დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.158.016595 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 19/12/2018, 010250050.35.158.016450) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, ეს დებულება, მერიის დებულება და სამსახურის მიზნების მისაღწევად აუცილებელი სხვა კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების მიზნით, სამსახურის ფუნქციებია: ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევის პრევენცია, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და გამოვლენილ სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სათანადო ღონისძიების გატარება; ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებულ სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, აგრეთვე უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა, მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერება, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის განხორციელება და შესაბამისი საჯარიმო სანქციების გამოყენება, კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი; გ) სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმება; დ) დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისთვის შესაბამისი წინადადების მომზადება; ე) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულებაზე კონტროლი; ვ) მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის თაობაზე: ზ) მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველის აღმოფხვრის შემთხვევაში, „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ნარჩენების განთავსების კონტროლი; ი) საარჩევნო პერიოდში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებზე გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება; კ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება და წინადადების მომზადება; ლ) ადგილობრივი მოსაკრებლების, პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, ადმინისტრირება, კონტროლი და ამ მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა განვითარების უზრუნველყოფა; მ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ღონისძიებების გატარება; ნ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში; ო) საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა; პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში; ჟ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარულ-სანიტარიულ სფეროში; რ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა ტრანსპორტის და საგზაო მეურნეობის დარგში; ს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში; ტ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა ვაჭრობისა და ფინანსების დარგში; უ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსება, ჩაბარება, წარმოება და აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად; ფ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საჯარო ხელისუფლების განხორციელების ეფექტიანობისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა განვითარების მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება. 2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების მიზნით სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტები, დაწესებულებებისა და საწარმოს წარმომადგენლები; ბ) დაუბრკოლებლად შევიდეს სამშენებლო ობიექტზე და შეამოწმოს ის, აგრეთვე მშენებლობისთვის პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს შემოწმებები; დ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ზ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში; თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული სამშენებლო საქმიანობის კონტროლის მიზნით, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მოთხოვნათა დაცვით, განყოფილებამ უზრუნველყოს: ა) მითითების გაცემა სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ, მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ უპასუხებენ დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მიმდინარე მშენებებლობის ან/და დემონტაჟის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა, ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე; გ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, დამკვეთის ან სამშენებლო ორგანიზაციის მიმართ დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარების მოთხოვნა; დ) შემოწმების აქტის შედგენა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ე) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში. 2. გამოავლინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 642, 771, 772 და 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 1341, 1461, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა) და 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522 და 1525-1529 მუხლებით, 1534 და 1561 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით, შემდეგ სამართალდარღვევებზე: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში: ა.ა) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; ა.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; ა.გ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანება; ა.დ) დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება; ა.ე) ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება; ა.ვ) პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარულ-სანიტარიულ სფეროში: ბ.ა) ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტის და საგზაო მეურნეობის დარგში: გ.ა) გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება; გ.ბ) სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება; გ.გ) კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში: დ.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; დ.ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა; დ.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; დ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა; დ.ე) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; დ.ვ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა; დ.ზ) ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება; დ.თ) მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება; დ.ი) ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება; დ.კ) ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა; დ.ლ) სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსება; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში: ე.ა) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე; ე.ბ) პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა; ე.გ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა; ე.დ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება). 3. გამოავლინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431, 432, 513, 533, 55, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145, 150, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და სასამართლოში გადაგზავნა შემდეგ სამართალდარღვევებზე: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში: ა.ა) ტექნიკური რეგლამენტის – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა; ა.ბ) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში: ბ.ა) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა; ბ.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა; ბ.გ) სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა; ბ.დ) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოქვეყნებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა; გ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესების დარღვევით; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში: დ.ა) აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების წესების დარღვევა; დ.ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება; დ.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება. 4. გამოავლინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე – 35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება. 5. გამოავლინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები