დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340030000.10.003.023966 |
|
„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/11/2022, 340030000.10.003.023727) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად უზრუნველყოს 2022 – 2023 წლებში ჯამურად 21 470 000 (ოცდაერთი მილიონ ოთხას სამოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფა.“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსა და სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის პირველი აპრილიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს განესაზღვროს არაუმეტეს 35 ერთეულით და დაფინანსდეს შესაბამისი პროგრამული კოდიდან, ხოლო სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს – არაუმეტეს 30 ერთეულით და დაფინანსდეს „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 310205) შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები