„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017042
20/ნ
04/04/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
470230000.22.035.017042
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №20/ნ

2023 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ ბრძანებაში (www.masne.gov.ge; 26/02/2010; 470230000.22.035.014273) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებას მე-3 პუნქტი ს შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3 1 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სააგენტოს ფილიალის „ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი“ ბენეფიციარების საბუთების (პირადი საქმეების) ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესთან და პირობებთან” შესაბამისობაში მოყვანა.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი :

„4. სააგენტოს ფილიალში „ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი“ 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით განთავსებული ბენეფიციარები, მათი შეფასების განხორციელებამდე, ჩაითვალონ ამ წესის შესაბამისად ჩარიცხულ ბენეფიციარებად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი