„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების - მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების - მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016483
8
31/03/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
010260020.35.152.016483
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების - მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2023 წლის 31 მარტი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის  №36 დადგენილებაში  (matsne.gov.ge, 27/11/2017,  010260020.35.152.016316)  შეტანილი იქნეს  ცვლილება. კერძოდ, დადგენილების №5 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „მ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მ) ადგენს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 431, 432, 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე და 1534 მუხლებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს;“

ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) განიხილავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  465, 466, 552, 556, 771  და 772  მუხლებით, 825  მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1142  მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254  მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-1351, 1461, 148-ე და 150-ე მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525 –1529 და 1534 მუხლებით,  1561 და 1584  მუხლებით, 1585  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და  159-ე, 1591, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამავე კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით;“;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ)     ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლით, 1461 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამავე კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას);“

დ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდგი შინაარსის  „ნ1“  ქვეპუნქტი:

„ნ1)  თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 642, 771, 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1351, 148-ე და 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით,  1512, 152-ე, 1522, 1525−1529, 1534,  1561 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით  ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“;

ე) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ო“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191 და 1525−1529 მუხლებით და 1561 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური