წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016026
56
31/03/2023
ვებგვერდი, 07/04/2023
000000000.00.122.016026
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №56

2023  წლის 31 მარტი

ქ. წყალტუბო 

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში  გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-15 პუნქტის  შესაბამისად:

1. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში ქუჩების სახელდება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და  საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.

3. შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.

4. დაევალოს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                     თეიმურაზ ჭეიშვილი