ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016010
20
31/03/2023
ვებგვერდი, 04/04/2023
000000000.00.124.016010
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №20

 2023 წლის 31 მარტი 

ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების  არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმაფრთველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებისა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. განხორციელდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრებით დანართი №1-ით განსაზღვრული ობიექტების შესაბამისად და თანდართული სიტუაციური რუკების გამოყენებით (დანართი №2.1-2.8).

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართელოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.

4.  განკარგულება გაეგზავნოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.baghdatigov.ge.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მისი ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე  ნოდარ გიორგიძე