დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 116, 12/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.010.000.10.003.001.118 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №175
2008 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წ., №47, მუხლი 524) და დადგენილებას დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„51. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში ბენეფიციარ საწარმოებს სესხი მიეცეთ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 11 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები