„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 450010000.10.003.023971
138
05/04/2023
ვებგვერდი, 06/04/2023
450010000.10.003.023971
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138

2023 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/05/2021, 450010000.10.003.022784) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ50“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​50) ა(ა)იპ − თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი;“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ50“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ51“ ქვეპუნქტი:

„ჰ51) სსიპ − ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი