„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 03/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017679
116
31/03/2023
ვებგვერდი, 03/04/2023
190040000.22.033.017679
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №116

2023 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებით (www.matsne,gov.ge 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016291) დამტკიცებულ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  პირველი მუხლის:

ა) მე-5  და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს მე-8 - მე-11 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის გაწერაში ცვლილების შეტანის შესახებ, წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით  ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget), გარდა ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები  მოთხოვნას, მათთვის დამტკიცებული ბიუჯეტის გაწერაში ცვლილების შეტანის შესახებ, წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით  ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).

10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში თავად განახორციელოს ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სკოლების დამტკიცებულ ბიუჯეტის გაწერაში ცვლილებები.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. საჯარო სკოლის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებს საჯარო სკოლის კონტროლის განმახორციელებელი მხარჯავი დაწესებულება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 3 აპრილიდან და გავრცელდეს სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ საჯარო სკოლებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი