დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №79 ბრძანებაში დამატებებეის შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 288 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 19/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.010.000.11.106.006.410 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.010.000.11.106.006.410
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №288
2004 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №79 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №79 ბრძანებას (სსმ III, 2004 წ., №15, მუხ. 143) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეჟიმო ვითარებიდან გამომდინარე, სპეცკონტიგენტის უსაფრთხოების, საცხოვრებელი და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოს პატიმართა და მსჯავრდებულთა №7 საპყრობილეში გადაყვანა.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები