დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 124 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.017681 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შე საბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი: „ვ2) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მინიჭებული ფუნქციის შესრულების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ვიდეოთვალთვალის სისტემასთან წვდომის/დაშვების წესსა და განსაზღვრავს ვიდეოთვალთვალის სისტემასთან წვდომაზე უფლებამოსილ თანამშრომლებს;“. 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი: „ზ2) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგი;“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განახორციელოს ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები