სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016017
21
30/03/2023
ვებგვერდი, 10/04/2023
000000000.00.108.016017
სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №21

2023 წლის 30 მარტი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – უშაფათის, ლეგოგინეს და ლეკოკაიეს სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად.

2. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).

სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე  საბა ოდიშარია