„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 26/02/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 29/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.371
  • Word
71
19/02/2004
სსმ, 21, 26/02/2004
230.010.000.11.117.006.371
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.371

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №71

2004 წლის 19 თებერვალი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1 

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებით (სსმ III, 2002 წლის სექტემბერი №92. მუხ.824) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„9. საბაჟოს უფროსის მოადგილეებს, მთავარ ბუჰხალტერს, განყოფილებათა უფროსებს და სხვა საჯარო მოსამსახურეებს საბაჟოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე“.

2.  დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12.   საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტები;

ბ) საბაჟო გაფორმების განყოფილება;

გ) საბაჟო საგუშაგოები;

დ) საფინანსო საბუღალტრო განყოფილება;

ე) ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილება;

ვ) ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილება;

ზ) საქმისწარმოების განყოფილება;

თ) სამეურნეო ნაწილი.”

3. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14.   საბაჟო გაფორმების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელება; საბაჟო რეჟიმების რეგულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება; საბაჟო გადასახდელების, სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში მათი დროული და სრული აკუმულირება; სამოქმედო ტერიტორიაზე საბიუჯეტო შემოსავლების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების საქმიანობის და მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი; საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კონტროლი; ცალკეულ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან გატანა, რეექსპორტი, საბაჟო საწყობი) სისტემატური კონტროლი, ამ რეჟიმით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.”.

4.  ამოღებულ იქნეს დებულების მე-16 მუხლი.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერიდან 45 დღის შემდეგ.

ზ. ნოღაიდელი