წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექურისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექურისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016405
7
31/03/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
010250050.35.155.016405
წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექურისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2023 წლის 31 მარტი

ქ. წალკა


 

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „წალკის  მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი



დანართი
წალკის  მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის განხორციელების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი)  არეგულირებს, წალკის  მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შემდგომში მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.

2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.


მუხლი 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის წესი
1. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.

2. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.

3. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.

5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნას ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.

6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის  შესაბამისი საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.

7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შეუსრულებლობის თაობაზე, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.

9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის  ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.