დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან–საბას გამზირის შემაერთებელი უსახელო მონაკვეთისა და ამ ტერიტორიაზე არსებული მოედნისათვის დავით ხახალეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.123.016015 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 174
2023 წლის 29 მარტი
ქალაქი ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის შემაერთებელი უსახელო მონაკვეთისა და ამ ტერიტორიაზე არსებული მოედნისათვის დავით ხახალეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილების, „ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის შემაერთებელი უსახელო მონაკვეთისა და ამ ტერიტორიაზე არსებული მოედნისათვის დავით ხახალეიშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №147 განკარგულებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
მუხლი 1. მიენიჭოს ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის შემაერთებელ უსახელო მონაკვეთსა და ამ ტერიტორიაზე არსებულ მოედანს დავით ხახალეიშვილის სახელი.
მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, იოსებ ხახალეიშვილს წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მონაკვეთის სახელდებასთან დაკავშირებული კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა, №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები