,,იმ მძიმე და განუკურნებებლ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან განსათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს” საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 57/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 18/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.398
  • Word
57/ნ
11/03/2004
სსმ, 30, 18/03/2004
470.230.000.11.119.006.398
,,იმ მძიმე და განუკურნებებლ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან განსათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს” საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 472.230.000.11.119.006.398

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №57/

2004 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №72/ნ ბრძანებაში (გაზეთი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III” 03.04.2003წ., №26, მუხლი 239) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის (იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან განსათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ”, „ვ”, „ზ”, „თ” და „ი” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)   – ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია – აქსელერაციის სტადია, ბლასტური კრიზი, კახექსიით, ანემიით ან ჰემორაგიული სინდრომით;

ვ)    – ქრონიკული მონოციტური ლეიკემია – აქსელერაციის ტერმინალური სტადია ანემიით ან ჰემორაგიული სინდრომით;

ზ)   – მრავლობითი მიელომა – ყველა ფორმა;

თ)   – ლიმფოგრანულომატოზი – ყველა სტადია;

ი)    – არაჰოჯკინის ავთვისებიანი ან არადიფერენცირებულუჯრედოვანი ლიმფომები -– ყველა ფორმა.”.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. წერეთელი