,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016362
2
31/03/2023
ვებგვერდი, 04/04/2023
010250050.35.134.016362
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2023 წლის 31 მარტი

დაბა ქედა

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/08/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016222) შეტანილი იქნას ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი ან საერთო კრების ოქმის დედანი“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეორე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და კრებაზე დამსწრე წევრები“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეოთხე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საერთო კრების ოქმის დედანი“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. ქედის მუნიციპალიტეტის მერი განიხილავს შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ წესით და პროგრამით დადგენილ პირობებთან.

2. ამხანაგობის საერთო ქონების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით მუნიციპალიტეტი აფინანსებს შემდეგ ძირითად მიმართულებას:

ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);

ბ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელი სამუშაოები;

გ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;

დ) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, სადარბაზოს ფანჯრები, თაღები და სართულშუა ნაპრალების სამუშაოები);

ე) პროექტირების სამუშაოები (არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომსახურება).

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაძლებელია განისაზღვროს ამხანაგობისათვის დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების სახე, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტში და წარმოადგენს ამხანაგობების განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამუშაოებს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი (სახელმწიფო შესყიდვების ან/და ამხანაგობის მიერ წარმოდგენის გზით).

5. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:

ა) შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან, ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;

ბ) შესასრულებელი სამუშაო უკვე დაფინანსებულია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა;

გ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა;

დ) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა;

ე) დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე