ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016311
7
31/03/2023
ვებგვერდი, 04/04/2023
010250020.35.142.016311
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2023 წლის 31 მარტი

ქ. ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 118-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2023 წლის 1 აპრილიდან.

 


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი



დანართი
ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. „ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის  მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი)  არეგულირებს, ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური)  მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების (შემდგომში მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.

2. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.


მუხლი 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შესრულების კონტროლის წესი
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე.

2. სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.

3. სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის  მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.

4. სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მესამე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.

5. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს სამსახურში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.

6. ამ მუხლის მეხუთე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.

7. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.

8. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისა და დაჯარიმების შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ამ მუხლის მერვე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.

10. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, სამსახური გამოსცემს დადგენილებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. ამ მუხლის მეათე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამსახურის  ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.