სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ს-22
დოკუმენტის მიმღები სსიპ - აწარმოე საქართველოში
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2023
სარეგისტრაციო კოდი
ს-22
31/03/2023
ვებგვერდი, 04/04/2023
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე
სსიპ - აწარმოე საქართველოში
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

ბრძანება №ს-22  

2023 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 123 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოსა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2).

 

დირექტორი                                                 მიხეილ ხიდურელი