დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ნოდარ არუთინოვის სახელის მინიჭების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.162.016021 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №14 2023 წლის 5 აპრილი ქ. ახმეტა |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში
მდებარე
უსახელო
ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ნოდარ არუთინოვის
სახელის მინიჭების
შესახებ“
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გადაწყვიტა:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ნოდარ არუთინოვის სახელის მინიჭების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №30 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული დანართი (რუკა) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. განკარგულება ასევე გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhmeta.gov.ge. 5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების და ფირნიშების დამზადება). 6. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსები ქარუმაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები