„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 385
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016489
385
31/03/2023
ვებგვერდი, 04/04/2023
010250050.35.157.016489
„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №385

2023 წლის 31 მარტი

ქ. თეთრიწყარო

 

 

,,2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები ,,2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01.01.2023, 010250050.35.157.016478) დამტკიცებულ დანართში – „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“:

1. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. პროგრამის რეგულირების სფერო და მოსარგებლეები

1. პროგრამა ვრცელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე ბავშვებზე როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან,   პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად.

2. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს შეუძლიათ საბიუჯეტო წლის მანძილზე ისარგებლონ არაუმეტეს ორი ქვეპროგრამით.

3. პროგრამით გათვალიწინებული მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით,  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით  იქმნება ინტერდისციპლინური გუნდი, რომელიც კოლეგიალურად განიხილავს საკითხებს და საოქმო დადგენილების სახით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც შემდგომი კანონშესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს. 

4. პროგრამით მოსარგებლეები არიან:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე რეგისტრირებული ბავშვები ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან;

ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვები;“.

2. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მატერიალური დახმარების სახეები

1. წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულია:

ა)  სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების    უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარების გაცემა კალენდარული  წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;

ბ) სოცილურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000) დახმარებას, ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ფიზიკური პათოლოგიის მქონე  18 წლამდე ასაკის მოზარდის  შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურების   დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში  არა უმეტეს 1000 ( ერთი ათასი ) ლარისა.

დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვების მენტალური დიაგნოსტიკის შედეგად გამოვლენილი ნეიროფსიქოლოგიური (გარდა აუტიზმისა), ენისა და მეტყველების, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევებისა და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის     მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) კანონიერი წარმომადგენლობის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა), სადაც აღნიშნულია შესაბამისი საჭიროება და სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშფაქტურა);

ვ) საბანკო რეკვიზიტი;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას ბენეფიციარს აკისრია ვალდებულება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას წარმოუდგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, შეძენის ქვითარი),  ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის დახმარების მიმღები ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. თანხა ჩაირიცხება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვის და შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშწორებისათვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 6 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე