„საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.023972
139
05/04/2023
ვებგვერდი, 07/04/2023
480140000.10.003.023972
„საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №139

2023 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2023 წლის 15 მარტს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს  კატარის სახელმწიფოს მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი