,,ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

,,ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 16/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 26/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.396
109
02/03/2004
სსმ, 29, 16/03/2004
190.010.000.11.117.006.396
,,ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №109

2004 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა    სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ი” ქვეპუნქტის და მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამი - ნისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 90, 2000 წ., მუხ. 779.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. იღებს და განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ ორგანოებში, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და სხვა სახის კორესპონდენციას, მათ შორის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, სახაზინო დაწესებულებათა საჩივრებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოე ბის, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოსამსახურეების მოქმედებაზე (უმოქმედობაზე ), უფლებამოსილია მოითხოვოს ამ წერილების, განცხადებებისა და სხვა კორესპონდენციის ასლები, დააწესოს კონტროლი მათ განხილვაზე და დასკვნით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს, რომელთაც სამსახურებრივად ევალებათ მათი განხილვა;“;

ბ) დებულების მე-7 მუხლის „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ. თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოთხოვნით და დასკვნით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეებს;“;

გ) დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ინსპექციის დასკვნა

1. ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები აისახება ინსპექციის მიერ მომზადებულ დასკვნაში. შემოწმების პროცესში დარღვევების გამოვ - ლენის შემთხვევაში დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინადადებები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე.

2. შემოწმების დამთავრების შემდეგ დასკვნა გადაეცემა შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს. დასკვნის განხილვის შედეგებისა და მიღებული ღონისძიებების შესახებ ინსპექციას უნდა ეცნობოს 15 სამუშაო დღის ვადაში.“;

დ) დებულების მე-11 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსპექციის უფროსი:

ა) პერსონალურად პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის, ფინანსთა მინისტრის წინაშე და ანგარიშვალდებულია ინსპექციის მიერ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) კანონმდებლობით, ფინანსთა სამინისტროსა და ამ დებულებით, მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და წარმოადგენს ინსპექციას სახაზინო დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებში;

დ) ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, ამტკიცებს ინსპექციის რეგლამენტს, შინაგანაწესსა და ინსპექციის საქმიანობის მარეგულირებელ ინსტრუქციებს;

ე) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა) წარმოების განხორციელების შესახებ;

ვ)  მოთხოვნითა და დასკვნით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებს;

ზ) ფინანსთა მინისტრს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში შესატანად წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურისა და საერთო მოცულობის შესახებ;

თ. ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის ხარჯთაღრიცხვას;

ი) განკარგავს ინსპექციისათვის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებსა და სპეცსახსრების თანხებს;

კ) ფინანსთა მინისტრთან ათანხმებს ინსპექციის საშტატო რიცხოვნობასა და სტრუქტურას;

ლ) ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილეების კანდიდატურებს;

მ) ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სამმართველოების უფროსებს;

ნ) თანამდებობაზე ნიშნავს და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, ინსპექციის უფროსის მოადგილეების გარდა;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წყვეტს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს მოადგილეების, ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ამტკიცებს მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ინსპექციის საქმიანობის შედეგების შესახებ;

რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ნოღაიდელი