„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.017041
19/ნ
04/04/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
040030000.22.035.017041
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №19/ნ

2023 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/10/2018; 040030000.22.035.016523) დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ს1“ ქვეპუნქტი“:

„ს1. სამინისტროს სისტემაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით (სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ სივრცეში) მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, მის ბალანსზე ან სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაში, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრის“ ორგანიზება. მომსახურების ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული, ლოჯისტიკური (მათ შორის უძრავი ქონების მოვლა-პატრონობასთან და კომუნალური მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა) და სხვა საჭირო საკითხების მართვა/გადაწყვეტა.“.

2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებს და ფუნქციების განხორციელებას და აგრეთვე, სამინისტროს სისტემის განვითარებას, რისთვისაც, ქ. თბილისსა და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის (ცენტრალური აპარატისა ან/და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებული სხვა საჯარო სამართლის იურიდული პირების) ფუნქციებისა და უფლებამოსილებების  მოსახლეობისათვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდების მიზნით, მის ბალანსზე ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მოვლა-პატრონობასთან, აგრეთვე, ქონების კომუნალური მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშრებული ხარჯების გაწევას, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი