„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 005
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 04/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016111
005
04/04/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
110060080.70.082.016111
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №005

2023 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020; სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060) დამტკიცებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროკურორის და გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოიანგარიშება, როგორც წესი, ორ წელიწადში ერთხელ, კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულების საშუალო არითმეტიკულით.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1-4 4 პუნქტები:

„41. პროკურორის/გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულა გამოითვლება ძირითად მიმართულებებში მიღებულ შეფასებათა ჯამით, ხოლო თუ შეფასება ხორციელდება ერთ ძირითად მიმართულებაში, ამ მიმართულებაში მიღებული ქულა წარმოადგენს კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულას. პროკურორი/გამომძიებელი, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში უფლებამოსილებას ახორციელებდა არაუმეტეს 4 თვის განმავლობაში, არ ექვემდებარება წლიურ შეფასებას.

42. თუ სტანდარტული წესით განხორციელებული 2 წლის მუშაობის შეფასების შედეგად პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ მიღებული  კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა პროკურორმა/გამომძიებელმა გააუმჯობესა მომდევნო 1 წლის საქმიანობის შედეგად, რანგირების მიზნებისთვის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოიანგარიშება რანგის ცვლილებამდე ბოლო 2 წლის მუშაობის შედეგით.

43. კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულა შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შეფასების სისტემით განსაზღვრული მიზნებისთვის, გარდა რანგირების და შესაბამისობის გამოცდისა.

44. რანგირების და შესაბამისობის გამოცდის მიზნებისთვის გაითვალისწინება  კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა.“.

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროკურორის/გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულა გამოითვლება ძირითად მიმართულებებში მიღებულ შეფასებათა ჯამით, ხოლო თუ შეფასება ხორციელდება ერთ ძირითად მიმართულებაში, ამ მიმართულებაში მიღებული ქულა წარმოადგენს კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულას.“.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორის საქმიანობის ხარისხი წარმოადგენს შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულაში არის 50 ქულა და მოიცავს პროკურორის საქმიანობის ხარისხის შეფასებას შემდეგ კომპონენტებში:

ა) საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი;

ბ) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი;

გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი.“.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. წლიური ქულის დაანგარიშების მიზნით, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება პროკურორის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული, შემთხვევით შერჩეული არანაკლებ 3 სისხლის სამართლის საქმე. თითოეული საქმე ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, ხოლო საბოლოო შეფასება გამოითვლება საშუალო არითმეტიკულით. თუ პროკურორი კალენდარული წლის განმავლობაში ვერ აგროვებს შესაფასებელი საქმის მინიმალურ ოდენობას, აღნიშნული კომპონენტი არ ფასდება.“.

6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეფასებას ექვემდებარება კალენდარული წლის განმავლობაში პროკურორის მიერ შედგენილი შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილება პირის ბრალდების შესახებ;

ბ) შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

გ) დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

დ) დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.“.

7. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორის დატვირთვა წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულაში არის 15 ქულა. პროკურორის დატვირთვა წარმოადგენს საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეტაპზე პროკურორის მიერ შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ გაანგარიშებას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროკურორის დატვირთვის საბოლოო ქულა გამოითვლება ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის და ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში მიღებული დატვირთვის შედეგებიდან. პროკურორის დატვირთვა განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში საპროცესო ხელმძღვანელობისას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭრისას შედგენილი საპროცესო დოკუმენტებისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის რაოდენობრივი მონაცემების დამუშავების გზით.“.

8. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულაში არის 35 ქულა. ხელმძღვანელი პროკურორს აფასებს ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.“;

ბ) 15 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„151.  ხელმძღვანელი უფლებამოსილია პროკურორის მიერ გაწეული საქმიანობის შესაბამისად, გარდა ხელმძღვანელის შეფასების ქულისა, სათანადო დასაბუთებით დამატებით მიანიჭოს 5-დან 10-მდე ბონუსქულა, თუ პროკურორი კალენდარული წლის განმავლობაში ახორციელებდა საპროცესო ხელმძღვანელობას დევნადაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას:

ა)  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 1431-1433, 1441 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის არანაკლებ 2 საქმეზე ან არანაკლებ 6 პირის მიმართ;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-2234 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის არანაკლებ 3 საქმეზე ან არანაკლებ 9 პირის მიმართ;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 194-ე-1941, 332-ე-333-ე, 338-ე-339-ე მუხლებით, XXXV თავით გათვალისწინებული დანაშაულის, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარით ან 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არანაკლებ 5 საქმეზე ან არანაკლებ 15 პირის მიმართ ან  ამ ქვეპუნქტით მითითებული ცალკეული მუხლების დაჯამებით გათვალისწინებული დანაშაულების არანაკლებ 8 საქმეზე ან არანაკლებ 22 პირის მიმართ;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII და XLVII თავებით  გათვალისწინებულ დანაშაულებზე.“.

9. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროკურორის შეფასებისას ხელმძღვანელი მხედველობაში იღებს პროკურორის დატვირთვას კალენდარული წლის განმავლობაში.“.

10. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებლები არ ფასდებიან დატვირთვის მიმართულებაში, თუმცა კალენდარული წლის განმავლობაში გამომძიებლის დატვირთვა მხედველობაში მიიღება ხელმძღვანელის მიერ.“.

11. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებლის დატვირთვა წარმოადგენს გამომძიებლის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულაში არის 15 ქულა. გამომძიებლის დატვირთვა განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობრივი მონაცემებით.“.

12. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს გამომძიებლის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულაში არის 85 ქულა. ხელმძღვანელი გამომძიებელს აფასებს ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გამომძიებლის შეფასებისას ხელმძღვანელი მხედველობაში იღებს გამომძიებლის დატვირთვას კალენდარული წლის განმავლობაში.“.

13. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროკურორის/გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულის გამოთვლის მეთოდოლოგია“.

14. 29-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულის გამოთვლის მეთოდოლოგია“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულა გამოითვლება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც პროკურორის საქმიანობის ხარისხის ხვედრითი წილი არის 50 ქულა, ხელმძღვანელის შეფასების ხვედრითი წილი არის 35 ქულა, ხოლო პროკურორის დატვირთვის ხვედრითი წილი – 15 ქულა.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულა გამოითვლება პროკურორის საქმიანობის ხარისხის, ხელმძღვანელის შეფასების და პროკურორის დატვირთვის საბოლოო ქულების შეჯამების გზით.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განსხვავებული სპეციფიკის მქონე დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორები ფასდებიან მხოლოდ ხელმძღვანელის შეფასების მიმართულებაში. შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორების ხელმძღვანელთა შეფასების ქულა წარმოადგენს პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულას. ასეთი სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა  და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.“.

15. 30-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულის გამოთვლის მეთოდოლოგია“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულა გამოითვლება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც ხელმძღვანელის შეფასების ხვედრითი წილი არის 85 ქულა, ხოლო გამომძიებლის დატვირთვის ხვედრითი წილი – 15 ქულა.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური ქულა გამოითვლება ხელმძღვანელის შეფასების და გამომძიებლის დატვირთვის საბოლოო ქულების შეჯამების გზით.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებლები ფასდებიან მხოლოდ ხელმძღვანელის შეფასების მიმართულებაში. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურული დანაყოფების გამომძიებლების ხელმძღვანელთა შეფასების ქულა წარმოადგენს გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულას.“.

16. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორი/გამომძიებელი კომპეტენციის განმსაზღვრელი წლიური და საბოლოო ქულის მიხედვით ექცევა შეფასების ერთ-ერთ კატეგორიაში:

ა) 0-დან 65 ქულამდე – დაბალი შეფასება;

ბ) 65-დან 75 ქულამდე – საშუალოზე დაბალი შეფასება;

გ) 75-დან 85 ქულამდე – საშუალო შეფასება;

დ) 85-დან 90 ქულამდე – მაღალი შეფასება;

ე) 90-დან 100 ქულამდე – უმაღლესი შეფასება.“.

17. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. პროკურორი/გამომძიებელი, რომლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, ექვემდებარება შესაბამისობის გამოცდას. შესაბამისობის გამოცდაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროკურორი/გამომძიებელი ექვემდებარება რიგგარეშე შეფასებას გამოცდის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში.“.

18. დანართი1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და ქულის გამოთვლის წესი

 

წლიური ქულის დაანგარიშების მიზნით მოცემული კრიტერიუმის მიხედვით ფასდება პროკურორის მიერ შედგენილი, შეფასების სისტემით გათვალისწინებული, შემთხვევით შერჩეული, კომპონენტის არანაკლებ 5 დოკუმენტი. თითოეული დოკუმენტი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, ხოლო საბოლოო შეფასება გამოითვლება შეფასებული ყველა დოკუმენტის საშუალო არითმეტიკულით (მაგ.: თუ შესწავლილ იქნა პროკურორის მიერ შედგენილი 5 დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომელთაგან პროკურორმა თითოეულ დოკუმენტში მიიღო 90 ქულა, 5 შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომელთაგან პროკურორმა თითოეულ დოკუმენტში მიიღო 80 ქულა და 5 დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომელთაგან პროკურორმა თითოეულ დოკუმენტში მიიღო 70 ქულა, პროკურორის საბოლოო შეფასება გამოითვლება შემდეგნაირად – (90 +90 +90 +90 +90 +80 +80 +80 +80 +80 +70 +70 +70 +70 +70):15=86. შესაბამისად, პროკურორის საბოლოო შეფასება ამ კომპონენტში იქნება 86 ქულა). თუ პროკურორი კალენდარული წლის განმავლობაში ვერ აგროვებს შესაფასებელი დოკუმენტების მინიმალურ ოდენობას, იგი აღნიშნულ კომპონენტში არ ფასდება.

დადგენილება პირის ბრალდების შესახებ

ქულა

მუხლის დისპოზიცია მითითებულია სწორად

15

ბრალდების ფორმულირება გადმოცემულია სრულყოფილად (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ხერხი, იარაღი, საშუალება, შედეგი, ზიანი და ა.შ.) და კვალიფიკაცია მითითებულია სწორად (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)

45

მტკიცებულებები მითითებულია საჭირო მოცულობით და სრულყოფილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით

20

დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია

5

დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია

15

 

შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ[1]

ქულა

პროგრამულად მონიშნული ყველა საფუძველი დასაბუთებულია და შეესაბამება ერთმანეთს

5

დასაბუთებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძველი

(მტკიცებულებები მიმოხილულია საჭირო მოცულობით)

20

დასაბუთებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური (საპროცესო) საფუძველი, მათ შორის მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა. გირაოს შემთხვევაში დასაბუთებულია მოთხოვნილი თანხის ოდენობა. პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში დასაბუთებულია, რომ პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:

ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.

50

შუამდგომლობის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად

5

დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია

5

დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია

15

 

დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ

ქულა

მითითებულია სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების დაწყების თარიღის, საგამოძიებო ორგანოს, ფაქტის, კვალიფიკაციის, გამოძიების დაწყების საფუძვლის, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების, გამოყოფის, გადაგზავნის შესახებ და ა.შ.

10

გამოძიებით დადგენილი გარემოებები გადმოცემულია სრულყოფილად და იძლევა საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დროისათვის პროკურორის მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებების შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას

15

მტკიცებულებები მიმოხილულია საჭირო მოცულობით

(გადმოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მტკიცებულებები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული)

20

მსჯელობა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულია და გადაწყვეტილება მიღებულია სისხლის სამართლის კოდექსის სწორ ნორმაზე მითითებით

25

მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს

5

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად

(პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გასაჩივრების წესი (ვადა, სუბიექტი, ადრესატი), ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი და ა.შ.)

5

დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია

5

დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია

15

 

დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ

ქულა

მითითებულია სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების დაწყების თარიღის, საგამოძიებო ორგანოს, ფაქტის, კვალიფიკაციის, გამოძიების დაწყების საფუძვლის, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების, გამოყოფის, გადაგზავნის შესახებ და ა.შ.

5

მითითებულია პირის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერა, დანაშაულის კვალიფიკაცია და დისპოზიცია

25

მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, მიმოხილულია საჭირო მოცულობით

(გადმოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მტკიცებულებები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული)

20

მსჯელობა დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულია; მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს

20

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად

(პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირი, ვისაც უნდა ეცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, გასაჩივრების წესი (ვადა, სუბიექტი, ადრესატი) და ა.შ.)

10

დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია

5

დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია

15

 

დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ

ქულა

მითითებულია სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების დაწყების თარიღის, საგამოძიებო ორგანოს, ფაქტის, კვალიფიკაციის, გამოძიების დაწყების საფუძვლის, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების, გამოყოფის, გადაგზავნის შესახებ და ა.შ

5

მითითებულია მუხლის დისპოზიცია, ბრალდების ფორმულირება და დანაშაულის კვალიფიკაცია

25

მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, მიმოხილულია საჭირო მოცულობით (გადმოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მტკიცებულებები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული)

20

მსჯელობა დევნის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულია; მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს

20

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად

(პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირი, ვისაც უნდა ეცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, გასაჩივრების წესი (ვადა, სუბიექტი, ადრესატი) და ა.შ)

10

დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია

5

დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია

15

 


[1] აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის დასაბუთების ხარისხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკის გამოყენება.

 

 

19. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და ქულის გამოთვლის წესი

 

წლიური ქულის დაანგარიშების მიზნით მოცემული კრიტერიუმის მიხედვით ფასდება პროკურორის მიერ  ჩატარებული, საერთო ჯამში არანაკლებ  3 სასამართლო სხდომა. თუ პროკურორი კალენდარული წლის განმავლობაში ვერ აგროვებს შესაფასებელი სასამართლო სხდომების მინიმალურ ოდენობას, იგი აღნიშნულ კომპონენტში არ ფასდება.

თითოეული სასამართლო სხდომა ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. აღნიშნულ კომპონენტში პროკურორის საბოლოო შეფასება გამოითვლება ჩატარებულ სხდომებში მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით (მაგ.: თუ განხორციელდა 2 პირდაპირი დაკითხვის და 1 წინასასამართლო სხდომის მონიტორინგი, რომელთაგან პირდაპირი დაკითხვის სხდომები შეფასდა 70 და 80 ქულით, ხოლო წინასასამართლო სხდომა შეფასდა 90 ქულით, პროკურორის საბოლოო შეფასება გამოითვლება შემდეგნაირად – (70+80+90):3=80. შესაბამისად, პროკურორის საბოლოო შეფასება აღნიშნულ კომპონენტში იქნება 80 ქულა).

 

ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა

ქულა

პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია; ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია); მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს; არ იყენებს ჟარგონებს

15

პროკურორი კარგად იცნობს საქმის მასალებს

15

პროკურორი კარგად ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას

(ფაქტობრივ და ფორმალურ საფუძვლებს, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობას,  მოთხოვნილი გირაოს თანხის ოდენობას, პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში ასაბუთებს, რომ ის ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა,  ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა და ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა)

55

პროკურორი არგუმენტირებულად პასუხობს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, დაფიქსირებულ პოზიციას და მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს

15

 

წინასასამართლო სხდომა

ქულა

პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად,   ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია; ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია), მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს; საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს

15

პროკურორი კარგად იცნობს საქმის მასალებს

15

პროკურორი კარგად ასაბუთებს შუამდგომლობას მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ, შუამდგომლობას დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ და სხვა შუამდგომლობებს

45

პროკურორი არგუმენტირებულად პასუხობს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, დაფიქსირებულ პოზიციას და მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს

15

პროკურორი კარგად ასაბუთებს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას/აღკვეთის ღონისძიების შეცვლის აუცილებლობას

10

 

შესავალი სიტყვა

ქულა

პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად,   ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. არ იყენებს ჟარგონებს

15

შესავალი სიტყვა სტრუქტურულად გამართულია

15

შესავალ სიტყვაში პროკურორმა გასაგებად გადმოსცა ფაქტები და მომხდარის მისეული ვერსია

35

მიმოიხილა მტკიცებულებები, რომელთა წარდგენასაც პროცესზე აპირებს

25

მიანიჭა კვალიფიკაცია მის მიერ გადმოცემულ ქმედებას

10

 

პირდაპირი დაკითხვა

ქულა

 პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს,       სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური   ემოცია (აგრესია). მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს

15

პირდაპირი დაკითხვა ორგანიზებულია და კითხვები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, პროკურორი სვამს მარტივ, გასაგებ და საქმესთან კავშირში მყოფ კითხვებს

45

პროკურორი სვამს არამიმანიშნებელ კითხვებს

10

პროკურორი სწორად განსაზღვრავს ხელახალი პირდაპირი დაკითხვის საჭიროებას და ჯდება მის ფარგლებში

10

ბრალდების მოწმის ჯვარედინი დაკითხვისას პროკურორი სწორად იყენებს შუამდგომლობას კითხვის განრიდების შესახებ (პროტესტს) და საჭიროების შემთხვევაში ითხოვს გაცემული პასუხის დაუშვებლად ცნობას

10

კითხვის განრიდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე (პროტესტი) პროკურორის პოზიცია არგუმენტირებულია

10

 

ჯვარედინი დაკითხვა

ქულა

პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. არ იყენებს ჟარგონებს

15

ჯვარედინი დაკითხვა ორგანიზებულია და კითხვები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული

25

პროკურორი ტაქტიკურად კარგად წარმართავს ჯვარედინ დაკითხვას

15

პროკურორი სვამს მარტივ, გასაგებ და საქმესთან კავშირში მყოფ კითხვებს

15

სწორად განსაზღვრავს ხელახალი ჯვარედინი დაკითხვის საჭიროებას და ჯდება მის ფარგლებში

10

დაცვის მხარის მიერ მოწმის პირდაპირი წესით დაკითხვისას სწორად შუამდგომლობს კითხვის განრიდების შესახებ (აყენებს პროტესტს)

10

კითხვის განრიდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობას (პროტესტს) პასუხობს არგუმენტირებულად

10

 

დასკვნითი სიტყვა

ქულა

პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად,   ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს

15

დასკვნითი სიტყვა სტრუქტურულად გამართულია

15

დასკვნით სიტყვაში პროკურორმა სრულყოფილად მიმოიხილა პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები

25

დასკვნითი სიტყვა არგუმენტირებულია, ფაქტები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, პროკურორმა გააბათილა დაცვის მხარის ვერსია და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლა რეპლიკით 

35

კვალიფიკაცია მიანიჭა მის მიერ გადმოცემულ ქმედებას, მოითხოვა პირის დამნაშავედ ცნობა (დამამძიმებელი გარემოებების, სასჯელის სახეზე და მისი გამოანგარიშების წესზე მითითებით)

10

20. დანართი №3-ის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

პროკურორის დატვირთვა განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში საპროცესო ხელმძღვანელობისას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისას შედგენილი, ამ მუხლში მითითებული საპროცესო დოკუმენტებისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერასთან დაკავშირებული რაოდენობრივი მონაცემების დამუშავების გზით:

1. დადგენილებები:

ა) პირის/იურიდიული პირის ბრალდების შესახებ;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების/შეწყვეტის შესახებ;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ;

დ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

ე) შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განახლების შესახებ;

ვ)  შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ;

ზ) დაკავებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ;

თ) დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ;

ი)  პიროვნების დაზუსტების შესახებ;

კ)  საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ;

ლ)  დაკავების/პატიმრობის ადგილიდან პირის დროებით გამოყვანის შესახებ;

მ)  ძებნის გამოცხადების შესახებ;

ნ) პატიმრობაში მყოფი პირის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის შესახებ;

ო) სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ;

პ) საჩივრის/შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, საჩივრის უარყოფის/შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ჟ) განრიდების პროცესის დაწყების/განრიდების პროცესის შეწყვეტის  შესახებ;

რ) ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების შესახებ;

ს) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ;

ტ)  სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის/გაერთიანების შესახებ;

უ)  ბრალდებულის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ;

ფ) ბრალის ახალი ფორმულირების შესახებ;

ქ) ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების/ფარული საგამოძიებო მოქმედების განსაიდუმლოების შესახებ;

ღ) დაზარალებულისათვის ინფორმაციის მიწოდებასა და მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ;

ყ) პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

2. შუამდგომლობები:

ა) აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ;

ბ) დათვალიერების ჩატარების შესახებ;

გ) ჩხრეკის/ამოღების ჩატარების/ნიმუშის აღების  შესახებ;

დ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკის/ამოღების/ დათვალიერების/ნიმუშის აღების  კანონიერად ცნობის შესახებ;

ე) ინფორმაციის გადაცემის თაობაზე დაცვის მხარის უფლებების შეზღუდვის შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ;

ზ) საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შესახებ;

თ) ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ;

ი) ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ;

კ) ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ;

ლ) შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ;

მ) გირაოს თანხის შემცირების შესახებ;

ნ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების/გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის/ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

ო) შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გადასინჯვა/ძალაში დატოვების შესახებ;

პ) ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

ჟ) განრიდების მიზნით საქმის პროკურორისთვის დაბრუნების შესახებ;

რ) ბრალდებულისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ;

ს) დაკავების შესახებ;

ტ) მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ;

უ) სააპელაციო/საკასაციო საჩივრის ვადის აღდგენაზე;

ფ) ბრალდებულის დაკავებისას პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ;

ქ) პირადი ჩხრეკის ჩატარების/გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ;

ღ) საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების/გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის კანონიერად ცნობის შესახებ;

ყ) ქონებაზე ყადაღის დადების/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერად ცნობის შესახებ;

შ) ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების/მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის/ შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ;

ჩ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შესახებ;

ც) სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ;

ძ) მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ;

წ) პირის იძულებით მიყვანის შესახებ;

ჭ) გვამის ექსჰუმაციის შესახებ;

ხ) ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ;

ჯ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;

ჰ) არსებითი განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის შესახებ;

ჰ​1) წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების/შემცირების შესახებ;

​2) წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ;

ჰ​3) ბრალდებაზე უარის თქმის შესახებ;

ჰ​4) საქმეთა გაერთიანების შესახებ;

ჰ​5) დამატებითი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე;

ჰ​6) მოწმის დისტანციური დაკითხვის შესახებ.

3. საჩივრები:

ა) წინასასამართლო სხდომაზე დევნის შეწყვეტის/მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილებაზე;

ბ) სააპელაციო/საკასაციო  განაჩენზე;

გ) აღკვეთის ღონისძიების განჩინებაზე;

დ)  იძულებითი ღონისძიების განჩინებაზე;

ე) მოსამართლის მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე.

4. განაჩენები:

ა) საქალაქო (რაიონული) სასამართლოს განაჩენი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს განაჩენი;

გ) საკასაციო სასამართლოს განაჩენი.

5. სხვა დოკუმენტები:

ა) მითითება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ;

ბ) ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ;

გ) სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა;

დ) განრიდების შესაძლო დაწყების/დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი;

ე) განრიდების შეთავაზების ოქმი (21 წელს მიღწეული პირისთვის);

ვ) განრიდების პროცესის შესაძლო დაწყების შესახებ არასრულწლოვანთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან/18-დან 21 წლამდე ასაკის პირთან კონსულტაციის ოქმი.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულაში დატვირთვის მიმართულების ხვედრითი წილი არის 15 ქულა, ამიტომ კატეგორიების მიხედვით თითოეული პროკურორისთვის დატვირთვის საბოლოო ქულა გამოითვლება 15 ქულის ფარგლებში, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით (თავ II-ში მითითებული 500 ქულა) განსაზღვრულ პროკურორის დატვირთვის ქულის შესატყვის კატეგორიას. თითოეულ კატეგორიას (როგორც საერთოს, ასევე შიდას) მინიჭებული აქვს ქულა შემდეგი პრინციპით: ძალიან დატვირთული – 15, დატვირთული – 13, საშუალოზე მეტად დატვირთული – 11, საშუალოდ დატვირთული – 9, საშუალოზე ნაკლებად დატვირთული – 7, ნაკლებად დატვირთული – 5.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ პროკურორის დატვირთვა ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში არის ძალიან დატვირთული და, ამასთან, სტრუქტურული დანაყოფის ფარგლებში პროკურორის დატვირთვა არის ძალიან დატვირთული ან დატვირთული, პროკურორს კომპეტენციის განმსაზღვრელ წლიურ ქულაზე დაემატება ბონუსი 5 ქულა (100 ქულის ფარგლებში).“.

21. დანართი6-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებლის დატვირთვა განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ქმედებების რაოდენობრივი და შედეგობრივი მონაცემების დამუშავების გზით, რაც აერთიანებს შემდეგ დოკუმენტებს:

1. გამოკითხვის/დაკითხვის ოქმები:

ა) არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი;

ბ) სრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი;

გ) არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი;

დ) სრულწლოვანი ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი;

ე) სრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვის ოქმი;

ვ) სრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის დაკითხვის ოქმი.

2. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები:

ა) ჩხრეკის/პირადი ჩხრეკის ოქმი;

ბ) დათვალიერების/ამოღების/გამოთხოვის ოქმი;

გ) ნიმუშის აღების ოქმი;

დ) (ამოღებულია  04.10.2022, №027);

ე) პირის ამოცნობის ოქმი;

ვ) გვამის ამოცნობის ოქმი;

ზ) ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი;

თ) ნივთის ამოცნობის ოქმი;

ი) საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი;

კ) დაკავების ოქმი;

ლ) დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი;

მ) ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი;

ნ) (ამოღებულია – 04.10.2022, №027);

ო) (ამოღებულია – 04.10.2022, №027);

პ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ოქმი;

ჟ) არაიდენტიფიცირებული პირის აღწერისა და პირობითი სახელის მინიჭების ოქმი;

რ) ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი;

ს) გვამის ექსჰუმაციის ოქმი;

ტ) (ამოღებულია – 04.10.2022, №027).

3. საპროცესო დოკუმენტები:

ა) (ამოღებულია – 04.10.2022, №027);

ბ) გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი;

გ) წერილობითი უარი განმცხადებელს გამოძიების დაწყებაზე;

დ) (ამოღებულია – 04.10.2022, №027);

ე) შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ;

ვ) ოქმი არასრულწლოვნის მიმართ ძალის ან/და სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ;

ზ) ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

4. დადგენილებები:

ა)  აცილების შესახებ;

ბ)  არასრულწლოვანების დადგენის შესახებ;

გ) არასრულწლოვნის წარმომადგენლისთვის საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრების აკრძალვის შესახებ;

დ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ;

ე) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ვ) რევიზიის დანიშვნის შესახებ;

ზ) ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ;

თ) პიროვნების დაზუსტების შესახებ;

ი) საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ;

კ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ;

ლ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების ჩატარების შესახებ;

მ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ;

ნ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნიმუშის აღების შესახებ;

ო) პატიმრობაში მყოფი პირის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის შესახებ;

პ) საჩივრის უარყოფის შესახებ;

ჟ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ;

რ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ს) შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

5. უფლებების განმარტებასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

ა) (ამოღებულია – 04.10.2022, №027);

ბ) (ამოღებულია – 04.10.2022, №027);

გ) გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმი;

დ) დაზარალებულისთვის უფლებების განმარტების ოქმი;

ე) (ამოღებულია – 04.10.2022, №027);

ვ) დაზარალებულისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და საქმის მასალების გაცნობის ოქმი;

ზ) (ამოღებულია – 04.10.2022, №027).

6. (ამოღებულია – 04.10.2022, №027).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე