დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 13/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016189 |
|
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 23 მარტის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 2664-XIმს-Xმპ) მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მას სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიღებული აქვს არანაკლებ ორი ცნობა, მის მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა შეადგენდეს 10 000 ლარზე ნაკლებს – საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო 20 000 ლარზე ნაკლებს – სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში) ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შესახებ. ცნობა გაიცემა ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით, რომელიც დატანილი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ფორმის დაუცველად წარმოდგენილი ცნობა არ განიხილება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა გაცემული უნდა იყოს თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ მომართვის სააგენტოში წარდგენის დღემდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე;“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ 2023 წლის 19 აპრილიდან წარმოდგენილ მომართვებზე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 19 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები