ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩების სახელების დაზუსტების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩების სახელების დაზუსტების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016024
25
30/03/2023
ვებგვერდი, 06/04/2023
000000000.00.105.016024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩების სახელების დაზუსტების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №25

2023 წლის 30 მარტი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში  მდებარე

ქუჩების სახელების დაზუსტების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მ/წლის 10 მარტის №24-242306945 წერილის და სამეგრელოს რეგიონული არქივის მ/წლის 10 მარტის №34/8978 წერილის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. დაზუსტდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში არასრული სახელწოდებით არსებული ქუჩების სახელები.

2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მისამართი ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                   გიგა ფარულავა

 

 

დანართი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში  მდებარე

ქუჩების დაზუსტებული სახელები

 

ქუჩის არასრულყოფილი დასახელებ

ქუჩის სრული სახელწოდება

შენიშვნა

1

ე.ჩარგაზია

ედიშერ ჩარგაზიას ქუჩა

 

2

დარასელი

ვანიონ დარასელის ქუჩა

 

3

ვ.ფიფია

ვახტანგ ფიფიას ქუჩა

 

4

ი.კიკალიშვილი

-

აღნიშნული ქუჩა დღეისათვის არ არსებობს

5

ივ.თოდუა

ივლიანე თოდუას ქუჩა

 

6

კ.სამუშია

კალისტრატე სამუშიას ქუჩა

 

7

კუტალია

-

აღნიშნული ქუჩა დღეისათვის არ არსებობს

8

მ.ბარამია

მერაბ ბარამიას ქუჩა

 

9

მ.ცისკარიშვილი

მიხეილ ცისკარიშილის ქუჩა

 

10

ს.გოროზია

სერგეი გოროზიას ქუჩა

 

11

შ.სართანია

შოთა სართანიას ქუჩა

 

12

შეროზია

დღეისათვის ქუჩა იწოდება – ივანე ვნუკოვის ქუჩა (ყოფ. შეროზიას ქუჩა)

13

ცაიშვილი

სერგი ცაიშვილის ქუჩა

 

14

წურწუმია

ჯამბულ წურწუმიას ქუჩა

 

15

ჯანაშია

ბესარიონ ჯანაშიას ქუჩა

 

16

მესხია

მიხეილ მესხიას ქუჩა