დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტთა რიგითობის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 27/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 02/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.090.020.13.007.006.387 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.020.13.007.006.387
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №29/2004
2004 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიქტთა რიგითობის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს მიეცეთ უფლება, განცხადებით მიმართონ ცესკოს არა უგვიანეს 2004 წლის 5 მარტისა და მოითხოვონ არჩევნებში მონაწილეობა იგივე რიგითი ნომრით, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის.
��� მუხლი 2
�თუ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ენიჭება ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველ პარტიას, ხოლო თუ ეს უკანასკნელი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში შემდეგ სუბიექტებზე და ა.შ.
��� მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 4
�ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები