დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 23/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 24/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.379 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.379
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №27/2004
2004 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს უფლება აქვთ საარჩევნო სუბიექტების რიგითობის განსაზღვრამდე, არა უგვიანეს 11 მარტისა, მიმართონ ცესკოს განცხადებით, რომელშიც მითითებული იქნება ის სახელწოდება, რომლითაც აღნიშნულ სუბიექტს სურს არჩევნებში მონაწილეობა.
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები