დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების 2004 წლის 28 მარტს ჩასატარეაბელი ხელახალი არჩვნევბისთვის ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 23/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 24/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.090.000.13.007.006.419 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.00.13.007.006.419
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
�კომისიის დადგენილება №41/2004
2004 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართ�ველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამების რაოდენობად, საიდანაც აითვლება საარჩევნო ბარიერი � 70/0, განისაზღვროს არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობა, რომელიც ტოლია საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების, ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმებისა და ამ უბნისათვის განკუთვნილი დადგენილი ნიმუშის ბათილი ბიულეტენების ჯამისა.
��� მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
��
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები