დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ივლისის N48 განკარგულებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ იანეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისააკ კეკელიძის სახელის მინიჭების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.114.016010 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 1 6
2023 წლის 28 მარტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 22 წლის 28 ივლისის № 48 განკარგულებაში „ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხის ადმინისტრაციულ ი ერთეულ ის სოფელ იანეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისააკ კეკელიძის სახელის მინიჭების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
1. ცვლილება შევიდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ივლისის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ იანეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისააკ კეკელიძის სახელის მინიჭების შესახებ“ №48 განკარგულებაში და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ იანეულში მდებარე უსახელო ქუჩას და 5 ჩიხს მიენიჭოს ისააკ კეკელიძის სახელი თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად“.
2. ცვლილება შევიდეს განკარგულების თანდართულ ნახაზსა და ორთოფოტოში და შეიცვალოს ახალი ორთოფოტოს თანდართული რედაქციით.
3. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. №4.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები