„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.157.016491
387
31/03/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
020080000.35.157.016491
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №387

2023 წლის 31 მარტი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. ვებგვერდი, 02/07/2015, სარეგ. კოდი: 020080000.35.157.016229).

1. დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმების, მათი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, რეაგირებისათვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ .

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093-ე მუხლის,  239-ე მუხლის მე-14, მე-141, 27-ე, 66-ე და 67-ე პუნქტების,  242-ე მუხლის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12 და მე-15 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ XIV თავისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

3. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1.  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 431, 432, 465, 466 ,  513, 533, 55, 552, 553-ის პირველი ნაწილი, 771, 772,  825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074, 1191, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 1271 მუხლის მეხუთე ნაწილი, 145, 1461, 148, 150, 1501, 151, 152, 1522, 1534, 159, 1591 , 1728, 1729,  1961, 1963, 1966, 197, 1971, 198-ე მუხლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის  513, 533, 55, 552, 553-ის პირველი ნაწილით, 771, 772,  825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074, 1191, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1271 მუხლის მეხუთე ნაწილით, 145, 1461, 148, 150, 1501, 151, 152, 1522, 1534, 159, 1591 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების უფლება მიენიჭოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 1961, 1963, 1966, 197, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების და ოქმის შედგენის  უფლება მიენიჭოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის  სამსახურს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების და ოქმის შედგენის  უფლება მიენიჭოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 431, 432 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების და ოქმის შედგენის  უფლება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა  და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს“.

6. „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის და 46-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების და ოქმის შედგენის უფლება მიენიჭოს შპს „თეთრიწყაროს სერვისჯგუფს“.

4.  დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

 „მუხლი 2.

1. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო  ქვითრის  შევსებისა და გამოყენების წესი (დანართი №2).

3. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).

4. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).

5. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5).

6. დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი № 6).

7. დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი № 7).

8. დაევალოს მუნიციპალიტეტის მერს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ დადგენილების პირველი მუხლის 2-6-ე პუნქტებით განსაზღვრული,   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა/ჩამოწერის ჟურნალების მწარმოებელი უფლებამოსილი პირი.“.

5. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №2 ჩამოყალიბდეს  თანდართული რედაქციით (დანართი №2);

6. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №3);

7. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №4);

8.დადგენილებთ დამტკიცებული დანართი №5  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით რედაქციით;

9.  დადგენილებას დაემატოს დანართი №6 – „საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა“;

10  დადგენილებას დაემატოს დანართი №7 –„ სააღსრულებო ფურცელი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი №2
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის  ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი

მუხლი 1

ეს წესი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) შენახვის,  შევსების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

მუხლი 2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და საჯარიმო ქვითრის  შედგენაზე უფლებამოსილნი არიან წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი უფლებამოსილი პირები.

მუხლი 3

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 431, 432, 465, 466 ,  513, 533, 55, 552, 553-ის პირველი ნაწილი, 771, 772,  825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074, 1191, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 1271 მუხლის მეხუთე ნაწილი, 145, 1461, 148, 150, 1501, 151, 152, 1522, 1534, 159, 1591 , 1728, 1729,  1961, 1963, 1966, 197, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.

2. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 431, 432, 465, 466 ,  513, 533, 55, 771, 772,  825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074, 1191,  145, 1461, 148, 150, 1501, 151, 1728, 1729,  1961, 1963, 1966, 197, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. (დანართი №1).

3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის “ 552, 152, 1522 , 1534 , 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი № 6).

4. უფლებამოსილი პირი  საჯარიმო ქვითარს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.  თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

მუხლი 4

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (დანართი №1)/საჯარიმო ქვითრის (დანართი №6) შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში/საჯარიმო ქვითარში;

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) ყველა დანართით რჩება მის შემვსებ უფლებამოსილ პირთან, მეორე ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთედება სათანადო ჩანაწერი, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში

3. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ უფლებამოსილ პირთან,  ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.

4. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით. ასევე, ახსნას საჯარიმო ქვითარში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

5. თუ ადმინსიტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს  საჯარიმო ქვითრის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ეგზემპლარი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, ოქმის/საჯარიმო ქვითრის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი, მოწმეთა თანდასწრებით  აღნიშნავს ამას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში/საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დოკუმენტის ასლი ითვლება ჩაბარებულად.

მუხლი 5

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/საჯარიმო ქვითარი  ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. სავალდებულოა ყველა ჩანაწერი გაკეთდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს ან მოხელეებს.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში/საჯარიმო ქვითარში აღინიშნება:

ა) შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადი ნომრები, დაბადების თარიღი, მისამართი, სამუშაო ადგილი, იურიდიული პირის შემთხვევაში  – დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) საჯარიმო ქვითრის შედგენისას, ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას და ჯარიმის ოდენობა;

ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა), თუ ისინი არიან;

ზ) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება;

თ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები.

3. საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილი, ყუა, ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ პირველი ნაწილის,   საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.

მუხლი 6

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმის ფორმების/საჯარიმო ქვითრის გაცემა აღრიცხონ ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი/საჯარიმო ქვითარი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის  ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში და შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის  იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.

4.  საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მერის მიერ განსაზღვრული საჯარო მოხელე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

5. შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია საჯარო მოხელე აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7

 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი/საჯარიმო ქვითარი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:

 ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

 ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი/საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8

ადმინისტრაციული საჯარიმო ქვითრის – სამართალდარღვევის ოქმის   ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30- დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9

1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.

2. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

მუხლი 10

 სააღსრულებო ფურცლის (დანართი №7) გამოწერა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მუხლი 11

წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.


დანართი №3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარომო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი

 

გაცემის თარიღი

ადმინისტრა-ციული სამართალდარ- ღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის №

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირი

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №4
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის  ჩამოწერის აქტი

     ქ. თეთრიწყარო                                                                                          ____ ____________ 20___ წელი

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის №

რაოდენობა

თარიღი

ჩამოწერის საფუძველი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირი -----------------------

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის გაცემაზე   პასუხისმგებელი პირი --------------------------

 


დანართი №5
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8, მე-9 მუხლების საფუძველზე.

მუხლი 2

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/საჯარიმო ქვითარი მზადდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების/საჯარიმო ქვითრების მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (დანართი №1) ბოლოს, გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, დამკვეთის მისამართი  და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მცირე სახელმწიფო გერბი, ზედა მარჯვენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი.

5. საჯარიმო ქვითარი  (დანართი №6) შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.

გ) საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება შესაბამისი სტრუქტურული სამსახურის იმ საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

6. საჯარიმო ქვითრის  (დანართი №6) ბოლოს, გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება საჯარიმო ქვითრის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, დამკვეთის მისამართი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).

7. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.

მუხლი 3

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან.


დანართი №6

          თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

ნაწილი  I                                         საჯარიმო ქვითარი                                        

                     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  №000000                     ბ. ა.

  1.შედგენის თარიღი: -------------------------             2. შედგენის ადგილი:  ----------------------                          (რიცხვი, თვე, წელი)

  3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:---------------------------

  4. დამრღვევის მონაცემები:    -----------------------------------------------------------------------------                                 ( ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);         --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:  -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6.1. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის     ------------     მუხლის ---------ნაწილით,  რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას    ------------------ ლარის ოდენობით.

 6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის     ----------     მუხლის   -------------  ნაწილით,, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას   ---------------     ლარის ოდენობით.

 7.     -------------------------------------------------------------------------------------------------------------------           მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვ.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------(ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვ. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

9. მიმღები მოლარე:----------------------------------                        -------------------------------------                  (ხელმოწერა და თარიღი)                  (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 მოწმის ხელმოწერა:                                                    ოქმის შემდგენლის ხელმოწერა:

სამართალდამრღვევი: ----------------------------------------------------------------------------------------         (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს  საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  დამკვეთი:                                                                   დამამზადებელი:          

  მისამართი:                                                                  სემგს-ს რეგისტრაციის  №                                                                

                                                                ნაწილი II

  საჯარიმო ქვითრის ყუა

  № 0 0 0 0 0

(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში

  1 . ------------------------------------------------   ( გადამხდელის სახელი და გვარი)

2----------------------------------------------------      (გადამხდელის მისამართი)

3.   ------------------------------------------------     (ჯარიმის ოდენობა)

4.1.------------------------------------------------(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

4.2. -----------------------------------------------  (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი)

5. --------------------------------------------------  (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

6.  -------------------------------------------------- (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

7.  მიმღები მოლარე:  -----------------------                                       (ხელმოწერა)

8.    შემომტანი: -------------------------------                                                     (ხელმოწერა)

       --------------------------------------  ბ. ა.

თარიღი ---------------------------------------                              (რიცხვი, თვე და წელი)

 

 საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის    შემომტანის მიერ.

 

 

 

 


დანართი  №7 
სააღსრულებო  ფურცელი        

--------------------------------------                                                                                        -----------------------------------------

  (ს/ფ გაცემის ადგილი)                                                                                                      (ს/ფ გაცემის თარიღი)

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აღსრულების ფურცლის გამცემი)

სააღსრულებო ფურცელი გაიცა: ----------------------------------------------------------------------------                                      

(დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                 

 (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)

 

საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: ---------------------------------