„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 13/04/2023
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 19/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016188
40
13/04/2023
ვებგვერდი, 13/04/2023
040170020.57.069.016188
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №40

2023 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 23 მარტის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 2664-XIმს-Xმპ) მე-2 მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“:

ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვისას;“;

ბ) მე-9 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს ან 10 000 ლარს აღემატება, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შეადგენს 20 000 ლარს ან 20 000 ლარს აღემატება, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ სისტემაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირთან. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება არარეზიდენტ პირთან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 19 აპრილიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე