დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №67 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016488 |
|
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №67 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №67 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 31.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016295) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. უნებართვო ან/და ნებართვის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერების, დემონტაჟის, სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მისაღებად წინადადებების მომზადება და უკვე მიღებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი.“. 2. დანართის მე-6 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ შემთვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა საქმეების განხილვა. შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შევსება და სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოსათვის გადაგზავნა.“. 3. დანართის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. უნებართვო საქმიანობისა და მოსაკრებლების კონტროლის განყოფილების საჯარო მოხელეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლისა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის გათვალისწინებით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა საქმეებს. ადგენენ შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებსა და საჯარიმო ქვითრებს, სამართალდამღვევს შეუფარდებენ შესაბამის სახდელს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შესაბამის მასალებთან ერთად გადააგზავნიან სასამართლოში.“. 4. დანართის 81 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უნებართვო ან/და ნებართვის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერების, დემონტაჟის, სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მისაღებად წინადადებების მომზადება და უკვე მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;“. 5. დანართის 81 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მშენებლობის ნებართვის შესაბამისად დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღება კანონით დადგენილ ვადაში;“. 6. დანართის 81 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) კანონის შესაბამისად, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან დაკავშირებული საქმისწარმოება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები