„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016518
16
31/03/2023
ვებგვერდი, 04/04/2023
010260020.35.104.016518
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2023 წლის 31 მარტი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2022წ. სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016480) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:   

ა) მე-3  მუხლის პირველი პუნქტის „3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების პროცესში შეადგინოს დათვალიერების ოქმი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე  მოახდინოს რეაგირება და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი.“

  ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია