„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017680
119
03/04/2023
ვებგვერდი, 04/04/2023
230210000.22.033.017680
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №119

2023 წლის 3 აპრილი 

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. ინსტრუქცია „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ (დანართი №20).“.

2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

„მუხლი 7

ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ (დანართი №20) ინსტრუქცია, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექნიკური ნაწილით  – „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ (New Computerized Transit System/NCTS) დანერგვის მიზნით, განსაზღვრავს დროებით გასატარებელ ღონისძიებებს.“.

3. დანართი №19-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №20 (ინსტრუქცია „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი




დანართი №20

ინსტრუქცია

საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

1. „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ (შემოსავლების სამსახურის სპეციალიზებული ვებგვერდი – www.ncts.rs.ge) (შემდგომში  „სატრანზიტო სისტემა (NCTS)“) გამოყენება შესაძლებელია ევროკავშირის დანიშნულებით ან ევროკავშირიდან საქართველოს დანიშნულებით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით საქონლის გადაადგილებისას.

2. „სატრანზიტო სისტემა (NCTS)“ გამოიყენება ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციებით განსაზღვრულ საბაჟო ფორმალობებთან ერთად.

მუხლი 2. ტრანზიტის დეკლარაცია

1. „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენება შესაძლებელია ტრანზიტის დეკლარაციის შევსებით.

2. საბაჟო ორგანოს მიერ „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაცია ივსება პირის/ტრანზიტის პროცედურის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის დანიშნულებით გადაადგილებულ საქონელზე ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია შევსებულია საბაჟო ორგანოს მიერ.

3. პირს/ტრანზიტის პროცედურის მფლობელს უფლება აქვს შეავსოს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“, თუ:

ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;

ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“.

4. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ პირის დაშვება, ტრანზიტის დეკლარაციის მონაცემები, მისი შევსება, რეგისტრაცია, დადასტურება და კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

მუხლი 3. გარანტი

1. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას სავალდებულოა გარანტიის წარდგენა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იმ შემთხვევისა, როდესაც ევროკავშირის დანიშნულებით გადაადგილებულ საქონელზე ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია შევსებულია საბაჟო ორგანოს მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ოდენობა შეადგენს იმპორტის გადასახდელის შესაბამის  თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარანტიის გაუქმების  საფუძველია საქართველოს საბაჟო კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

4. გარანტიის შესახებ სხვა საკითხები რეგულირდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) შესაბამისად.

მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება და მის გადაადგილებაზე კონტროლის განხორციელება „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით

„სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებისას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება და გადაადგილებაზე კონტროლი, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-2 მუხლითა და „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-3 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენასთან ერთად,  ხორციელდება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციით.

მუხლი 5. ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება ტრანზიტის და ექსპორტის პროცედურების განხორციელებისას

1. მესამე ქვეყნიდან ევროკავშირის დანიშნულებით ან ევროკავშირიდან  მესამე ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით საქონლის გადაადგილება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებზე დამატებით „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენებით.

2. ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის ევროკავშირის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაცია გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქონელზე ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგანომ შეავსო.

მუხლი 6. ნიშანდების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“

„სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელებული ნიშანდების შესახებ მონაცემები ან ხელახალი ნიშანდებისას დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ აღნიშვნა, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 36-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ფორმალობების განხორციელების შემდეგ, დააფიქსიროს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებულ ტრანზიტის დეკლარაციაშიც.