დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის გოჩა უნგიაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.114.016009 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №15
2023 წლის 28 მარტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის გოჩა უნგიაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩას და სამ ჩიხს მიენიჭოს გოჩა უნგიაძის სახელი თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად.
მუხლი 2.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3.
განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. №4.
მუხლი 4.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები