დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის შესახებ” საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 25/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.11.117.006.412 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.412
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №160
2004 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, კონტროლისა და საბაჟო გაფორმების პროცედურების მოწესრიგების მიზნით „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის” საბაჟო გაფორმების განყოფილებას- ქ.თბილისი, იუმაშევის ქ.№14, დავით აღმაშენებლის გამზ. №95, ქ.თბილისის აეროპორტი, მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ.№105, ქ.რუსთავი, ფიროსმანის ქ.№38, ქ.თელავი, თბილისის გზატკეცილის მე-2 შესახვევი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
საფუძველი: ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ლევან ქისტაურის 2004 წლის 26 თებერვლის №27-02-10/1997 წერილი.
მინისტრის პირველი მოადგილე ზ. სოსელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები