დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470200000.10.003.023975 |
|
„ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, 470200000.10.003.023808) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგია, წესი და პირობები“):
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ შესადარებელი პროდუქტი არცერთ რეფერენტულ ქვეყანაში არ იძებნება, მაშინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური იძიებს საბითუმო ფასებს, დღგ-ის გარეშე, ევროპის რეგიონის, აგრეთვე „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში (მინიმუმ სამი ქვეყნის ფასი, სადაც ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია). ფასების მოძიების პროცესში პრიორიტეტი ენიჭება საქართველოსთვის ამ დადგენილებით განსაზღვრული რეფერენტული ქვეყნების მიერ არჩეულ რეფერენტულ ქვეყნებს. ამ ფასებიდან ყველაზე დაბალი ფასით დადგინდება რეფერენტული საბითუმო ფასი საქართველოსთვის.“. 2. მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს, მათ შორის, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე რეფერენტული ფასების გამოთვლასა და ფასების კატალოგის წარმოებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“. 3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პრეტენზიის წარდგენის მიზნით, უფლებამოსილი პირი ავსებს პრეტენზიის ელექტრონულ განაცხადს, ახდენს პრეტენზიის დასაბუთებას, ატვირთავს დამადასტურებელ დოკუმენტაციას და აგზავნის დანიშნულებისამებრ კომისიის სამდივნოში (პრეტენზიის განხილვის მიზნით შექმნილ ოფიციალურ ელფოსტაზე).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები