ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 ოქტომბრის N78 განკარგულებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზაზა ცინცაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.114.016012
18
28/03/2023
ვებგვერდი, 03/04/2023
000000000.00.114.016012
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 ოქტომბრის N78 განკარგულებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზაზა ცინცაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება 18

2023 წლის 28 მარტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26  ოქტომბრის  №78 განკარგულებაში  „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზაზა ცინცაძის სახელის მინიჭების შესახებ“  ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

1. ცვლილება შევიდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26  ოქტომბრის  „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზაზა ცინცაძის სახელის მინიჭების შესახებ“  №78 განკარგულებაში   და  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდებარე უსახელო ქუჩას და სამ შესახვევს მიენიჭოს  ზაზა ცინცაძის სახელი თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად“.

2. ცვლილება შევიდეს განკარგულების თანდართულ ორთოფოტოში და  შეიცვალოს ახალი ორთოფოტოს თანდართული   რედაქციით.

3. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. №4-ში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                        ირაკლი კუჭავა