დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყინჩაურის, ხიხაძირის, თხილვანის, ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-99. 99230893 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.136.016001 |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება Nგ-99.99230893
2023 წელი 30 მარტი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყინჩაურის, ხიხაძირის, თხილვანის, ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-15 და მე-17 ქვეპუნქტების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
მუხლი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ხიხაძირის, ნადაბურის, ახალშენის, სკვანის, კალოთის (ხიხაძირის ადმინისტრაციული ერთეული); ყინჩაურის, გურძაულის, ძმაგულის, წაბლანის, წაბლიანის, ჭერის, ფაჩხის, კვატიის (სხალთის ადმინისტრაციული ერთეული); ზემო თხილვანის, ქვემო თხილვანის, მთისუბნის, ბაკოს, (თხილვანის ადმინისტრაციული ერთეული); ფუშრუკაულის, ვერნების, მახალაკურის, ოშანახევის, რაქვთის (ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეული), სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება განხორციელდეს დანართი №1-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტებისა და დანართი №2-ის სახით მოცემული სიტუაციური რუკების შესაბამისად, არაბული ციფრების გამოყენებით.
მუხლი 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 4. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარეების მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ხულოს მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №5).
მუხლი 6. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები