„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 მაისის №299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 მაისის №299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 899
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.017389
899
13/04/2023
ვებგვერდი, 13/04/2023
010240020.22.027.017389
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 მაისის №299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №899

2023 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 მაისის №299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 მაისის №299 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.05.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240020.22.027.016799) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

თავი III1. დეპარტამენტის სტრუქტურა

მუხლი 61

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საჯარო სამართლის სამმართველო;

ბ) კერძო სამართლის სამმართველო.

მუხლი 62

1. საჯარო სამართლის სამმართველო უზრუნველყოფს სამართლის შესაბამის დარგში/სფეროში ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულებას.

2. კერძო სამართლის სამმართველო უზრუნველყოფს სამართლის შესაბამის დარგში/სფეროში ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულებას.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

მუხლი 10

1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის და ორგანიზებას უწევს სამმართველოს მუშაობას;

გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, იხილავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს სამმართველოში მომზადებულ კორესპონდენციაზე;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 10 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ტყეშელაშვილი