთებული შეუსაბამობისას, მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გატარებული ზომების ამსახველი ინფორმაცია, შეგროვდეს და გამოყენებული იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით.

7. თუ კომპეტენტური ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული სხვა ამოცანების დელეგირების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით, მან, გაუქმების თარიღამდე, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დარჩება თუ არა ძალაში შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატები. ეს გადაწყვეტილება მან უნდა აცნობოს შესაბამის ოპერატორებს.

8. თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მაკონტროლებელი ორგანო სათანადოდ ვერ ასრულებს დელეგირებულ ამოცანებს, არ ატარებს სათანადო და დროულ ღონისძიებებს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრისათვის, ასევე თუ დასაბუთებულია, რომ მათი მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა რისკის ქვეშაა, კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემთხვევაში მოახდინოს დელეგირების სრული ან ნაწილობრივი შეჩერება:

 ) გარკვეული პერიოდით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, რომლის განმავლობაში მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გამოასწოროს აუდიტებისა და ინსპექტირებების ჩატარებისას აღმოჩენილი ნაკლოვანებები ან გამოასწოროს ის შეუსაბამობები, რომლის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა კომპეტენტურ ორგანოს ამ ტექნიკური რეგლამენტის 79- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად

) გარკვეული პერიოდით, რომლის დროსაც აკრედიტაციის ორგანოს მიერ აკრედიტაცია შეჩერებულია.

9. სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული სხვა ამოცანების დელეგირების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების შემთხვევაში, შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება, გასცეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 70- მუხლით განსაზღვრული სერტიფიკატი იმ ამოცანებზე, რომელთა განხორციელებაზეც დელეგირება შეჩერებულია. კომპეტენტურმა ორგანოებმა დელეგირების სრული ან ნაწილობრივი შეჩერების თარიღამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატების ძალაში დარჩენის თაობაზე და ეს გადაწყვეტილება უნდა აცნობონ შესაბამის ოპერატორებს.

10. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გააუქმოს სახელმწიფო კონტროლის და მასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების დელეგირების სრული ან ნაწილობრივი შეჩერება, რაც შეიძლება სწრაფად, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ხარვეზების, შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე ან აკრედიტაციის ორგანოს მიერ აკრედიტაციის შეჩერების გაუქმებისთანავე.

11. მაკონტროლებელმა ორგანომ კომპეტენტურ ორგანოს უნდა მიაწოდოს:

) ყოველი წლის 31 იანვრამდე იმ ოპერატორების ნუსხა, რომლებიც წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კონტროლდებოდა მათი მხრიდან;

) ყოველი წლის არაუგვიანეს 31 მარტისა, ინფორმაცია სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ღონისძიებების შესახებ, რომელიც მათ მიერ განხორციელებული იქნა წინა წელს.

12. ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

მუხლი 77. საეჭვო და დადგენილი შეუსაბამობებისას განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებული დამატებითი წესები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის 64- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ კომპეტენტურ ორგანოს, ან საჭიროების შემთხვევაში მაკონტროლებელ ორგანოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, ან ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია სხვა კომპეტენტური ორგანოსგან, ან საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოპერატორს განზრახული აქვს გამოიყენოს, ან ბაზარზე განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შესაძლებელია, არ შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ვალდებულებებს, თუმცა გამოყენებული აქვს ორგანულ წარმოებასთან დაკავშირებული ტერმინები, ან, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის 62- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ოპერატორი შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ან მაკონტროლებელ ორგანოს აწვდის ინფორმაციას შესაძლო შეუსაბამობაზე:

  ) კომპეტენტურმა ორგანომ ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს შესწავლა/მოკვლევა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით; ეს შესწავლა/მოკვლევა უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად გონივრული ვადაში, პროდუქტის ვარგისიანობის ვადისა და შემთხვევის სირთულის გათვალისწინებით;

  ) შესაბამისმა ორგანომ, დროებით, ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული შესწავლის/მოკვლევის შედეგების მიღებამდე, უნდა შეაჩეროს საეჭვო პროდუქტის ბაზარზე განთავსება ორგანული ან კონვერსიული პროდუქტის სტატუსით, ასევე ორგანულ წარმოებაში მისი გამოყენება. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე კომპეტენტურმა ორგანომ ან, საჭიროების შემთხვევაში. მაკონტროლებელმა ორგანომ ოპერატორს უნდა მისცეს კომენტარის გაკეთების საშუალება.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული შესწავლის/მოკვლევის შედეგები არ გამოავლენს ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების სანდოობასთან დაკავშირებულ შეუსაბამობას, ოპერატორს უფლება ექნება გამოიყენოს აღნიშნული პროდუქტი ან განათავსოს ბაზარზე ორგანული ან კონვერსიული პროდუქტის სტატუსით.

  3.ამ ტექნიკური რეგლამენტის 65- – 68- მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების არამართლზომიერად გამოყენების შემთხვევაში პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

  4. კომპეტენტური ორგანო შეიმუშავებს შესაბამისი ზომების ჩამონათვალს, რომელიც საეჭვო ან დასაბუთებული შეუსაბამობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ოპერატორებისა და ოპერატორთა ჯგუფების მიმართ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ.

  5. ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

მუხლი 78. დამატებითი წესები შეუსაბამობებისას განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით

1. ორგანული ან კონვერსიული პროდუქტების წარმოების, გადამუშავება-დამზადების და დისტრიბუციის რომელიმე ეტაპზე, მათ სანდოობაზე გავლენის მქონე შეუსაბამობის აღმოჩენისას (მაგალითად, აკრძალული პროდუქტების, ნივთიერებების ან მეთოდების გამოყენება, ან არაორგანულ პროდუქტთან შერევა) კომპეტენტურმა ორგანომ ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ საეჭვო პროდუქტის მთელ პარტიაზე ან არსებულ მარაგებზე, ეტიკეტსა და/ ან რეკლამაში არ იქნეს გამოყენებული ორგანულ წარმოებასთან დაკავშირებული რაიმე სახის მითითება.

2. სერიოზული, განმეორებითი ან ხანგრძლივი შეუსაბამობის შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა აუკრძალოს შესაბამის ოპერატორებს ან ოპერატორთა ჯგუფებს ორგანული წარმოების მითითებით პროდუქტების გაყიდვა გარკვეული პერიოდით და, საჭიროებისამებრ, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ ტექნიკური რეგლამენტის 70- მუხლით განსაზღვრული სერტიფიკატების მოქმედება.

მუხლი 79. ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული დამატებითი წესები

1. კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.

2. მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებსაც აქვთ დასაბუთებული ეჭვი, ან აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ კონტროლირებად ორგანული პროდუქტებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ, ვალდებულნი არიან ეს ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს.

3. სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოები ვალდებულნი არიან მოახდინონ მნიშვნელოვანი ინფორმაციების ურთიერთგაცვლა.

4. თუ კომპეტენტური ორგანო, მაკონტროლებელი ორგანოსგან მოითხოვს ინფორმაციის წარდგენას, რითაც დადასტურებული იქნება პროდუქტის დამზადების ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია, მათ მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს.

5. ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

 

თავი XVII

ორგანული პროდუქტების ექსპორტ - იმპორტი

მუხლი 80. ორგანული პროდუქტის ექსპორტ - იმპორტი

1. საქართველოში ორგანული პროდუქტის ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ექსპორტისათვის განკუთვნილ პროდუქტზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანული წარმოების ლოგო გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ წესებს.

3. საქართველოს ბაზარზე ორგანული პროდუქტის განთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული – „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებსაქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N50 დადგენილების მოთხოვნები. ამასთანავე, საქართველოში, ბაზარზე განთავსებისათვის, ორგანული ან/და კონვერსიული პროდუქტის იმპორტი დასაშვებია მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

) პროდუქტი წარმოადგენს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პროდუქტს;

  ) პროდუქტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

  .) პროდუქტი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5-მე-14, და 22--68- მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ამ ტექნიკური რეგლამენტის 71- მუხლით განსაზღვრული ყველა ოპერატორი ან ოპერატორთა ჯგუფები, მათ შორის სხვა ქვეყნის ექსპორტიორები, ექვემდებარებიან იმ მაკონტროლებელი ორგანოს კონტროლს, რომლებიც უფლებამოსილი არიან გასცენ ოფიციალური სერტიფიკატი და ეს ორგანოები აკრედიტებულნი არიან ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

  .) თუ პროდუქტის იმპორტი ხორციელდება იმ ქვეყნიდან, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანული წარმოებისა და სახელმწიფო კონტროლის ეკვივალენტურ წესებს და პროდუქტის ყოველ პარტიას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოსკომპეტენტური ორგანოს ან მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების ოფიციალური სერტიფიკატი (ორიგინალი ან მისი ელექტრონული ვერსია). ამასთანავე, ეს ორგანოები აკრედიტებულნი უნდა იყვნენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

  ) სხვა ქვეყნის ოპერატორებმა, შესაბამისი ორგანული და კონვერსიული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფისათვის, უნდა შეძლონ ნებისმიერ დროს მიაწოდონ იმპორტიორებს და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს ინფორმაცია, რომელიც იძლევა მათი მომწოდებელი ოპერატორების იდენტიფიცირებისა და მომწოდებლების მაკონტროლებელი ორგანოების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასევე იმპორტიორების მაკონტროლებელი ორგანოებისთვის.

  4. იმპორტიორი ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ორგანული წარმოების ეკვივალენტურ სერტიფიცირებას, აკრედიტებული უნდა იყვნენ საერთაშორისო ჰარმონიზებული სტანდარტის – „შესაბამისობის შეფასებამოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების მასერტიფიცირებელი ორგანოებისთვის“ (ISO 17065 – „Conformity assessment. Requirements for bodies certifying products, processes and services“), უახლესი გამოქვეყნებული გამოცემით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

5. გარდა ამ მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, საქართველოში, ბაზარზე განთავსების მიზნით, ორგანული და კონვერსიული პროდუქტების იმპორტირებისას დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 57- მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

6. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანული და კონვერსიული პროდუქტის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა ნებადართულია მხოლოდ ამ პროდუქტზე წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში. ფიზიკური შემოწმების სიხშირე დამოკიდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის 48“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეუსაბამობის ალბათობაზე

7. იმპორტ-ექსპორტის დროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას, თუ ბიოპროდუქტის დამუშავება ხდება იმ ნივთიერებებითა და საშუალებებით, რომლებიც არ არის დაშვებული/ავტორიზებული ბიოწარმოებაში გამოყენებისათვის, მაშინ პროდუქტი კარგავს ბიოსტატუსს.

8. ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

 

 

 

დანართი №1

 

ორგანული წარმოების ლოგო

 

1. ორგანული წარმოების ლოგო უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილ მოდელს:

 

 2. ორგანული წარმოების ლოგო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკუთრებას.

3. ლოგო წარმოადგენს ფაილს – ai- Adobe Illustrator ან PDF cmyk ფერების სპექტრში.

4. ფონტი გადაყვანილია ვექტორში.

5. დაუშვებელია ფერების და დიზაინის შეცვლა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

) თუ ფერადი ლოგოს გამოყენება შეუძლებელია, ორგანული წარმოების ლოგო შეიძლება იყოს შავ-თეთრი;

) თუ შეფუთვის ან ეტიკეტის ფონი მუქია, სიმბოლოები შეიძლება გამოყენებული იქნეს ნეგატივის ფორმატით, შეფუთვის ან ეტიკეტის ფონის ფერის გამოყენებით;

) თუ ფერადი ლოგო ფერად ფონზე გამოიყენება, რაც ართულებს მის ვიზუალურ აღქმას, ფონთან კონტრასტის შექმნის მიზნით დასაშვებია ლოგოს საზღვრების ჩარჩოში ჩასმა;

) თუ შეფუთვაზე წარწერები ერთი ფერით არის შესრულებული, ორგანული წარმოების ლოგოც შეიძლება იმავე ფერით იყოს წარმოდგენილი.

6.ორგანული წარმოების ლოგოს მინიჭების პროცედურები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

 

დანართი №2

 

ორგანული წარმოებისა და ორგანული პროდუქტების ეტიკეტირების სერტიფიკატი

Certificate on organic production and labelling of organic products

 

ნაწილი 1. სავალდებულო კომპონენტები

1. დოკუმენტის ნომერი /Document number

 2. მონიშნეთ შესაბამისი უჯრა/ choose appropriate:

 ოპერატორი/Operator

 ოპერატორთა ჯგუფი /Group of operators

3. ოპერატორის ან ოპერატორთა ჯგუფის დასახელება და მისამართი:

3.Name and address of operator or group of operators: 

4. კომპეტენტური ორგანოს, ან, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორის ან ოპერატორთა ჯგუფის მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება და მისამართი და კოდის ნომერი მაკონტროლებელი ორგანოს შემთხვევაში:

 

 

4.Name and address of the competent authority, or, where appropriate, control authority or control body of the operator or group of operators and code number in the case of control authority or control body:

5. ოპერატორის ან ოპერატორთა ჯგუფის საქმიანობა ან საქმიანობები (მონიშნეთ შესაბამისი უჯრები):

5.Activity or activities of the operator or group of operators (choose as appropriate):

 წარმოება /Production

 დამზადება-დამუშავება /reparation/

 დისტრიბუცია/Distribution/ ბაზარზე განთავსება/ Placing on the market 

 დასაწყობება / Storing

 იმპორტი/Import 

 ექსპორტი/Export

1. 6. პროდუქტთა კატეგორია ან კატეგორიები ტექნიკური რეგლამენტის 70- მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად და წარმოების მეთოდები (მონიშნეთ შესაბამისი უჯრები):

2. 6. Category or categories of products as referred to in Article 70 (6) of Technical Regulation and production methods (choose as appropriate)

() გადაუმუშავებელი მცენარეები და მცენარეული პროდუქტები, თესლისა და მცენარის სხვა რეპროდუქციული მასალის ჩათვლით

(a) unprocessed plants and plant products, including seeds and other plant reproductive material

  წარმოების მეთოდი:/Production method

 ორგანული წარმოება, კონვერსიის პერიოდის გარდა/organic production excluding during the conversion period

 წარმოება კონვერსიის პერიოდში/production during the conversion period

 ორგანული წარმოება არაორგანულ წარმოებასთან ერთად /organic production with non-organic production/

() მეცხოველეობა და მეცხოველეობის გადაუმუშავებელი პროდუქტები

(b) livestock and unprocessed livestock products

  წარმოების მეთოდი:/Production method

 ორგანული წარმოება, კონვერსიის პერიოდის გარდა/organic production excluding during the conversion period

 წარმოება კონვერსიის პერიოდში/production during the conversion period

 ორგანული წარმოება არაორგანულ წარმოებასთან ერთად /organic production with non-organic production 

() წყალმცენარეები და აკვაკულტურის გადაუმუშავებელი პროდუქტები/

(c) algae and unprocessed aquaculture products

წარმოების მეთოდი: /Production method

 ორგანული წარმოება,კონვერსიის პერიოდის გარდა /organic production excluding during the conversion period

 წარმოება კონვერსიის პერიოდში/production during the conversion period

 ორგანული წარმოება არაორგანულ წარმოებასთან ერთად /organic production with non-organic production

() გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, აკვაკულტურის პროდუქტების ჩათვლით, სურსათად გამოყენებისთვის/ (d) processed agricultural products, including aquaculture products, for use as food

  წარმოების მეთოდი:/ Production method

 წარმოება ორგანული პროდუქტებისაგან/ production of organic products

 წარმოება კონვერსიის პერიოდის პროდუქტებისაგან/ production of in-conversion products

 ორგანული წარმოება არაორგანულ წარმოებასთან ერთად/ organic production with non-organic production

() ცხოველის საკვები

(e) feed

წარმოების მეთოდი/Production method 

 წარმოება ორგანული პროდუქტებისაგან/ production of organic products

 წარმოება კონვერსიის პერიოდის პროდუქტებისაგან/ production of in-conversion products

 ორგანული წარმოება არაორგანულ წარმოებასთან ერთად/ organic production with non-organic production

() ღვინო

(f) wine

წარმოების მეთოდი/Production method :

 წარმოება ორგანული პროდუქტებისაგან/ production of organic products

 წარმოება კონვერსიის პერიოდის პროდუქტებისაგან/ production of in-conversion products

 ორგანული წარმოება არაორგანულ წარმოებასთან ერთად/ organic production with non-organic production

() ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტები ან სხვა პროდუქტები, რომლებიც არ განეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს

(g) other products listed in this Technical Regulation Article 3 (2) or not covered by previous categories 

 წარმოების მეთოდი:/Production method:

 წარმოება ორგანული პროდუქტებისაგან/ production of organic products

 წარმოება კონვერსიის პერიოდის პროდუქტებისაგან/ production of in-conversion products

 ორგანული წარმოება არაორგანულ წარმოებასთან ერთად/ organic production with non-organic production

ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გაცემული წინამდებარე დოკუმენტი ადასტურებს, რომ ოპერატორი ან ოპერატორთა ჯგუფი (მიუთითეთ შესაბამისი) აკმაყოფილებსტექნიკური რეგლამენტიორგანული წარმობის წესებისა და ორგანული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებგანსაზღვრულ მოთხოვნებს

This document has been issued in accordance with Technical Regulation to certify that the operator or group of operators (choose as appropriate) meets the requirements of that Technical regulation

7. თარიღი, ადგილი/Date, place:

სახელი, გვარი და ხელმოწერა გამცემი კომპეტენტური ორგანოს, ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს სახელით:

Name and signature on behalf of the issuing competent authority, or, where appropriate, control authority or control body:

8. სერტიფიკატი ძალაშია [მიუთითეთ თარიღი]-დან ……….-მდე [მიუთითეთ თარიღი]/ Certificate valid from……….[insert date] to……….[insert date]

9. ტექნიკური რეგლამენტის 71- მუხლით განსაზღვრული ოპერატორთა ჯგუფის წევრები

List of members of the group of operators as defined in Article 71 of Technical Regulation 

 წევრის სახელი, გვარი

 მისამართი ან წევრის იდენტიფიკაციის სხვა ფორმა

   
   
   
   

 

ნაწილი II. სპეციფიური არასავალდებულო კომპონენტები

ერთი ან რამოდენიმე კომპონენტი უნდა იქნეს შევსებული, თუ ამას გადაწყვეტს კომპეტენტური ორგანო ან, საჭიროების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც გასცემს სერტიფიკატს ოპერატორზე ან ოპერატორთა ჯგუფზე ტექნიკური რეგლამენტის 70- მუხლის შესაბამისად.

One or more elements to be completed if so decided by the competent authority or, where appropriate, the control authority that issues the certificate to the operator or group of operators in accordance with Article 70 of Technical Regulation

1. პროდუქტის საძიებელი/Directory of products

პროდუქტის დასახელება და /ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდი პროდუქტებისათვის, რომელზეც ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები

Name of the product and/or Established Code of National Commodity Nomenclature of Foreign Economic Activity (CN) for products within the scope of Technical Regulation

 ორგანული/organic

 კონვერსიული/In-conversion

 

 

 

 

 

 

 

2. პროდუქტის რაოდენობა/Quantity of products

პროდუქტის დასახელება და /ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდი პროდუქტებისათვის, რომელზეც ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები

Name of the product and/or Established Code of National Commodity Nomenclature of Foreign Economic Activity (CN) for products within the scope of Technical Regulation

 ორგანული/organic

 კონვერსიული/In-conversion

რაოდენობა გამოსახული კილოგრამებში, ლიტრებში ან, სათანადო შემთხვევებში ერთეულის რაოდენობაში

 

 

 

   

 

   
 

 

 

 

3. ინფორმაცია მიწის შესახებ/Information on the land

პროდუქტის დასახელება/

Name of the product

 ორგანული/organic

 კონვერსიული/In-conversion

 არაორგანული/Non-organic

ფართობი (ჰა)/

Surface in hectares

 

   

 

   

 

   

 

4. შენობების ან ერთეულების სია, სადაც საქმიანობას ახორციელებს ოპერატორი ან ოპერატორთა ჯგუფი/ 4.List of premises or units where the activity is performed by the operator or group of operators

ადგილმდებარეობა და მისამართი/Address or geolocation

საქმიანობის ან საქმიანობების აღწერა/Description of the activity or activities

 

 

 

 

 

 

 

5. ინფორმაცია ოპერატორის ან ოპერატორთა ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობის ან საქმიანობების შესახებ და არის თუ არა საქმიანობა, ან საქმიანობები შესრულებული საკუთარი მიზნისთვის ან როგორც ქვეკონტრაქტორი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ან საქმიანობებს სხვა ოპერატორისთვის, ხოლო ქვეკონტრაქტორი რჩება შესრულებულ საქმიანობაზე ან საქმიანობებზე პასუხისმგებელი/

5.Information on the activity or activities carried out by the operator or group of operators and whether the activity is, or the activities are performed for their own purpose or as a subcontractor carrying out the activity or activities for another operator, while the subcontractor remains responsible for the activity or activities performed

საქმიანობის ან საქმიანობების

Description of the activity or activities

 საქმიანობა/ საქმიანობები შესრულებული საკუთარი მიზნისთვის/Carrying out activity/activities for own purpose

 საქმიანობა/ საქმიანობები შესრულებული ქვეკონტრაქტორის მიერ სხვა ოპერატორისთვის, ხოლო ქვეკონტრაქტორი რჩება შესრულებულ საქმიანობაზე/ საქმიანობებზე პასუხისმგებელი/

Carrying out activity/activities as a subcontractor for another operator, while the subcontractor remains responsible for the activity or activities performed

 

 

 

 

 

 

 

6. ინფორმაცია ქვეკონტრაქტორი მესამე მხარის მიერ განხორციელებული საქმიანობის ან საქმიანობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად

6. Information on the activity or activities carried out by the subcontracted third party in accordance with Article 69(4) of Technical Regulation 

საქმიანობის ან საქმიანობების შესახებ

Description of the activity or activities

 ოპერატორი ან ოპერატორთა ჯგუფი არის პასუხისმგებელი/ Operator or group of operators remains responsible

 ქვეკონტრაქტორი მესამე მხარე არის პასუხისმგებელი/ Subcontracted third party is responsible

 

 

 

 

 

 

 

7. ქვეკონტრაქტორების სია, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ან საქმიანობებს ოპერატორის ან ოპერატორთა ჯგუფისთვის ტექნიკური რეგლამენტის 69- მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რაზეც, ორგანულ წარმოებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელია ოპერატორი ან ოპერატორთა ჯგუფი და მას ეს პასუხისმგებლობა არ გადაუცია ქვეკონტრაქტორზე

7. List of subcontractors carrying out an activity or activities for the operator or group of operators in accordance with Article 69(4) of Technical Regulation, for which the operator or group of operators remains responsible as regards organic production and for which it has not transferred that responsibility to the subcontractor

 სახელი, გვარი და მისამართი/Name and address

საქმიანობის ან საქმიანობების აღწერა

Description of the activity or activities

 

 

 

 

 

 

 8. ინფორმაცია მაკონტროლებელი ორგანოს აკრედიტაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის 76- მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

8. Information on the accreditation of the control body in accordance with Article 76(3) of Technical Regulation

) აკრედიტაციის ორგანოს დასახელება/a. name of the accreditation body;

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

() ჰიპერბმული აკრედიტაციის სერტიფიკატთან/b.hyperlink to the accreditation certificate.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. სხვა ინფორმაცია/Other information

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------