დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-55. 552308712 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.168.016011 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-55. 552308712
2023 წლის 28 მარტი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 08 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილების (ოქმი №35) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეს ქუჩების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუქის შესაბამისად (დანართი №1).
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი ც. დადიანის ქ. №15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი
დანართი №1
სოფელი ბოდბე:
№10 - ქუჩას ეწოდოს მარო მაყაშვილის ქუჩა;
№11 - ქუჩას ეწოდოს სვეტიცხოვლის ქუჩა;
№12 - ქუჩას ეწოდოს სპარტაკ ბაღაშვილის ქუჩა;
№13 - ქუჩას ეწოდოს ტაო-კლარჯეთის ქუჩა;
№14 - ქუჩას ეწოდოს მიხა ხელაშვილის ქუჩა;
№4 - ქუჩას ეწოდოს ბოდბის ქუჩა;
№2 - ქუჩას ეწოდოს მარაბდის ქუჩა;
№5 - ქუჩას ეწოდოს პაატა ბაღაშვილის ქუჩა; (მეფე ერეკლე II-ის თანამებრძოლი);
№6 - ქუჩას ეწოდოს კავკასიონის ქუჩა;
№7 - ქუჩას ეწოდოს სანდრო ახმეტელის ქუჩა;
№8 - ქუჩას ეწოდოს ფორე მოსულიშვილის ქუჩა; ( იტალიის ეროვნული გმირი);
№9 - ქუჩას ეწოდოს 9 აპრილის ქუჩა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები