ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.144.016433
14
03/04/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
190040000.35.144.016433
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2023 წლის 3 აპრილი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად,  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge  05/03/2015 სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.144.016202) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2  პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს თავმჯდომარეს  წარუდგენს საკრებულოზე დასამტკიცებლად კომისიის დებულებას.;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე