დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.108.016023 |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის, მე-7 და მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება:
1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - მუხურის, საგვიჩიოს და სირიაჩქონის სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად. 2. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).
საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები