დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 23/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 24/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.378 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.378
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №26/2004
2004 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 თებერვლის დადგენილება №15/2004, ასევე „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 თებერვლის №15/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 18 თებერვლის დადგებილება №22/2004.
მუხლი 2.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის კანონით გათვალისწინებული საბუთების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2004 წლის 27 თებერვლის 18 საათისა.
მუხლი 3.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები