„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016683
70/04
11/04/2023
ვებგვერდი, 12/04/2023
220090000.18.011.016683
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №70/04

2023 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებული წესის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. 2025 წლის 1 იანვრამდე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია:

ა) ისარგებლოს ერთ-ერთი შემდეგი დებულებით:

ა.ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა იყოს 24 საათზე ნაკლები, არაუმეტეს 10 ლარის ოდენობით ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების გარეშე არაუმეტეს 30 უკონტაქტო გადახდის ოპერაცია არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-13 მუხლის მიზნებისთვის დათვლაში;

ა.ბ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა იყოს 24 საათზე ნაკლები, არაუმეტეს 20 ლარის ოდენობით ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების გარეშე არაუმეტეს 15 უკონტაქტო გადახდის ოპერაცია არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-13 მუხლის მიზნებისთვის დათვლაში.

ბ) ოფლაინ გადახდის ოპერაცია არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-13 მუხლის, ასევე, ამ  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის დათვლაში, თუ ოფლაინ რეჟიმიდან გამომდინარე, ამის ტექნიკური შესაძლებლობა არ არის. ასეთი შესაძლებლობის არარსებობის დასაბუთების ვალდებულება ეკისრება ემიტენტ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი)პაპუნა ლეჟავა