,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 116, 12/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.001.119
  • Word
174
09/08/2008
სსმ, 116, 12/08/2008
330.130.000.10.003.001.119
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №174

2008 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) შენობა-ნაგებობათა დემონტაჟი;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

1) არა უმეტეს ორსართულიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე ერთი სართულის დაშენება;“;

გ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. თუ ობიექტის მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა ან/და საპროექტო დოკუმენტაციის ცალკეული ნაწილების დაზუსტება-შეთანხმება, რის გამოც მშენებლობის ნებართვის გაცემის (III) სტადიაზე ნებართვის მაძიებელი ვერ წარადგენს ამ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სრულყოფილ დოკუმენტაციას, ნებართვის მაძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის ნებართვა წარსადგენი დოკუმენტაციის პირობებისა და ვადების გათვალისწინებით. ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილი პირობებით და განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის საპროექტო დოკუმენტაციის განუყოფელი ნაწილი და დაემატება მას.“;

დ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა;“;

ე) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა;“;

ვ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-12 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

81. თუ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების (II) სტადიაზე ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტში შენობის ფასადი საჭიროებს ცვლილებებს (დახვეწას), ნებართვის მაძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია შეითანხმოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შენობის ფასადის მიმართ არსებული შენიშვნების გათვალისწინებით, რისთვისაც ნებართვის მაძიებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. შესწორებული ფასადის პროექტი წარმოადგენს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის განუყოფელ ნაწილს და დაემატება მას.“;

თ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განცხადება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:

ა) თითოეული ფურცლის დამოწმებით, ამ დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი (მე-12 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფასადის პროექტის გარეშე) და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:

ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;

ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;

ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდა ქსელები და მოწყობილობები;

ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარე ქსელები და მოწყობილობები;

ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;

ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი;

ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის გაანგარიშება;

გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე.“;

ი) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა.ა“, ა.ბ“, ა.ვ“, ბ“ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მასშტაბი ან ტიპი არ იძლევა საშუალებას, რომ მოცემული მომენტისათვის საპროექტო დოკუმენტაცია სრულად იქნეს წარდგენილი, შენობისათვის ა.გ-ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, აგრეთვე შენობის ფასადების საბოლოოდ შეთანხმებული პროექტის არარსებობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ნაგებობისათვის ა.ა“ და ა.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის ასევე არასრულად არსებობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სათანადო დასაბუთება არასრული შემადგენლობით პროექტის პირობებში ნებართვის გაცემის შუამდგომლობის შესახებ;

ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული მომენტისათვის არასრული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას;

გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ვ. გურგენიძე